program_image

UX წერა

კურსის ლექტორიქეთი დიასამიძე
ხანგრძლივობა 10 საათი
ენაქართული
ფასი300

კურსის შესახებ

UX წერა | 9-13 მარტი

UX წერის ერთკვირიანი ინტენსიური კურსის განმავლობაში, მონაწილეები შეისწავლიან, როგორ შეიმუშაონ ეფექტური ტექსტები ციფრული პროდუქტებისთვის. ისინი გაეცნობიან, თუ როგორ განსაზღვრონ ბრენდის საუბრის ტონი, როგორ შექმნან მკაფიო მიკროტექსტები, გაამარტივონ მომხმარებლის გზა და გააუმჯობესონ საერთო ინტერფეისი.

UX წერის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც წერს ან ქმნის მომხმარებლის გამოცდილებას.

program_image
კურსის ლექტორი

ქეთი დიასამიძე

თიბისის UX წერის მიმართულების ხელმძღვანელი. იკვლევს მომხმარებლის გამოცდილებასა და ქცევას ინტერფეისებთან გადაკვეთისას. ატარებს კომპიუტერული ლინგვისტიკის ტესტირებას და ქმნის სახელმძღვანელოებს UX წერის შესახებ, რომლებიც ციფრული პროდუქტების განვითარებას ედება საფუძვლად.

უმუშავია 200-ზე მეტი პროდუქტის ინტერფეისის ტექსტებზე, დიზაინსა და ნავიგაციაზე.

რას ისწავლით

UX წერის კურსის განმავლობაში, მონაწილეები პრაქტიკული და თეორიული სამუშაოებით შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

  • ტექსტის როლის გააზრება მომხმარებლის გამოცდილებაში
  • ბრენდის საუბრის ტონისა და სტილის განსაზღვრა
  • მკაფიო და მარტივი მიკროტექსტების შექმნა (ღილაკები, შეტყობინებები, ინსტრუქციები) პროდუქტის რაობის მიხედვით
  • ნეირომარკეტინგი და მომხმარებლის ქცევა
  • ტექსტის ტესტირება და გაუმჯობესება ინტერფეისებთან ურთიერთქმედებისას
  • UX წერის ინტეგრაცია დიზაინის შემუშავების პროცესში, რეალურ მაგალითებზე დაფუძნებით

კურსის დეტალები:

  • კურსის ხანგრძლივობა: 9, 10, 11, 12, 13 მარტი
  • ორშაბათი - პარასკევი | 19:00-21:00
  • 5 შეხვედრა (10 საათი)
  • კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge