კურსის შესახებ
შორენა ოთხოზორიას კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფერის თეორია, კომპოზიციის საფუძვლები, ვიზუალური მიმართულებები, სტილი და საკუთარი თავის, როგორც ბრენდის წარდგენა. მონაწილეები შთაბეჭდილებებით სავსე გზას გაივლიან ექსპერიმენტული სავარჯიშოებისა და აღმოჩენების ფონზე.
კურსზე განხილული იქნება დიზაინის, როგორც ფართო სპექტრის, სხვადასხვა განშტოება, განსხვავებულ სექტორებთან ურთიერთქმედება, სირთულეების დაძლევა და თავდაჯერებულობის მოპოვება.

შორენა ოთხოზორია
გრაფიკოსი დიზაინერი, ბრენდ დიზაინერი. 19 წლიანი გამოცდილება სარეკლამო სფეროში. თბილისის სამხატვრო აკადემიის ყოფილი ლექტორი. გრაფიკოსი დიზაინერი კომპანიებში: Windfor’s, Sakideamsheni, TBC Bank. მოპოვებული აქვს ჯორჯიო ნაპოლიტანოს მედალი დიზაინში. ამჟამად არის ბრენდისა და კონცეპტ დიზაინერი ქართულ-იტალიურ არტ პლატფორმა ensō-ში.
რას ისწავლით
თემები, რომლებსაც შეისწავლი:
-
გონების ვარჯიში;
-
შთაგონების ძიება;
-
ტიპოგრაფია;
-
დიზაინი და ბრენდი;
-
დამკვეთისა და დიზაინერის ურთიერთობა;
-
მენეჯერისა და დიზაინერის ურთიერთობა;
-
დიზაინის შექმნისთვის საჭირო ინსტრუმენტები;
-
კამპანიის მართვა;
-
პრინტი და აფიშა;
-
ციფრული ხელსაწყოები;
-
ხელოვნური ინტელექტი;
-
ბრენდინგი.
9 ფიზიკური შეხვედრა, (18 საათი), 4 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით, სამშაბათს 20:00-22:00, შაბათს 14:00-16:00.
კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.