program_image

ქუჩის ფოტოგრაფია - დინა ოგანოვას კურსი

კურსის ლექტორიდინა ოგანოვა
ხანგრძლივობა 66 საათი
ენაქართული
ფასი1300

კურსის შესახებ

ქუჩის ფოტოგრაფია | 13 მაისი - 17 ივლისი

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და სურს სიღრმისეულად შეისწავლოს ამ სფეროს თეორიული ასპექტები, პრაქტიკული ქეისები და თავად გამოსცადოს მუშაობის პროცესი.

სწავლისას ძირითადი ყურადღება ეთმობა ქუჩის ფოტოგრაფიას, როგორც სამყაროსა და საკუთარი თავის ახლებურად აღქმის ინსტრუმენტს.

პროგრამა მოიცავს კლასიკური და თანამედროვე ფოტოგრაფიის ნამუშევრების ანალიზს, რაც სტუდენტებს საკუთარი ვიზუალური ენის ჩამოყალიბებაში ეხმარება.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ფოტო-ამბის თხრობის (Storytelling) ხელოვნებასა და მოკლე ფოტოისტორიების მომზადების მნიშვნელობაზე.

კურსი დაფუძნებულია პრაქტიკულ მეცადინეობებზე, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ გარემოში განამტკიცონ, ისწავლონ ფოტოების სწორი სელექცია და პროგრამის დასასრულს მოამზადონ ინდივიდუალური პორტფოლიო.

program_image
კურსის ლექტორი

დინა ოგანოვა

დინა ოგანოვა არის დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, მენტორი და ხელნაკეთი ფოტოწიგნების ავტორი. მისი ნამუშევრების ძირითადი ხაზი ეხება ქალებისა და გოგონების უფლებებს,ყოველდღიურობას,სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს, განსაკუთრებულად მკვეთრად ეს ჩანს მის პერსონალურ,გრძელვადიან პროექტებში, რომელიც გამოირჩევა სიღრმისეული თხრობითა და ძლიერი ვიზუალური ენით.

ის პირველი ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც შეირჩა World Press Photo-ს პრესტიჟულ Joop Swart Masterclass-ში (2013) და არაერთხელ დასახელდა მსოფლიოს გამორჩეულ ახალგაზრდა ფოტოგრაფებს შორის ვისაც თვალი უნდა ადევნონ.

დინა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ავტორია და მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო - მათ შორის ორჯერ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში (2017, 2022).

დინა ოგანოვა არის ავტორი პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნისა “ჩემი სივრცე”, (My Place) რომელიც ინახება მსოფლიო კოლექციონერების კერძო კოლექციებში და ასევე მსოფლიოს რამდენიმე მუზეუმში, მათ შორის არის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი.

მისი პერსონალური,გრძელვადიანი პროექტები - “I Am Georgia “ , “Frozen Waves” “#MeToo” - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყო წარმოდგენილი და დღემდე იფინება.

მისი დევიზია: „გადაღებულია სიყვარულით“

შემოქმედებითი პრაქტიკის პარალელურად, დინა აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში. იგი საკუთარ გამოცდილებასა და კრიტიკულ ხედვას სტუდენტებს უზიარებს და ხელს უწყობს ახალ თაობაში ვიზუალური თხრობის უნარების განვითარებას და ფოტო ამბების პოპულარიზებას.

რას ისწავლით

კურსის განმავლობაში შეისწავლით შემდეგ საკითხებს:

1. დაკვირვება და კონტექსტი
კლასიკური და თანამედროვე ფოტოგრაფიის შედევრების გაცნობა და ანალიზი. ვიზუალური კულტურის ჩამოყალიბება, სამყაროსა და საკუთარი თავის შესწავლა ფოტოგრაფიის დახმარებით.

2. ეთიკა და კომუნიკაცია ქუჩაში გადაღების წესები და პირობები. პირადი სივრცის ჩვენება საზღვრების დარღვევის გარეშე, ეთიკის დაცვა და „მთავარ გმირთან“ პირველი კონტაქტის დამყარების მექანიზმები.

3. ხედვა და ტექნიკა კადრის ძიების ხერხები, შუქის შეგრძნება და კომპოზიციის აგება ყოველდღიურობაში. ქუჩის ფოტოგრაფიის სპეციფიკის ათვისება და ინდივიდუალური სტილის ძიება.

4. ამბის თხრობა და სელექცია ფოტო ამბის კონსტრუირება და მცირე ტექსტების წერა. გადაღებული მასალის კრიტიკული ანალიზი, სწორი სელექციის პრინციპები და პორტფოლიოს შეკვრა.

კურსის დეტალები:

  • ხანგრძლივობა: 13 მაისი - 17 ივლისი, 2026
  • ოთხშაბათი 18:00-21:00 და შაბათი 14:00-17:00
  • ივლისის თვეში სამი ფიზიკური შეხვედრა
  • 22 ფიზიკური შეხვედრა (66 საათი)
  • რეკომენდებული ასაკი: 16+

კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

თანხის გადანაწილებისთვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge