კურსის შესახებ
კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც ვიზუალური შემოქმედების ან კომუნიკაციის სფეროში მუშაობს. ეს კურსი შეგიქმნით მყარ საფუძველს ვიზუალური ნიშნების უფრო გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად გამოსაყენებლად. ამავე დროს, კურსის მიზანია ვიზუალური ხედვის, შემოქმედებითი ჩვევების განვითარება და კრეატიული დიაპაზონის გაფართოვება.
ვიზუალური ენის დაუფლება შეცვლის თქვენს მიდგომას ვიზუალური გამოხატვის მიმართ და თქვენს ნამუშევარს უფრო ეფექტურს, ძლიერს და ზუსტს გახდის. ყოველდრიურობაში კი თქვენს საკომუნიკაციო გამოხატვის ფორმას გააძლიერებს.

ოთარ ყარალაშვილი
წიგნის ხელოვანი, ილუსტრატორი, დიზაინერი, კურატორი, სტუ დიზაინის საერთაშორისო სკოლის მოწვეული პროფესორი, თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ქართული გამომცემლობის, „დიოგენეს“ თანადამფუძნებელი, საბავშვო ლიტერატურისა და ილუსტრაციის პირველი ქართული კერძო კონკურსის თანაორგანიზატორი, საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და საქართვფელოს კოლექტიური სტენდის კურატორი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ვირტუალური გამომცემლობა „ვირგამის“ დაფუძნებელი, თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი - არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელი, ქართული საბავშვო ილუსტრაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი ორჯერ ზედიზედ იყო წარდგენილი ასტრიდ ლინდგრენის მემორიალურ პრემიაზე საქართველოს მხრიდან, ყოველთვიური სერია 1/16 - ქართველი ფოტოგრაფებისა და ხელოვანების არტ- და ფოტოწიგნების დამფუძნებელი.
რას ისწავლით
მთავარი ვიზუალური ელემენტი: ფორმა.
ფორმის მახასიათებლები და მათი ემოციური ზემოქმედება.
ელემენტარული ფორმები
ფორმის ტიპები. ფორმის კონსტრუქცია და დეკონსტრუქცია
მარტივი და რთული ფორმები. ფორმის რედუქცია
იკონოგრაფია და სტილი
ფიგურა და ფონი. ფორმის გამოსახვა და აღქმა. გეშტალტის პრინციპები
როგორ მუშაობს კომპოზიცია
ზომა, ვიზუალური წონა
მდებარეობა. ჰორიზონტალი, ვერტიკალი, დიაგონალი
სიბრტყის სტრუქტურა. მიზიდულობის წერტილები. კითხვის სქემები
მიმართულება, მოძრაობა
სივრცე და მანძილი
კომპოზიციის ელემენტები და მათი ემოციური ზემოქმედება
ფერის თეორია
ფერადი ხედვა. ფერის ადიტიური და სუბტრაქტიული შერევა
ფერთა ბორბალი და ფერის მოდელები
ფერის პარამეტრები და მათი ემოციური ზემოქმედება
ფერთა კონტრასტის ტიპები და ფერთა პალიტრების ტიპები
ფერთა პროპორცია
რიტმული სტრუქტურები
ტემპი და რიტმი
კონტრაპუნქტი და დრამატურგია
როგორ ავაწყოთ კომპოზიციის დინამიკა განმეორებადი ვიზუალური ელემენტების საშუალებით.
ვიზუალური იერარქია
ინფორმაციული ბლოკები. დაჯგუფება მანძილით და მსგავსებით
მანძილი და სივრცე. მიკრო- და მაკროსივრცე
აღქმის საფეხურები
იერარქიული მიმართებები
სტრუქტურული მარკერები
როგორ წარმოვაჩინოთ ლოგიკური, ემოციური და იერარქიული კავშირები ვიზუალური ელემენტების სწორი განაწილებით
კონტრასტი და მოტივაცია
ვიზუალური აღქმის მექანიზმი
ყურადღება, მოტივაცია, ინფორმაცია
შიდა და გარე კონტრასტი
როგორ იქმნება საინტერესო გამოსახულება კონტრასტის მეშვეობით
10 ფიზიკური შეხვედრა (20 საათი), 29 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით. სამშაბათს და პარასკევს 19:00 საათიდან 21:00 საათამდე.
შეხვედრის თარიღები: 29 აპრილი და 2, 6, 9, 13, 16, 20, 23, 27, 30 მაისი
კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.
თანხის გადანაწილებისთვის მოგვწერეთ contact@di.ge