კურსის შესახებ
სამუშაო პროცესების დიზაინი AI -ს გამოყენებით | 26 ოქტომბერი - 25 ნოემბერი
კურსის განმავლობაში შეისწავლით სამუშაო პროცესების დაპროექტებას Claude Cowork-ისა და AI აგენტების გამოყენებით.
10 სესიის განმავლობაში შეადგენთ თქვენი რეალური სამუშაო პროცესების რუკას, AI-ის დახმარებით მოახდენთ მათ ოპტიმიზაციას ისე, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უშუალოდ თქვენს ფაილებზე იმუშაოს, და შექმნით აგენტებს, რომლებიც განმეორებად ნაბიჯებს თქვენ ნაცვლად შეასრულებენ.
კოდის წერა არ დაგჭირდებათ, კურსის ბოლოს თქვენი ყოველდღიური სამუშაო პროცესები უკვე ავტომატიზებული იქნება.

ირაკლი ჩხეიძე
AI საკონსულტაციო კომპანია Makesense-ის დამფუძნებელი. 18+ წლიანი გამოცდილება ციფრულ სფეროში. მანამდე, ციფრული გაყიდვების ხელმძღვანელი TBC Uzbekistan-სა და Payme-ში, ბიზნესპროცესებში AI აგენტების დანერგვის მიმართულებით. საგანმანათლებლო პლატფორმა aiworkshop.ge-ს ავტორი და ლექტორი
მეტი ინფორმაცია: makesense.ge
რას ისწავლით
კურსის განმავლობაში, გაივლით შემდეგ ეტაპებს:
-
შეადგენთ თქვენი ამჟამინდელი სამუშაო პროცესების რუკას და რეალურად დაინახავთ, რაში იხარჯება თქვენი დრო.
-
გაიგებთ განსხვავებას Chat-ს, Cowork-სა და აგენტებს შორის.
-
უსაფრთხოდ გამართავთ Claude Cowork-ს თქვენს კომპიუტერზე ისე, რომ მას წვდომა მხოლოდ აუცილებელ ინფორმაციაზე ჰქონდეს.
-
შექმნით ისეთ პრომპტებს, რომლებიც იძლევა დასრულებულ სამუშაოს და არა უბრალოდ ტექსტის აბზაცებს.
-
ყოველკვირეულ, განმეორებად დავალებას აქცევთ მრავალჯერად ინსტრუქციად, რომელსაც AI ყოველ ჯერზე ზუსტად ერთნაირად მიჰყვება.
-
იმუშავებთ თქვენს რეალურ ფაილებზე: დოკუმენტებზე, ცხრილებზე, საქაღალდეებზე, პრეზენტაციებსა და ფოტოებზე.
-
ერთ საათზე ნაკლებ დროში შეასრულებთ კვლევის, ანალიზისა და რეპორტინგის ისეთ სამუშაოს, როგორსაც მანამდე მთელი დღე სჭირდებოდა.
-
შექმნით თქვენს პირველ AI აგენტს, რომელიც დამოუკიდებლად შეასრულებს თქვენი სამუშაო პროცესის ერთ სრულ ეტაპს.
-
დააკავშირებთ AI-ს იმ ინსტრუმენტებთან, რომლებსაც უკვე იყენებთ, მათ შორის თქვენს ბრაუზერსა და ფაილების სისტემასთან.
-
განსაზღვრავთ, როდის არ არის AI სწორი გამოსავალი და რომელ ეტაპზეა აუცილებელი ადამიანის ჩართულობა.
კურსის დეტალები:
- კურსის ხანგრძლივობა: 26 ოქტომბერი - 26 ნოემბერი
- ორშაბათი და ხუთშაბათი | 19:00 - 21:00
- 10 შეხვედრა (20 საათი)
- შეხვედრების ნაწილი ჩატარდება დიზაინის ინსტიტუტში, ნაწილი კი ონლაინ
თანხის გადანაწილებისთვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge

