program_image

ილუსტრირებული ტიპოგრაფიის სამდღიანი ვორქშოპი - ანა სანიკიძის კურსი

კურსის ლექტორიანა სანიკიძე
ხანგრძლივობა 7 საათი
ენაქართული
ფასი200

კურსის შესახებ

ილუსტრირებული ტიპოგრაფიის ვორქშოპი | 30, 31 მარტი & 1 აპრილი

ვორქშოპი დაეხმარება მონაწილეებს გაიარონ ლეთერინგისა და ტიპოგრაფიული დიზაინის შემოქმედებითი პროცესი ხელნაწერი ასოებიდან დახვეწილ ციფრულ დიზაინამდე.

ვორქშოპი მოიცავს კალიგრაფიის საფუძვლებს, იდეებისა და სკეჩების შექმნას, შემდეგ კი მათ ციფრულ გარემოში გადატანას და ოპტიკური ბალანსის დახვეწას.

program_image
კურსის ლექტორი

ანა სანიკიძე

შრიფტის დიზაინერი, ტიპოგრაფი და ლეთერინგ არტისტი, მრავალწლიანი გამოცდილებით გრაფიკულ დიზაინში, რედინგის უნივერსიტეტის შრიფტის დიზაინის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, აქტიურად ქმნის ქართულ შრიფტებს და თანამშრომლობს საერთაშორისო შრიფტის სტუდიებთან, Type Directors Club-ის (TDC71) 2025 წლისა და Granshan-ის 2023/2024 წლის გრან პრის გამარჯვებული.

რას ისწავლით

3 დღის განმავლობაში გაივლით შემდეგ საკითხებს:

დღე 1: კალიგრაფიის ვორქშოპი

  • კალიგრაფიის საფუძვლები
  • ასოთა აგების თეორიების განხილვა
  • პრაქტიკული დავალებები

დღე 2: იდეაზე და ჩანახატებზე მუშაობა

  • ლეთერინგის ეტაპების განხილვა
  • კონცეფციააზე ფიქრი
  • ვერსიების განხილვა
  • საბოლოო სკეჩის დამუშავება

დღე 3: დიზაინის გაციფრულება

  • ვექტორში აგების პრინციპები
  • ოპტიკური ბალანსი ტიპოგრაფიაში
  • სკეჩის გაციფრულება და დახვეწა


ვორქშოპის მესამე დღისათვის, რეკომენდებულია მონაწილეებს ჰქონდეთ პროგრამა ილუსტრატორში მუშაობის საბაზისო უნარები.
ვორქშოპისათვის საჭირო რესურსები მონაწილეებს დახვდებათ ადგილზე.

კურსის დეტალები:

  • კურსის ხანგრძლივობა: 30, 31 მარტი & 1 აპრილი
  • ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი
  • 19:00 - 21:00
  • 3 ფიზიკური შეხვედრა (7 საათი)


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge