program_image

შაბათის შემოქმედებითი სკოლა დიზაინის ინსტიტუტში

ხანგრძლივობა 24 საათი
ენაქართული
ფასი400

პროგრამის შესახებ

შაბათის შემოქმედებითი სკოლა | 26 სექტემბერი - 19 დეკემბერი

ყოველკვირეული შემოქმედებითი პროგრამა 11-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელოვნებით, დიზაინით, არქიტექტიურითა და ხელნაკეთი ნივთების შექმნით.

თეორიის, დისკუსიისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით მონაწილეები გამოიკვლევენ, თუ როგორ ყალიბდება, ვითარდება და გადაიცემა შემოქმედებითი იდეები.

პროგრამა აერთიანებს ხელოვნებისა და დიზაინის ისტორიას, ხელოსნობას, მოდელირებას, ილუსტრაციას, ფერების გამოკვლევასა და კრეატიული აზროვნების სავარჯიშოებს.

program_image
პროგრამის ლექტორი

გიორგი ჯინჭარაძე

ვიზუალური არტისტი, გრაფიკული დიზაინერი, ქართული ზღაპრებისა და მითოლოგიის მიმართულებით გამოცდილი ფრილანს ილუსტრატორი. მონაწილეობა მიუღია თბილისის წიგნის დღეების ორგანიზებაში, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და წიგნების - „წიქარა“ (2019) და „მგლების დიდი წიგნი“ (2020) - ილუსტრირებაში. გამოფენა “ამირანის” ავტორი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული.

program_image
პროგრამის ლექტორი

მანანა მიქაშავიძე

არქიტექტორი, დიზაინერი, ინტერიერის არქიტექტორი. გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მეთოდისტი, კრაფთის და არტ თერაპიის მიწვეული ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. ,,გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო"- სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო წიგნების ავტორი.

რას ისწავლით

მოსწავლეები გაიმდიდრებენ ვიზუალურ ლექსიკას, ისწავლიან გარშემომყოფ სამყაროზე დაკვირვებას ახალი პერსპექტივიდან და შეიძენენ თავდაჯერებულობას საკუთარი იდეების სხვადასხვა მასალასა და ფორმატში გამოსახატავად.

თემები მოიცავს:

  • ხელოვნებისა და დიზაინის ისტორია
  • არქიტექტურის ისტორია
  • კრაფტი
  • მოდელირება
  • შემოქმედებითი ლექსიკონი
  • ფერის თეორია და ექსპერიმენტები
  • ილუსტრაცია
  • კრეატიული აზროვნება

კურსის დეტალები:

  • თარიღები: 26 სექტემბერი - 12 დეკემბერი
  • განრიგი: ყოველ შაბათს, 12:00-14:00
  • ხანგრძლივობა: 12 ფიზიკური შეხვედრა (24 საათი)
  • ასაკობრივი ჯგუფი: 11–15 წელი
  • ფორმატი: ფიზიკური ლექციები, დისკუსიები, შემოქმედებითი სავარჯიშოები და პრაქტიკული ვორქშოფები
  • ღირებულება: 400 ლარი, ყოველთვიური გადახდის ოფცია: 100 ლარი თვეში
  • მდებარეობა: დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქუჩა, #82

პროგრამას არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

დამატებითი დეტალებისთვის მოგვწერეთ contact@di.ge