კურსის ლექტორინიკა ქურდიანი
ხანგრძლივობა 2 საათი
ენაქართული
ფასი50₾
კურსის შესახებ
ლიდერი როგორც არქიტექტორი - ნიკა ქურდიანის მასტერკლასი | 29 ოქტომბერი
დიზაინი ამოცანის დანახვისა და მისი ამოხსნის უწყვეტი პროცესია. თანამედროვე ლიდერისთვის დიზაინი არა უბრალოდ მნიშვნელოვანი დანამატი, არამედ ყოველდღიური, პრაქტიკული აუცილებლობაა.
დიზაინის ინსტიტუტში, ნიკოლოზ ქურდიანი, TBC Uzbekistan-ის CEO და დიზაინის ინსტიტუტის პარტნიორი, ისაუბრებს დიზაინის როლზე ლიდერობასა და ბიზნესის განვითარებაში.

კურსის ლექტორი
ნიკა ქურდიანი
თიბისი ჯგუფის უზბეკეთის ოპერაციებისა და Space International-ის აღმასრულებელი დირექტორი; ჯგუფის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; Payme (უზბეკეთის) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
დიზაინის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
რას ისწავლით
შეხვედრაზე ვისაუბრებთ:
- რატომ არის დიზაინი პრობლემების გადაჭრისა და ბიზნეს სტრატეგიის მთავარი ინსტრუმენტი.
- რატომ წარმოადგენს მომხმარებლის საჭიროების გააზრება, ამოცანის დეკომპოზირება და ამოხსნის პოვნა უშუალოდ CEO-ს საქმეს და არა უბრალოდ დელეგირებად დავალებას.
- როგორ ქმნის ემპათია, დასწავლადი კრეატიულობა და ცნობისმოყვარეობა იმ სტრატეგიულ მექანიზმს, რომელიც კლიენტს ჩვენს ბიზნესთან აბრუნებს.
მასტერკლასის დეტალები:
- თარიღი: 29 ოქტომბერი
- ხუთშაბათი, 19:30
- ფიზიკური შეხვედრა, დიზაინის ინსტიტუტში (დ. უზნაძის 82)
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge

