კურსის შესახებ
მარკეტინგის ლოგიკა და საფუძვლები | 21 აპრილი - 17 ივნისი
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც გეგმავს კარიერის დაწყებას მარკეტინგის სფეროში, მუშაობს ბიზნესის განვითარებაზე ან სურს მარკეტინგის აკადემიურ საფუძვლებზე დაფუძნებული, პრაქტიკულად გამოყენებადი ცოდნის მიღება.
პროგრამა მოიცავს მარკეტინგის საკვანძო მიმართულებებს: კვლევას, მომხმარებლის ქცევის ანალიზს, ბაზრის სეგმენტაციას, პოზიციონირებას, ღირებულების შექმნას, ბრენდინგის ძირითად პრინციპებს, საკომუნიკაციო არხების შერჩევასა და შესაბამისი კონტენტის დაგეგმვას.
კურსის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მარკეტინგის ინსტრუმენტების საზოგადოებრივი სიკეთისთვის, პასუხისმგებლიანი და ეთიკური გამოყენების გზებს, როგორ შეიძლება მარკეტინგი იყოს არა მხოლოდ გაყიდვის, არამედ ღირებულების შექმნის ინსტრუმენტი.
სასწავლო პროცესი აგებულია რეალურ ქეისებზე, დისკუსიებსა და სამუშაო სესიებზე. მონაწილეები მიიღებენ პირად უკუკავშირსა და კონსულტაციას ლექტორისგან.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- მარკეტინგული პროცესების სისტემურად გაანალიზებას
- ძირითადი მარკეტინგული ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას
- სურვილის შემთხვევაში, საკუთარი პროექტის ან ბიზნესისთვის საწყისი სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა

თეა კიკვაძე
სტრატეგიული მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი და კონსულტანტი, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით როგორც კომერციულ, ასევე საზოგადოებრივ სფეროში განხორციელებულ პროექტებში.
კომერციული სფეროში მის პორტფოლიო მოიცავს წამყვან პოზიციებს კვებისა და სამომხმარებლო პროდუქტების ინდუსტრიაში, მათ შორის: Château Mukhrani, Georgian Wines & Spirits Company (GWS) და Global Beer Georgia (HEINEKEN®️-ის ლიცენზირებული პარტნიორი).
თეა არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. იგი ფლობს Grenoble Ecole de Management-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) და არის აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის SABIT პროგრამის კურსდამთავრებული.
მისი პროფესიული ექსპერტიზა მოიცავს მომხმარებელთა ქცევის და სამომხმარებლო ინსაითების ანალიზს, მონაცემებზე დაფუძნებული ბრენდის არქიტექტურის კონცეპტუალიზაციას, გლობალური საკომუნიკაციო და კომერციული სტრატეგიების, მათ შორის ტრედ მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებას.
რას ისწავლით
კურსი აერთიანებს მარკეტინგის პროცესს როგორც უწყვეტ, ორმხრივ ციკლს, სადაც პროდუქტი, ბაზარი და მომხმარებელი ურთიერთქმედებაშია და მუდმივად ახდენს ერთმანეთის ფორმირებას.
პროგრამა სტრუქტურირებულია ოთხ ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებად:
1. დაკვირვება
ბაზრის, მომხმარებლისა და სოციალური კონტექსტის სისტემური ანალიზი. მომხმარებლის კვლევის საფუძვლები, მარკეტინგული გარემოს შეფასება, მონაცემებთან მუშაობის ძირითადი პრინციპები და მომხმარებელთა ქცევის, მოტივაციისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები.
2. ანალიზი
მარკეტინგული ინფორმაციის სტრატეგიულ ცოდნად გარდაქმნა. ბაზრის სეგმენტაცია, სამიზნე აუდიტორიის შერჩევა და პოზიციონირება, კონკურენტული გარემოს ანალიზი, პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი და მყიდველზე ორიენტირებული სტრატეგიის ფორმირება.
3. შექმნა
ღირებულების შექმნა პროდუქტისა და ბრენდის დონეზე. ახალი პროდუქტის განვითარება, პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგია, ბრენდინგის საფუძვლები და ბრენდის არქიტექტურა, ღირებულების შეთავაზება, ფასწარმოქმნა და მარკეტინგული არხების განსაზღვრა.
4. კომუნიკაცია
სტრატეგიის ეფექტური მიტანაა სამიზნე აუდიტორიამდე. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, პერსონალური გაყიდვები და ციფრული მარკეტინგი.
კურსის დეტალები:
- კურსის ხანგრძლივობა: 21 აპრილი - 17 ივნისი, 2026
- სამშაბათი და ოთხშაბათი | 18:30 - 20:30
- 18 ფიზიკური შეხვედრა (36 საათი)
- კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.
თანხის გადანაწილებისთვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge

