კურსის შესახებ
სტრატეგიული დიზაინი გულისხმობს დიზაინ ფიქრის ინსტრუმენტების (მათ შორის კვლევის, პროტოტიპირებისა და ტესტირების) გამოყენებას და ეხმარება პროფესიონალებს შეიმუშაონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფუძნება მომხმარებლის საჭიროებებს და ამავდროულად პასუხობს ფართო ორგანიზაციულ მიზნებსა და სისტემურ გამოწვევებს.
პროგრამის შინაარსი და მეთოდები განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, პროდუქტის მფლობელებისთვის, სტარტაპერებისთვის და ყველა პროფესიონალისთვის, ვინც მონაწილეობს კომპლექსური ამოცანების გადაწყვეტაში და ვისთვისაც მნიშვნელოვანია მომხმარებლის საჭიროებების გააზრება და სტრატეგიულ დონეზე რეაგირება.
კურსი აერთიანებს სტრატეგიული დიზაინისა და დიზაინ ფიქრის ინსტრუმენტებს და აქცენტს აკეთებს მომხმარებლის კვლევის, პრობლემის გადააზრების, იდეების გენერირების, პროტოტიპირების და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გაუმჯობესების უნარების განვითარებაზე.
რვა პრაქტიკული სესიის განმავლობაში, მონაწილეები მცირე ჯგუფებში იმუშავებენ რეალურ ამოცანებზე და შეისწავლიან, როგორ გადმოიტანონ დიზაინ ფიქრის მიდგომა საკუთარ სამუშაო გარემოში.

თაკო სულაქველიძე
დიზაინ სტრატეგი, ბრენდის და კრეატიული კომუნიკაციების სტრატეგი, ტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელი, Parsons School of Design-ის სტრატეგიული დიზაინისა და მენეჯმენტის პროგრამის მაგისტრი, ციფრული სააგენტო Redberry-ს ყოფილი სტრატეგიული დირექტორი, მისი ტექნოლოგიური პროექტები გამოფენილი იყო ნიუ იორკში, AD+AI (Art, Design, and AI) საინაუგურაციო გამოფენაზე, რომელიც The New School-სა და LG-ის პარტნიორობით ჩატარდა, და ასევე ჟეჯიანში, ჩინეთში, Design Intelligence Awards (DIA) ფესტივალის გამოფენაზე, სადაც დაჯილდოვდა ციფრული ეკონომიის კატეგორიაში, აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების პერიოდში იკვლევდა ხელოვნური ინტელექტს, ასევე გაიარა პრაქტიკა მეტავერს სტარტაპში, დიზაინ მკვლევარის როლში, 2024 წელს მოიპოვა "ჯიტას" დაფინანსება და დააფუძნა სტარტაპი, Research Ninja.
რას ისწავლით
დღე 1: დიზაინ ფიქრი, მომხმარებელი და პრობლემა
დღე 2: თვისობრივი კვლევის მეთოდები
დღე 3: მონაცემების გადააზრება: ინსაიტები და პრობლემის ახლებურად დანახვის ხელოვნება
დღე 4: ღირებულების კანვასი და იდეაციის მეთოდები (სწრაფი და ნელი, ინდივიდუალური და გუნდური ბრეინშტორმინგი)
დღე 5: იდეების გადაწყობა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებად ქცევა
დღე 6: სწრაფი პროტოტიპირების მეთოდები
დღე 7: ტესტირება და მიღებული უკუკავშირის მიხედვით იდეის დამუშავება
დღე 8: საბოლოო პრეზენტაციები და რეფლექსია
8 ფიზიკური შეხვედრა, 16 საათი
19 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით
სამშაბათს & პარასკევს
19:00-21:00
კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.
თანხის გადანაწილებისთვის მოგვწერეთ: contact@di.ge