კურსის შესახებ
ივენთ მენეჯმენტი | 7 აპრილი - 27 მაისი
ივენთ მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, შეისწავლოს, როგორ იქმნება და იმართება ღონისძიებები იდეიდან განხორციელებამდე.
კურსი სააგენტო Alice Q-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს. 20 წელზე მეტია, ეს სააგენტო საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებს ქმნის და მართავს. თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, მონაწილეები იმუშავებენ ადამიანებთან, რომლებიც ივენთებსა თუ ფესტივალებს ყოველდღიურად ქმნიან. ისინი გაეცნობიან, როგორ მუშაობს რეალური ინდუსტრია და მიიღებენ გამოცდილებას, რომელიც გამოადგებათ ნებისმიერი პროფესიული მიმართულებით, სადაც საჭიროა ორგანიზებულობა, კრეატიულობა და პასუხისმგებლობა.

ირინა ეგაძე
20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება სარეკლამო და ივენთ მენეჯმენტის ინდუსტრიაში, ფესტივალების: კიკეთი ფესტი, სპორტ ფესტი, ვორქშოპ ფესტის აღმასრულებელი ლიდი, მათ შორის მარკეტინგული და საკომუნიკაციო კამპანიები, PR აქტივობები და ივენთები, მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებთან სხვადასხვა ქვეყნებში: ჩინეთი, დუბაი, იტალია, საბერძნეთი, გერმანია. განხორცელებული აქვს 800-ზე მეტი პროექტი და მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებივ არიან: თიბისი, თეგეტა, UNESCO, GIZ, იტალიის საელჩო საქართველოში, EVEX კლინიკები, Enterprise Georgia, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Avon, GPC აფთიაქები, The Body Shop Georgia, GRETA, PSP, რედბული, ტოიოტა და სხვა.
რას ისწავლით
კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:
ივენთის დაგეგმვა და მართვა
ღონისძიების იდეის და მიზნის განსაზღვრა, დაგეგმვის სტადიები: კონცეფცია, ორგანიზება, განხორციელება, პროცესების, გუნდისა და რესურსების მართვა, დროის მართვა, პრიორიტეტების დადგენა და დელეგირება.
კრეატიული და მარკეტინგული მიმართულება
ივენთის იდეის გადაქცევა კონცეფციად, ვიზუალური და ტექსტური კომუნიკაცია, ბაზრისა და აუდიტორიის ანალიზი, მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლები (რეკლამა, პარტნიორობა, სპონსორები).
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
გუნდური მუშაობა და როლების განაწილება, შიდა და გარე კომუნიკაციის მართვა, სტუმრებთან, სპონსორებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
ფინანსური და ლოჯისტიკური მხარე
ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი, ლოჯისტიკა, სივრცის და მასალების მართვა, რისკების შეფასება და ალტერნატიული გეგმების შემუშავება.
კურსის დეტალები:
- კურსის ხანგრძლივობა: 7 აპრილი - 27 მაისი, 2026
- სამშაბათი და ოთხშაბათი | 18:00-20:00
- 16 შეხვედრა (32 საათი). შეხვედრების უმეტესი ნაწილი ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში, ნაწილი კი ონლაინ
- კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება
თანხის გადანაწილებისთვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge

