program_image

არქიტექტურული დიზაინის შესავლები

კურსის ლექტორიმანანა მიქაშავიძე
ხანგრძლივობა 20 საათი
ენაქართული
ფასი500

კურსის შესახებ

არქიტექტურული დიზაინი | 18 მარტი - 22 აპრილი

10-შეხვედრიანი საინფორმაციო-გაცნობითი კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია არქიტექტურით და სურს, გაერკვეს, რას წარმოადგენს ეს პროფესია. კურსი საინტერესო იქნება მოზარდებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არქიტექტურის მიმართულებით განათლების მიღებას ან კარიერის დაწყებას განიხილავენ, თუმცა ამ სფეროსთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ.

მოკლე კურსი წარმოადგენს არა აკადემიურ არქიტექტურულ სწავლებას, არამედ გაცნობით პროგრამას, რომელიც მონაწილეებს არქიტექტურის ზოგადი პრინციპების, სივრცითი აზროვნებისა და მისი თანამედროვე როლის უკეთ გაგებაში დაეხმარება. კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს - ვორქშოპებს არქიტექტურულ სკეჩში, მოდელირებაში, მცირე ზომის სივრცის პროექტირებაში და ა.შ.

შეხვედრები შეეხება ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურული სტილისტიკის ძირითად ასპექტებს, ურბანისტულ საკითხებსა და კონცეფციებს, პროექტირების საბაზისო პრინციპებსა და იმ კავშირებს, რომლებიც ყოფიერებასა და არქიტექტურას შორის არსებობს. მონაწილეები იმსჯელებენ სხვადასხვა სივრცის მნიშვნელობაზე, მიიღებენ ვიზუალურ ინფორმაციას მსოფლიო არქიტექტურის შესახებ, შეეხებიან პროექტირების რთულ და საინტერესო პროცესს, რის შედეგადაც შეიძენენ კომპლექსური აზროვნების უნარებს, რომლებიც აუცილებელია არამხოლოდ არქიტექტურისთვის არამედ ბევრი სხვა პროფესიისთვისაც.

program_image
კურსის ლექტორი

მანანა მიქაშავიძე

არქიტექტორი, დიზაინერი, ინტერიერის არქიტექტორი. გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მეთოდისტი, კრაფთის და არტ თერაპიის მიწვეული ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. ,,გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო"- სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო წიგნების ავტორი.

რას ისწავლით

არქიტექტურული დიზაინის შესავლების კურსის განმავლობაში, მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

  • რა არის არქიტექტურა -,,პრეისტორიული არქიტექტურიდან ცათამბჯენამდე“
  • ურბანული ლანდშაფტი - არქიტექტურული კოლაჟი
  • ძველი ქალაქების გეგმარება - მოედნები
  • მეტაბოლიზმი არქიტექტურაში - ეკოარქიტექტურა
  • ლანდშაფტის მოდელირება - მაკეტი
  • გეგმა, ფასადი ჭრილი - მარტივი ხაზვა
  • ინტერიერის გეგმარება - მარტივი ხაზვა
  • არქიტექტურული დეკორი - ძერწვა, ყალიბების მომზადება
  • გეოდეზური სფეროები - მარტივი მაკეტი
  • ბიონიკური არქიტექტურა - არქიტექტურული პატერნები

კურსის დეტალები:

  • კურსის ხანგრძლივობა: 18 მარტი - 22 აპრილი, 2026
  • ოთხშაბათი და შაბათი | 16:30-18:30
  • 10 ფიზიკური შეხვედრა (20 საათი)
  • მოდელირებისთვის საჭირო მასალა მონაწილეებს დახვდებათ სახელოსნოში.
  • კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

თანხის გადანაწილებისთვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge