program_image

შემოქმედებითი და ვიზუალური ფიქრის 6 თვიანი პროგრამა - შემოდგომის ნაკადი

ხანგრძლივობა 200 საათი
ენაქართული
ფასი2000

პროგრამის შესახებ

შემოქმედებითი ფიქრი და ვიზუალური უნარები / შემოდგომის ნაკადი

(26 სექტემბერი, 2025 - 13 თებერვალი, 2026)

პროგრამა შექმნილია როგორც მოსამზადებელი ინტენსიური პროგრამა სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა ირჩევენ მომავალ პროფესიას და აპირებენ დასაქმებას მენეჯმენტის, შემოქმედებითი ინდუსტრიის ან ვიზუალურ სფეროებში.

პროგრამას უძღვება 30-ზე მეტი სპეციალისტი დიზაინის, შემოქმედებითი, განათლებისა და ბიზნესის სფეროებიდან. კურსები ტარდება კვირაში 3-4 შეხვედრის სახით, ფიზიკურ სივრცეში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებისა და ცოდნის ბალანსით.

პროგრამა შექმნილია შემოქმედებითი და ვიზუალური უნარ-ჩვევების სრული სპექტრის შესასწავლად - ადამიანებისთვის, რომლებიც მომავალი პროფესიის ძიებაში არიან, სჭირდებათ პროფესიული ორიენტაცია, ახალი შემოქმედებითი უნარები და ჯერ არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება.

პროგრამა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ეხმარება, აითვისონ მომავალი პროფესიის საფუძვლები თუ დისციპლინები, დაგეგმონ მომავალი კარიერა და აღმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი. პროგრამის სტუდენტებს შეეძლებათ, სრულყოფილად გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში დიზაინში არსებული პროფესიებისა და დისციპლინების საფუძვლებს, პრაქტიკულ და თეორიულ ფორმატში იმუშაონ დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად, გაიზიარონ ცოდნა და მიიღონ რჩევები ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისგან, ისწავლონ გრაფიკული პროგრამები, კრაფტი, ანიმაცია, ფოტო, ვიდეო, გაიღრმავონ უნარები შემოქმედებითი, ვიზუალიზაციისა თუ კომუნიკაციის მიმართულებით, რაც სამომავლოდ ყველა პროფესიაში გამოადგებათ.

კურსის სტრუქტურა:

  • შემოდგომის პროგრამა იწყება სექტემბერში და დასრულდება თებერვალში (2026).
  • შეხვედრები ჩატარდება კვირის განმავლობაში 3-4-ჯერ, 15:00-19:00 მონაკვეთში (შესვენების გათვალისწინებით).
  • დაგეგმილია ჯამში 80-მდე შეხვედრა სრული პროგრამის განმავლობაში.
  • შეხვედრების 90% ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება.
  • სასწავლო თემებიდან გამომდინარე, შეხვედრების ნაწილი ინსტიტუტის შენობის გარეთ ჩატარდება.
  • სტუდენტების ძირითადი სასწავლო დრო გაიყოფა პრაქტიკულ და თეორიულ საათებად.
  • ყოველი სასწავლო თვე წარმოადგენს პროგრამის ცალკეულ მოდულს, ჯამში 6 მოდულით.
  • მოდულის 50% ეძღვნება ახალი მასალისა და დისციპლინების შესწავლას, 25% - პრაქტიკულ სამუშაოსა და პროექტებს, 25% კი - გუნდურ სამუშაოს.
  • სტუდენტს არ სჭირდება წინასწარი მომზადება ან რაიმე სახის მასალა და ინვენტარი / ეკიპირება.
  • საშინაო დავალების შესრულებას არ სჭირდება დამატებითი მასალა ან ინვენტარი / ეკიპირება.
  • სტუდენტი დახარჯავს დაახლოებით 80 დამატებით საათს საშინაო დავალებების მოსაფიქრებლად და შესასრულებლად.
  • საბოლოო განრიგი და დეტალები სტუდენტებს გადაეგზავნებათ პროგრამაზე მიღების შემდგომ, ყოველკვირეულ რეჟიმში.
  • პროგრამის დაწყებამდე, სტუდენტებს შეეძლებათ, დაესწრონ ღია კარის დღეს და გაესაუბრონ პროგრამის ხელმძღვანელსა და ლექტორებს.
  • ღია კარის შეხვედრების თარიღები გამოქვეყნდება დიზაინის ინსტიტუტის ვებგვერდის კალენდარში და სიახლეებში.
  • სასურველია, პროგრამაზე რეგისტრაციისას სტუდენტმა გამოგზავნოს დეტალური ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ.

რას ისწავლით

სტუდენტები შეისწავლიან შემდეგ თემებს:

ვიზუალური ენა

  • კომპოზიცია
  • ფერი
  • სკეჩი
  • ისტორია
  • ესთეტიკა
  • დიზაინის სპექტრი
  • დიზაინის პრინციპები

შემოქმედებითობა

  • შემოქმედებითი უნარები
  • სტრატეგია
  • ფიქრის მეთოდები და ხელსაწყოები
  • დიზაინ ფიქრი
  • ინოვაციების დიზაინი
  • აიდეაცია
  • კრეატიული სესიები
  • არტ დაირექშენი
  • ქოფი და ტექსტთან მუშაობა

კომუნიკაცია

  • კომუნიკაციის სტრატეგია
  • ბრენდის სტრატეგია
  • მარკეტინგის საფუძვლები
  • ციფრული კომუნიკაცია
  • კონტენტის მარკეტინგი

სამუშაო უნარები

  • სტუმარი/პრაქტიკოსი ლექტორები
  • პორტფოლიოს შედგენა
  • ბიზნეს ქოუჩინგი
  • კომუნიკაცია
  • პრეზენტაციის უნარები
  • კრაფტის ტექნიკები
  • მასალაში მუშაობა და მოდელირება
  • კოლაჟი
  • რეალურ პროექტებზე მუშაობა

სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ სავარჯიშოებს, შექმნიან მცირე ზომის მოდელებს, იმუშავებენ რეალურ პროექტებზე, გუნდთან ერთად ჩაერთვებიან თემატური ღონისძიებების ორგანიზებაში, იმუშავებენ სოციალურ პროექტებზე, შეხვდებიან შემოქმედებითი და ბიზნესის სფეროს მოქმედ სპეციალისტებს, სარეკლამო და კრეატიულ სააგენტოებსა და დიზაინერებს, წარადგენენ პროექტებს, იმუშავებენ საკუთარ პორტფოლიოზე.

თანხის გაყოფისთვის ან მეტი დეტალისთვის: contact@di.ge