კურსის შესახებ
გურამ წიბახაშვილის ლექციების სერია და ვორქშოპი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ფოტოგრაფიაში. სამი ლექციის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ფოტოგრაფიის ისტორიულ განვითარებას, მის როლს ხელოვნებისა და საზოგადოების კონტექსტში, ასევე ლექტორის პირად გამოცდილებასა და შემოქმედებით ხედვას.
ბოლო სესია დაეთმობა ვორქშოპს, სადაც მონაწილეები წარადგენენ პრაქტიკული დავალების ფარგლებში გადაღებულ ნამუშევრებს და მიიღებენ დეტალურ უკუკავშირს, რაც ხელს შეუწყობს მათ შემოქმედებით და პროფესიულ ზრდას.
კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, დამწყები ფოტოგრაფებისთვის და ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ფოტოგრაფიის ისტორია, თეორია და პრაქტიკა.

გურამ წიბახაშვილი
ფოტოგრაფი, ქუჩის, რეპორტაჟული, დოკუმენტური და კონცეპტუალური ფოტოს მიმართულებებით, პროექტ ''ვიზუალური ბანკის'' თანადამფუძნებელი, ფოტოგალერეა ''კონტეინერის'' თანადამფუძნებელი, ჟურნალ ''ფოოტოგრაფიის'' თანარედაქტორი, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის წევრი, საქართველოს მხატვართა კავშირისა და ფოტოხელოვანთა კავშირების წევრი, არის 200-მდე ჯგუფური გამოფენის მონაწილე, ამას გარდა, გაკეთებული აქვს 40 პერსონალური გამოფენა და გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიასა და თანამედროვე ხელოვნებაზე, სხვა დროს გაკეთებული აქვს სერიები: „ულისე“ (1988) „ნერგები“ (1994), „განმარტებები“ (2002), „საღეჭი გოგოები“ (2002) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში, ასევე კერძო კოლექციებში გერმანიაში, აშშ-ში, ჰოლანდიასა და საქართველოში.
რას ისწავლით
სესია 1: ლექცია - ფოტოგრაფიის ისტორია
ისტორიული მიმოხილვა ადრეული ექსპერიმენტებიდან თანამედროვე ტენდენციებამდე.
სესია 2: ლექცია - ფოტოგრაფია ხელოვნებისა და საზოგადოების კონტექსტში
ფოტოგრაფიის როლი ხელოვნებაში, კულტურასა და საზოგადოებაში და მისი გავლენა კოლექტიურ მეხსიერებაზე.
მეორე სესიის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ დამოუკიდებლად მოსამზადებელ პრაქტიკულ დავალებას
სესია 3: ლექცია - პირადი პრაქტიკა და პერსპექტივა
ლექტორის შემოქმედებითი პროცესის, გამოწვევებისა და გამოცდილების გაზიარება.
სესია 4: ვორქშოპი
ჯგუფური სესია, სადაც მოხდება მონაწილეთა ნამუშევრების წარმოდგენა და განხილვა.
4 ფიზიკური შეხვედრა (8 საათი):
3, 4, 10, 11 ოქტომბერი
პარასკევი 19:00-21:00
შაბათი 15:00-17:00