program_image

ტრადიციული ორნამენტიკა - ბლოკით ბეჭდვის ვორქშოპი

კურსის ლექტორიმანანა მიქაშავიძე
ხანგრძლივობა 2 საათი
ენაქართული
ფასი100

კურსის შესახებ

ტრადიციული ორნამენტიკა - ბლოკით ბეჭდვა | 19 მარტი

ვორქშოპის განმავლობაში, მონაწილეები შეისწავლიან ტრადიციული ქართული სახლების ორნამენტულ დეტალებს და შექმნიან მათ თანამედროვე ინტერპრეტაციას ბლოკით ბეჭდვის მეშვეობით.

ფასადის ელემენტის, ხის დეკორატიული შემკულობისა და გადახურვის გეომეტრიული ნიმუშების მიხედვით, მონაწილეები პოლიესტერის დაფაზე მოამზადებენ საბეჭდ ბლოკს (დაგს). გამზადებული ბლოკებითა და აკრილის საღებავით, ისინი ორნამენტული გამოსახულების ბეჭდვაზე იმუშავებენ.

program_image
კურსის ლექტორი

მანანა მიქაშავიძე

არქიტექტორი, დიზაინერი, ინტერიერის არქიტექტორი. გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მეთოდისტი, კრაფთის და არტ თერაპიის მიწვეული ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. ,,გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო"- სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო წიგნების ავტორი.

რას ისწავლით

ბლოკით ბეჭდვის ვორკშოპის განმავლობაში, მონაწილეები

  • გაეცნობიან ტრადიციული ქართული სახლის არქიტექტურულ ორნამენტებსა და მათ რეგიონულ თავისებურებებს.
  • გამოცდიან, როგორ გარდაიქმნება არქიტექტურული ფორმა ბეჭდვის კომპოზიციად.
  • შეისწავლიან ტრაფარეტის შექმნისა და ბლოკბეჭდვის ტექნიკას.
  • დაბეჭდავენ საკუთარ ორნამენტს ქაღალდზე ან ქსოვილზე.

ვორქშოპის დეტალები:

  • ვორქშოპის თარიღი: 19 მარტი | 19:00
  • 1 ფიზიკური შეხვედრა (2.5 საათი)
  • კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge