კურსის შესახებ
წიგნის ილუსტრაციის შესავალი | 19 ოქტომბერი - 2 დეკემბერი
კურსი წარმოადგენს პრაქტიკულ და თეორიულ პროგრამას მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს წიგნის ილუსტრაციის სამყაროს და შექმნას პირველი ნამუშევარი – ამბის დასურათება ან მცირე დასურათებული წიგნის პროექტი.
პროგრამა აერთიანებს წიგნის ილუსტრაციის ისტორიის, თეორიისა და ტექნიკური უნარების შესწავლას. მონაწილეები გაივლიან სრულ სამუშაო პროცესს იდეის დაბადებიდან საბოლოო, დასაბეჭდად გამზადებულ წიგნის ილუსტრაციამდე (მცირე პროექტი).
შეხვედრები მოიცავს პრაქტიკას, პორტფოლიოს განხილვას, მოწვეული სტუმრების (ავტორების, გამომცემლების) გამოცდილების გაზიარებას.

გიორგი ჯინჭარაძე
ვიზუალური არტისტი, გრაფიკული დიზაინერი, ქართული ზღაპრებისა და მითოლოგიის მიმართულებით გამოცდილი ფრილანს ილუსტრატორი. მონაწილეობა მიუღია თბილისის წიგნის დღეების ორგანიზებაში, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და წიგნების - „წიქარა“ (2019) და „მგლების დიდი წიგნი“ (2020) - ილუსტრირებაში. გამოფენა “ამირანის” ავტორი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული.
რას ისწავლით
-
პროფესიის გაცნობა და თეორიული საფუძველი: ილუსტრატორის პროფესიის სპეციფიკა, პრაქტიკული მაგალითების ანალიზი და ისტორიული კონტექსტი (რა არის წიგნის ილუსტრაცია და რით განსხვავდება ის ხატვისგან).
-
ილუსტრაციის პროცესი და ვიზუალური ამბის თხრობა: სამუშაო ეტაპების თანმიმდევრული გავლა. ტექსტის ანალიზი, დასურათებული წიგნის სტრუქტურა, თხრობის რიტმი, კადრების გეგმის შექმნა და კომპოზიციის მართვა.
-
პერსონაჟისა და სამყაროს შექმნა: გმირის დიზაინის პრინციპები, ემოციების ვიზუალიზაცია; როგორ დავხატოთ ის, რაც ტექსტში არ წერია და როგორ მოვარგოთ ნამუშევარი სამიზნე აუდიტორიას.
-
ტექნიკური შესრულება: საკუთარი სტილის ძიება, რეფერენსებთან მუშაობა და ტექსტისა და წიგნის ილუსტრაციის ჰარმონია.
-
დასრულება და საბეჭდად მომზადება: ნამუშევრის გაციფრულების საბაზისო პრინციპები, ფაილების დასაბეჭდად მომზადება ტექნიკური მოთხოვნების დაცვით და საკუთარი პროექტის პრეზენტაცია.
კურსის დეტალები:
- კურსის ხანგრძლივობა: 19 ოქტომბერი - 2 დეკემბერი
- ორშაბათი & ოთხშაბათი, 19:00 - 21:00
- 14 შეხვედრა, 28 საათი
- ფორმატი: ლექციები, პრაქტიკული სავარჯიშოები, სტუმრებთან შეხვედრა და ფინალურ პროექტზე მუშაობა
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge

