program_image

ბრენდის სტრატეგია - ბეკი ფანცხავას კურსი

კურსის ლექტორიბეკი ფანცხავა
ხანგრძლივობა 6 საათი
ენაქართული
ფასი300

კურსის შესახებ

ბრენდის სტრატეგია | 24, 25, 26 თებერვალი

ეს კურსი ბრენდის სტრატეგიის მოკლე სახელმძღვანელოა დიზაინერებისთვისა და შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. მისი მიზანია, მონაწილეებს გაუღრმავოს ბრენდის სტრატეგიის ცოდნა და აღქმა და გააცნოს მათ, რას ნიშნავს სტრატეგიული ბრენდინგი, როგორ ზეგავლენას ახდენს ბრენდებზე დიზაინერისა და კონტენტ გუნდის მიერ შექმნილი ვიზუალური ელემენტები და გაშლები, როგორ იკითხება სტრატეგიული დოკუმენტი, რას ნიშნავს არქეტიპი, პოზიციონირება და სხვა ელემენტები, რაც ერთობლიობაში ქმნის ბრენდს. ყველაზე მთავარი, რაც კურსის ლექტორისგან შეგიძლიათ ისწავლოთ - რა როლი აქვს ბრენდის დიზაინერს ბრენდის მშენებლობის პროცესში, რა არის ბრენდის ტონალობა და ვიზუალური სტილი, როგორია ცოცხალი ბრენდინგისა და დიდი საერთაშორისო და ქართული ბრენდების მაგალითები.

program_image
კურსის ლექტორი

ბეკი ფანცხავა

ბრენდის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, მარკეტერი, კავკასიის უნივერსიტეტის და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ACAG (კრეატიული სააგენტოების ასოციაცია საქართველოში)-ის პრეზიდენტი, 15 წლიანი გამოცდილება ქართული და საერთაშორისო ბრენდების მართვაში FMCG, ტელეკომუნიკაციების, ფინანსური და სტუმარმასპინძლობის სექტორში - ჯეოსელი,ფილიპ მორისი, აიქოსი, თიბისი, აჭარა ჯგუფი.

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში.

რას ისწავლით

ბრენდის სტრატეგიის კურსის განმავლობაში, მონაწილეები შემდეგ თემებს შეისწავლიან:

  • ბრენდის სტრატეგიის ძირითადი ფაზები, ელემენტები და კომპონენტები
  • როგორ იქმნება ბრენდის სტრატეგია და ვინ მონაწილეობს პროცესში?
  • რას ნიშნავს პოზიციონირება?
  • ბრენდის ტიპები და ფორმები
  • ტერმინოლოგია ბრენდის გარშემო
  • რა როლი აქვს დიზაინერს ბრენდის მშენებლობაში?
  • საერთაშორისო ბრენდების მაგალითები
  • პრაქტიკული სავარჯიშო

კურსის დეტალები:

  • კურსის ხანგრძლივობა: 24, 25, 26 თებერვალი |19:00 - 21:00
  • 3 ფიზიკური შეხვედრა (6 საათი)
  • კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.


თანხის გადანაწილებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge