კურსის შესახებ
გამომცემლობა და წიგნის აკინძვა | 24 თებერვალი
ერთდღიანი საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებული პრაქტიკებისა და წიგნის აკინძვის ვორქშოპი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს, რა გზას გადის გამომცემელი იდეის გაჩენიდან საბოლოო პუბლიკაციის შექმნამდე.

ნინა ახვლედიანი
დამოუკიდებელი კურატორი და გამომცემელია. თანამედროვე ვიზუალურ და ინტერდისციპლინარულ პროექტებზე ორიენტირებული გამომცემლობა - Kona Book-ის და ამავე სახელწოდების წიგნის მაღაზიის თანადამფუძნებელი. ასევე დამოუკიდებელი საარქივო ინიციატივის — "დინება" დამფუძნებელი. TBC-ის ყოფილი მრჩეველი ხელოვნების კოლექციის შეძენისა და მართვის საკითხებში. დიზაინის ინსტიტუტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
რას ისწავლით
გამომცემლობისა და წიგნის აკინძვის ვორქშოპის განმავლობაში, მონაწილეები გაეცნობიან ბეჭდური წიგნებისა და ზინების გამოცემის სრულ პროცესს.
ვორქშოპის მეორე ნაწილი დაეთმობა წიგნის შემკვრელი ხელსაწყოს დამზადებას, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა The Bookbinding Workshop (BB)-ის მიერ, გერიტ რიტველდ აკადემიაში. ვორქშოპის ბოლოს, შემკვრელი ხელსაწყოს დახმარებით, მონაწილეები წიგნის აკინძვას შეძლებენ.
ვორქშოპის დეტალები:
- ვორქშოპის თარიღი: 24 თებერვალი | 18:00
- 1 ფიზიკური შეხვედრა (3 საათი)
- კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge

