პროგრამის შესახებ
დიზაინის საფუძვლები / გაზაფხულის ნაკადი
(26 თებერვალი, 2026 - 10 ივლისი, 2026)
პროგრამა შექმნილია როგორც მოსამზადებელი ინტენსიური პროგრამა სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის, რომელთაც ჯერ არ აქვთ დიზაინის ცოდნა.
პროგრამას უძღვება 30-ზე მეტი სპეციალისტი დიზაინის, შემოქმედებითი, განათლებისა და ბიზნესის სფეროებიდან. კურსები ტარდება კვირაში 3-4 შეხვედრის სახით, ფიზიკურ სივრცეში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებისა და ცოდნის ბალანსით.
პროგრამა შექმნილია დიზაინის სრული სპექტრის შესასწავლად - ადამიანებისთვის, რომლებიც მომავალი პროფესიის ძიებაში არიან, სჭირდებათ პროფესიული ორიენტაცია, ახალი შემოქმედებითი უნარები და ჯერ არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება.
პროგრამა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ეხმარება, აითვისონ მომავალი პროფესიის საფუძვლები თუ დისციპლინები, დაგეგმონ მომავალი კარიერა და აღმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი.
პროგრამის სტუდენტებს შეეძლებათ, სრულყოფილად გაეცნონ დიზაინის ისტორიის, დიზაინში არსებული პროფესიებისა და დისციპლინების საფუძვლებს, პრაქტიკულ და თეორიულ ფორმატში იმუშაონ დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად, გაიზიარონ ცოდნა და მიიღონ რჩევები ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისგან, ისწავლონ გრაფიკული პროგრამები, კრაფტი, ანიმაცია, ფოტო, ვიდეო, გაიღრმავონ უნარები შემოქმედებითი, ვიზუალიზაციისა თუ კომუნიკაციის მიმართულებით, რაც სამომავლოდ ყველა პროფესიაში გამოადგებათ.
კურსის სტრუქტურა:
- გაზაფხულის პროგრამა იწყება თებერვალში და დასრულდება ივლისში.
- შეხვედრები ჩატარდება კვირის განმავლობაში 3-4-ჯერ, 15:00-19:00 მონაკვეთში (შესვენების გათვალისწინებით).
- დაგეგმილია ჯამში 80-მდე შეხვედრა სრული პროგრამის განმავლობაში.
- შეხვედრების 90% ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება.
- სასწავლო თემებიდან გამომდინარე, შეხვედრების ნაწილი ინსტიტუტის შენობის გარეთ ჩატარდება.
- სტუდენტების ძირითადი სასწავლო დრო გაიყოფა პრაქტიკულ და თეორიულ საათებად.
- ყოველი სასწავლო თვე წარმოადგენს პროგრამის ცალკეულ მოდულს, ჯამში 6 მოდულით.
- მოდულის 50% ეძღვნება ახალი მასალისა და დისციპლინების შესწავლას, 25% - პრაქტიკულ სამუშაოსა და პროექტებს, 25% კი - გუნდურ სამუშაოს.
- სტუდენტს არ სჭირდება წინასწარი მომზადება ან რაიმე სახის მასალა და ინვენტარი / ეკიპირება.
- საშინაო დავალების შესრულებას არ სჭირდება დამატებითი მასალა ან ინვენტარი / ეკიპირება.
- სტუდენტი დახარჯავს დაახლოებით 80 დამატებით საათს საშინაო დავალებების მოსაფიქრებლად და შესასრულებლად.
- საბოლოო განრიგი და დეტალები სტუდენტებს გადაეგზავნებათ პროგრამაზე მიღების შემდგომ, ყოველკვირეულ რეჟიმში.
- პროგრამის დაწყებამდე, სტუდენტებს შეეძლებათ, დაესწრონ ღია კარის დღეს და გაესაუბრონ პროგრამის ხელმძღვანელსა და ლექტორებს.
- ღია კარის შეხვედრების თარიღები გამოქვეყნდება დიზაინის ინსტიტუტის ვებგვერდის კალენდარში და სიახლეებში.
- სასურველია, პროგრამაზე რეგისტრაციისას სტუდენტმა გამოგზავნოს დეტალური ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ.

გიგა ხატიაშვილი
პროდუქტის და ინდუსტრიული დიზაინერი, გრაფიკოს-დიზაინერი, სარეკლამო ლაბორატორია ,,919”-ის დამფუძნებელი, შრიფტების ხელოვანი, შემოქმედებითი დირექტორი, საქართველოს უნივერსიტეტისა და GIPA-ს ლექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის სრული პროფესორი.

თაკო სულაქველიძე
დიზაინ სტრატეგი, ბრენდის და კრეატიული კომუნიკაციების სტრატეგი, ტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელი, Parsons School of Design-ის სტრატეგიული დიზაინისა და მენეჯმენტის პროგრამის მაგისტრი, ციფრული სააგენტო Redberry-ს ყოფილი სტრატეგიული დირექტორი, მისი ტექნოლოგიური პროექტები გამოფენილი იყო ნიუ იორკში, AD+AI (Art, Design, and AI) საინაუგურაციო გამოფენაზე, რომელიც The New School-სა და LG-ის პარტნიორობით ჩატარდა, და ასევე ჟეჯიანში, ჩინეთში, Design Intelligence Awards (DIA) ფესტივალის გამოფენაზე, სადაც დაჯილდოვდა ციფრული ეკონომიის კატეგორიაში, აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების პერიოდში იკვლევდა ხელოვნური ინტელექტს, ასევე გაიარა პრაქტიკა მეტავერს სტარტაპში, დიზაინ მკვლევარის როლში, 2024 წელს მოიპოვა "ჯიტას" დაფინანსება და დააფუძნა სტარტაპი, Research Ninja.

შოთა დოგრაშვილი
გრაფიკოს დიზაინერი 10 წლიანი გამოცდილებით, ბრენდ დიზაინერი თიბისიში, ასისტენტ პროფესორი სამხატვრო აკადემიის მედიახლოვნების ფაკულტეტზე , ჩართული იყო Nesta Creative Enterprise პროგრამაში და ვორქშოფში „Life Beyond Tourism”.

ნინო ეგაძე
სტრატეგიული და ვიზუალური კომუნიკაციების, ბრენდინგის და მარკეტინგის სპეციალისტი. ლიდერული პოზიციები კომპანიებში: TBC Bank Group, Red Bull, Philip Morris International. 1000-ზე მეტი სოციალური პროექტის და ღონისძიების ორგანიზატორი რამდენიმე ქვეყანაში. Harvard Business School კურსდამთავრებული. ექსპერტიზის სფეროები: კომუნიკაციები, ბიზნეს სტრატეგია, დიზაინის სტრატეგია, შემოქმედებითი უნარები, ლიდერობა, სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), რეპუტაციული რისკები, კონტენტი, მომხმარებლის გამოცდილება და UX/UI დიზაინი. IxDF-ის საქართველოს მენეჯერი და დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი

ლუკა მიქელაძე
მხატვარი, გრაფიკოსი დიზაინერი, ლექტორი, 14 წლიანი გამოცდილება აკადემიურ სფეროში, სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, რუსთაველის ეროვნული თეატრის, გოგი მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის ლექტორი, ფერწერის მაგისტრანტი.

შორენა ოთხოზორია
გრაფიკოსი დიზაინერი, ბრენდ დიზაინერი. 19 წლიანი გამოცდილება სარეკლამო სფეროში. თბილისის სამხატვრო აკადემიის ყოფილი ლექტორი. გრაფიკოსი დიზაინერი კომპანიებში: Windfor’s, Sakideamsheni, TBC Bank. მოპოვებული აქვს ჯორჯიო ნაპოლიტანოს მედალი დიზაინში. ამჟამად არის ბრენდისა და კონცეპტ დიზაინერი ქართულ-იტალიურ არტ პლატფორმა ensō-ში.

ოთარ ყარალაშვილი
წიგნის ხელოვანი, ილუსტრატორი, დიზაინერი, კურატორი, სტუ დიზაინის საერთაშორისო სკოლის მოწვეული პროფესორი, თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ქართული გამომცემლობის, „დიოგენეს“ თანადამფუძნებელი, საბავშვო ლიტერატურისა და ილუსტრაციის პირველი ქართული კერძო კონკურსის თანაორგანიზატორი, საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და საქართვფელოს კოლექტიური სტენდის კურატორი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ვირტუალური გამომცემლობა „ვირგამის“ დაფუძნებელი, თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი - არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელი, ქართული საბავშვო ილუსტრაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი ორჯერ ზედიზედ იყო წარდგენილი ასტრიდ ლინდგრენის მემორიალურ პრემიაზე საქართველოს მხრიდან, ყოველთვიური სერია 1/16 - ქართველი ფოტოგრაფებისა და ხელოვანების არტ- და ფოტოწიგნების დამფუძნებელი.

თაზო არუნაშვილი
ინდუსტრიული დიზაინერი, ანტრეპრენერი. TAZO DESIGN დამფუძნებელი- ინდუსტრიული დიზაინის მიმართულება. სტარტაპი VISU-ს თანადამფუძნებელი- VR,AR ,Edutech მიმართულება. ასევე, ბაქსვუდის სკოლის ინოვაციების პროგრამების მენეჯერი და ასისტენტ პროფესორი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

გურამ წიბახაშვილი
ფოტოგრაფი, ქუჩის, რეპორტაჟული, დოკუმენტური და კონცეპტუალური ფოტოს მიმართულებებით, პროექტ ''ვიზუალური ბანკის'' თანადამფუძნებელი, ფოტოგალერეა ''კონტეინერის'' თანადამფუძნებელი, ჟურნალ ''ფოოტოგრაფიის'' თანარედაქტორი, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის წევრი, საქართველოს მხატვართა კავშირისა და ფოტოხელოვანთა კავშირების წევრი, არის 200-მდე ჯგუფური გამოფენის მონაწილე, ამას გარდა, გაკეთებული აქვს 40 პერსონალური გამოფენა და გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიასა და თანამედროვე ხელოვნებაზე, სხვა დროს გაკეთებული აქვს სერიები: „ულისე“ (1988) „ნერგები“ (1994), „განმარტებები“ (2002), „საღეჭი გოგოები“ (2002) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში, ასევე კერძო კოლექციებში გერმანიაში, აშშ-ში, ჰოლანდიასა და საქართველოში.

ლუკა მიქელაძე
მხატვარი, გრაფიკოსი დიზაინერი, ლექტორი, 14 წლიანი გამოცდილება აკადემიურ სფეროში, სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, რუსთაველის ეროვნული თეატრის, გოგი მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის ლექტორი, ფერწერის მაგისტრანტი.

მანანა მიქაშავიძე
არქიტექტორი, დიზაინერი, ინტერიერის არქიტექტორი. გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მეთოდისტი, კრაფთის და არტ თერაპიის მიწვეული ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. ,,გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო"- სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო წიგნების ავტორი.

ეკა ეგაძე
არქიტექტორ - რესტავრატორი, 22 წლიანი სწავლების გამოცდილება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინის და კომპოზიციის მიმართულებით, ინდივიდუალური არქიტექტორული და ინტერიერის დიზაინის პროექტების ავტორი, გამოფენები: თბილისი რედისონ ბლუ. ქ. თბილისი შერატონ მეტეხი პალასი - „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო/Women`s association Georgia”, საფრანგეთი, პარიზი - არტ ფეარი „კარუსელ დე ლუვრი - carrousel du louvre “, ბაქო Handicraft Baku – “Let it Snow”, ციფრული საერთაშორისო გამოფენა პარიზის მოდერაციით - L’exposition “EN LIGNE Action des femmes La beaute du printemos”, “ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული Digital Exhibition Week of Women in Art”, საფრანგეთი, პარიზი “ART shopping Paris 2022 – carrousel du louvre” მონაწილეობა სახელით „Georgian artists in Paris 2022”.
რას ისწავლით
სტუდენტები შეისწავლიან შემდეგ თემებს:
- ხელოვნების ისტორია
- დიზაინის ისტორია
- დიზაინის დისციპლინები
- პროფესიები დიზაინსა და შემოქმედებით სფეროში
- საბაზისო ხატვის უნარები
- სკეჩინგი
- მაინდ მეპინგი
- მოდელირება მასალაში
- ფერი, ფერის ფსიქოლოგია და კომპოზიცია
- რამდენიმე გრაფიკული პროგრამის ბაზისი (მინ.2)
- კრაფტი და მასალაში მუშაობა
- ფოტოს საფუძვლები
- ანიმაციის საფუძვლები
- ვიდეოს და მოძრავი გრაფიკის საფუძვლები
- იდეების ვიზუალიზაცია
- შემოქმედებითი ფიქრი
- დიზაინ ფიქრი
- კომუნიკაციის საფუძვლები
- ბიზნესთან კომუნიკაცია
- საკუთარი იდეების დამუშავება და ხორცშესხმა
- გუნდთან მუშაობა
- შემოქმედებითი თანამშრომლობა
- პორტფოლიოს შექმნა
სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ სავარჯიშოებს, შექმნიან მცირე ზომის მოდელებს, იმუშავებენ რეალურ პროექტებზე, გუნდთან ერთად ჩაერთვებიან თემატური ღონისძიებების ორგანიზებაში, იმუშავებენ სოციალურ პროექტებზე, შეხვდებიან შემოქმედებითი და ბიზნესის სფეროს მოქმედ სპეციალისტებს, სარეკლამო და კრეატიულ სააგენტოებსა და დიზაინერებს, წარადგენენ პროექტებს, იმუშავებენ საკუთარ პორტფოლიოზე.
თანხის გაყოფისთვის და მეტი დეტალისთვის: contact@di.ge

