program_image

ვიდეო წარმოების კურსი

კურსის ლექტორებიმაია გურაბანიძესოფო ფარჯიანიალექსანდრე გაბილაია
ხანგრძლივობა 48 საათი
ენაქართული
ფასი1500

კურსის შესახებ

ვიდეო წარმოება | 25 აპრილი - 15 ივლისი

ვიდეო წარმოების კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ და შეისწავლონ ვიდეო წარმოების სამუშაო გარემო, საერთაშორისო სტანდარტების მუშაობის პრინციპები და ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ვიდეო წარმოების შემადგენელი ნაწილია. ისინი გაეცნობიან ყველა ნაბიჯს პროექტის დაბადებიდან მის დასრულებამდე. მონაწილეები შეისწავლიან, როგორ მართონ პროცესები, შეძლონ დროის მენეჯმენტი, სწორად გადაანაწილონ ბიუჯეტი, იმუშაონ გუნდურად და სტრუქტურულად. კურსზე განიხილება ინდუსტრია ფროდაქშენის მიერ შესრულებული ქართული და საერთაშორისო პროექტების ქეისები. სასწავლო პროცესის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ მიმდინარე პროექტების გადასაღებ პროცესებში. ისინი გაითავისებენ, რა ეტაპების გავლა არის საჭირო ფილმისა თუ რეკლამის გადასაღებად - სცენარის წაკითხვიდან გადაღების ბოლო დღემდე. ამასთან, გაიგებენ, ვინ შეადგენს გადამღებ ჯგუფს, როგორ უნდა დაგეგმონ გადაღება და გაუძღვნენ შემდგომ პროცესებს.

კურსის ფარგლებში გამოყენებულია შემდეგი მეთოდები:

  • ახსნა–განმარტებითი მეთოდი, რომელიც გულისხმობს საწარმოო პროექტის დაგეგმვისა და მართვის პრინციპების დაწვრილებით განხილვას, პროცესში მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებსა და ინტერაქციას, სამუშაო პროცესის კონტროლსა და კონსულტაციას მენტორებთან.
  • კეთებით სწავლების მეთოდი, რომელიც გულისხმობს ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას: სტუდენტი დამოუკიდებლად ან გუნდური წესით მუშაობს გადაღების საწარმოო პროცესის დაგეგმვაზე, ასრულებს ყველა ეტაპს დასახული მიზნის მისაღწევად, ამზადებს პროექტს საპრეზენტაციოდ. ეს მეთოდი მიღებული ცოდნის გაცნობიერებისა და პრაქტიკულად შესრულების გამოცდილებაა.
program_image
კურსის ლექტორი

მაია გურაბანიძე

მეტრო ფილმ ფროდაქშენის თანადამფუძნებელი. ამავე კომპანიის ფროდაქშენის ხელმძღვანელი. 15 წლიანი გამოცდილება სარეკლამო და კინო ინდუსტრიაში. ფროდაქშენ ლაბორატორიის სალექციო კურსის თანა ავტორი. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი.

program_image
კურსის ლექტორი

სოფო ფარჯიანი

მეტრო ფილმ ფროდაქშენის (Metro Film Production) კინო განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
სარეკლამო და კინო ინდუსტრიაში 15 წლიანი გამოცდილებით, რეჟისორის პირველი ასისტენტის (1st AD) და რეკლამისა და კინო პროდიუსერის პოზიციაზე, ფროდაქშენ ლაბორატორიის სალექციო კურსის თანაავტორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)-ს ლექტორი.

program_image
კურსის ლექტორი

ალექსანდრე გაბილაია

მეტრო ფილმ ფროდაქშენის დამფუძნებელი და აღმასრულებელი პროდუსერი, 15 წლიანი გამოცდილება სარეკლამო და კინო ინდუსტრიაში, ფროდაქშენ ლაბორატორიის სალექციო კურსის თანაავტორი, 1000 მეტი განხორციელებული პროექტის ხელმძღვანელი.

რას ისწავლით

ვიდეო წარმოების კურსის განმავლობაში, მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

  • რა არის ვიდეო წარმოება და როგორ მუშაობს ის საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე
  • ბიუჯეტის განხილვა, კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით
  • ვიდეო წარმოებისა და სააგენტოს სამუშაო ფორმების სტრუქტურა
  • ვიდეო წარმოებისა და დამკვეთის სამუშაო სტრუქტურა
  • ვიდეო წარმოების თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების განხილვა
  • ადამიანური რესურსის მენეჯმენტი
  • დროის რესურსის მენეჯმენტი
  • ვიდეო წარმოების ტექნიკური ნაწილის ყველა დეპარტამენტის, მათი ფუნქციებისა და გუნდური მუშაობის სტრუქტურის განხილვა
  • ვინ არის რეჟისორის პირველი ასისტენტი - 1St AD და რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს მას მომზადებისას და გადაღების წარმოების დროს
  • როგორ წაიკითხო სცენარი და როგორ შექმნა სარეჟისორო ბრეიქდაუნი
  • კომუნიკაცია რეჟისორთან - სთორიბორდი (შორთლისთი) და მისი აბრივიატურა, კადრი - კამერის მოძრაობა
  • პირველადი გეგმის შექმნა და გადასაღები დროის გათვლა სცენარის მიხედვით, გადამღები ჯგუფი/დეპარტამენტები და მათთან კომუნიკაცია
  • მუშაობა ქასთინგზე და ქასთინგთან - შესაბამისი “paper work” - უკანა ფონის მსახიობები
  • მუშაობა ლოკაციებზე გუნდთან ერთად - სკაუტი და ტექ სკაუტი - შესაბამისი “paper work”
  • ვიდეო წარმოების შეხვედრები - მათი მნიშვნელობა და ფუნქცია გადასაღები გეგმის ჩაკეტვა - მზადება გადაღებისთვის / პრე-ფროდაქშენი
  • გადასაღები მოედნის პოლიტიკა
  • რას მოიცავს ვიდეო წარმოების პოსტ ფაზა

კურსის დეტალები:

  • კურსის ხანგრძლივობა: 25 აპრილი - 15 ივლისი, 2026
  • ოთხშაბათი 19:00 - 21:00; შაბათი 13:00-15:00
  • 24 შეხვედრა (48 საათი)
  • კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

კურსზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. თანხის გადანაწილებისთვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge