program_image

გამომცემლობისა და წიგნის აკინძვის ვორქშოპი

კურსის ლექტორინინა ახვლედიანი
ხანგრძლივობა 3 საათი
ენაქართული
ფასი100

კურსის შესახებ

ერთდღიანი საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებული პრაქტიკების და წიგნის აკინძვის ვორქშოპი იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც აინტერესებს, რა გზას გადის გამომცემელი იდეის გაჩენიდან საბოლოო პუბლიკაციის შექმნამდე.

program_image
კურსის ლექტორი

ნინა ახვლედიანი

დამოუკიდებელი კურატორი და გამომცემელია. თანამედროვე ვიზუალურ და ინტერდისციპლინარულ პროექტებზე ორიენტირებული გამომცემლობა - Kona Book-ის და ამავე სახელწოდების წიგნის მაღაზიის თანადამფუძნებელი. ასევე დამოუკიდებელი საარქივო ინიციატივის — "დინება" დამფუძნებელი. TBC-ის ყოფილი მრჩეველი ხელოვნების კოლექციის შეძენისა და მართვის საკითხებში. დიზაინის ინსტიტუტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

რას ისწავლით

ვორქშოპის მსვლელობისას, მონაწილეები გაეცნობიან ბეჭდური წიგნების და ზინების გამოცემის სრულ პროცესს.

ვორქშოპის მეორე ნაწილი დაეთმობა წიგნის შემკვრელი ხელსაწყოს დამზადებას, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა The Bookbinding Workshop (BB)-ის მიერ, გერიტ რიტველდ აკადემიაში. შემკვრელი ხელსაწყოს დახმარებით ვორქშოპის ბოლოს მონაწილეები შეძლებენ წიგნის აკინძვას.

1 ფიზიკური შეხვედრა, 18 ოქტომბერი, 15:30

ხანგრძლივობა 3 საათი

კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ ჭირდება წინასწარი მომზადება.