program_image

დიზაინის გამოცდილება პროდუქტის მფლობელისთვის

კურსის ლექტორიკილიან პულმანსი
ხანგრძლივობა 22 საათი
ენაინგლისური
ფასი1200

კურსის შესახებ

დიზაინის გამოცდილება პროდუქტის მფლობელისთვის პროდუქტის დიზაინის მთელი მოგზაურობაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ქმნის სერვისის ან პროდუქტის გამოცდილებას, მონაწილეობს მომხმარებელთან ინტერაქციაში ან აქვს საკუთარი სტარტაპი ან თუნდაც იდეა სამომავლო პროდუქტის შესაქმნელად.

კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები ისწავლიან ტრადიციულ და ახალ ხელსაწყოებს დიზაინის და დიზაინ ფიქრის პროცესში, სრულად გაივლიან პროდუქტის შექმნის ფაზებს, იდეაციიდან მიწოდებამდე.

პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით დამსწრეები მიიღებენ ინფორმაციას მომხმარებელზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიებზე და ინსტრუმენტებზე.

კურსი ინტერაქციულია და საჭიროებს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას, პრეზენტაციას და უკუკავშირის სესიებს. გარდა საერთო სესიებისა, უფრო მცირე გუნდებს ექნებათ საშუალება უშუალოდ მათ პროექტზე ან ამოცანაზე ფოკუსირებული დიალოგი გამართონ.

program_image
კურსის ლექტორი

კილიან პულმანსი

პროდუქტის დიზაინერი, კრეატორი, დიზაინ აქტივისტი, სერვის დიზაინერი და ინჟინერი, PINKHAMMER სტუდიის დამფუძნებელი. ხელს უწყობს ინკლუზიურობას და შემოქმედებითობას პროდუქტის განვითარებაში. აქვს მსოფლიოს 500-ზე მეტ გუნდთან თანამშრომლობის გამოცდილება, სამრეწველო დიზაინის ინჟინერიაში, მომხმარებელთა კვლევის, პროტოტიპების და მომხმარებლის ტესტირების გამოცდილება და პრაქტიკა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ინკლუზიურობას და წარმოსახვის გაძლიერებას.

რას ისწავლით

კურსის თემები:

  • აღმოჩენის ფაზა: პრობლემის სივრცის გაცნობა
  • განსაზღვრის ფაზა: პრობლემის მკაფიო განსაზღვრა
  • დიზაინის ფაზა: კონცეპტუალიზაცია და ვიზუალიზაცია
  • მიწოდების ფაზა: განხორციელება და მომხმარებლის ტესტირება

7 ფიზიკური და 1 ონლაინ ვორქშოპი.

7 ფიზიკური შეხვედრა 19:00-22:00 სამშაბათს და პარასკევს. 26, 29 მარტს, 2, 5,10, 12 აპრილს. ჯგუფური ვორქშოპი გუნდებად ონლაინ 16 აპრილს, გამოსაშვები შეხვედრა 19 აპრილს. დროები დაზუსტება გუნდის წევრებთან.

კურსი ტარდება ინგლისურ ენაზე, კურსს არ გააჩნია სხვა წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.