program_image

კონტენტის მენეჯმენტის 3 თვიანი კურსი

კურსის ლექტორებინინო ეგაძეკოკა ქამუშაძენათია ამირიძებეკი ფანცხავაირინა საყვარელიძემარიამ ლორთქიფანიძე
ხანგრძლივობა 48 საათი
ენაქართული
ფასი1200

კურსის შესახებ

კონტენტის მენეჯმენტის სამთვიანი კურსი მათთვისაა, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ან ბრენდის მარკეტინგის გუნდში სამუშაოდ კონტენტის წარმოების სტრატეგია და დაგეგმვა შეისწავლოს, იქნება ეს მარკეტერი, დამფუძნებელი, ბრენდ მენეჯერი თუ მომავალი კონტენტ მენეჯერი. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს, მსვლელობისას ბევრი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო მაგალითი. კურსს ჰყავს 6 ლექტორი და 4 სტუმარი ლექტორი. ლექტორები დაფარავენ კონტენტის შექმნის და დაფარვის სრულ სპექტრს, მოიყვანენ ქეისებს საკუთარი პრაქტიკიდან.



program_image
კურსის ლექტორი

ნინო ეგაძე

სტრატეგიული და ვიზუალური კომუნიკაციების, ბრენდინგის და მარკეტინგის სპეციალისტი. ლიდერული პოზიციები კომპანიებში: TBC Bank Group, Red Bull, Philip Morris International. 1000-ზე მეტი სოციალური პროექტის და ღონისძიების ორგანიზატორი რამდენიმე ქვეყანაში. Harvard Business School კურსდამთავრებული. ექსპერტიზის სფეროები: კომუნიკაციები, ბიზნეს სტრატეგია, დიზაინის სტრატეგია, შემოქმედებითი უნარები, ლიდერობა, სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), რეპუტაციული რისკები, კონტენტი, მომხმარებლის გამოცდილება და UX/UI დიზაინი. IxDF-ის საქართველოს მენეჯერი და დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი

program_image
კურსის ლექტორი

კოკა ქამუშაძე

Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, 15+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგის და ბიზნესის სფეროში. მიწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. Wharton Business School Leadership Program კურსდამთავრებული. ავტორი რომანების: „ბალანდა" და „სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის".

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში
program_image
კურსის ლექტორი

ნათია ამირიძე

18 წლიანი გამოცდილება კომუნიკაციებში და კონტენტის მენეჯმენტში ქართული და საერთაშორისო ბრენდებისთვის/ორგანიზაციებისთვის, 7 წლიანი გამოცდილება Red Bull-ში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე, აპლიკაცია Bulbuli-ის, Celeb.ge-ის და მიუზიკლი Welcome To Georgia-ს თანადამფუძნებელი და კრეატიული ლიდერი, ივენთ მენეჯმენტის და ივენთ კომუნიკაციების ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში.

program_image
კურსის ლექტორი

ბეკი ფანცხავა

ბრენდის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, მარკეტერი, კავკასიის უნივერსიტეტის და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ACAG (კრეატიული სააგენტოების ასოციაცია საქართველოში)-ის პრეზიდენტი, 15 წლიანი გამოცდილება ქართული და საერთაშორისო ბრენდების მართვაში FMCG, ტელეკომუნიკაციების, ფინანსური და სტუმარმასპინძლობის სექტორში - ჯეოსელი,ფილიპ მორისი, აიქოსი, თიბისი, აჭარა ჯგუფი.

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში.

program_image
კურსის ლექტორი

ირინა საყვარელიძე

სააგენტო ADHD-ის დამფუძნებელი, Playmakers-ის კრეატიული ლიდერი. 10+ გამოცდილება შემოქმედებით ინდუსტრიაში, არტ დირექტორის, სინიორ ქოფირაითერის და შემოქმედებითი ლიდერის როლში Windfor's-ში და Playmakers-ში. Cannes Lions International Festival of Creativity-ის, Golden Epica-ს, ADC*E-ს, Eurobest-ის და Ad Black Sea Festival-ის ჯილდოს მფლობელი.Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული.

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში.

program_image
კურსის ლექტორი

მარიამ ლორთქიფანიძე

Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კონტენტის მენეჯმენტის და კომუნიკაციების ლექტორი. 7 წლიანი გამოცდილება თიბისი ჯგუფში (საქართველო და უზბეკეთი), კონტენტის ლიდის პოზიციაზე.

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში

რას ისწავლით

რა არის კონტენტი?

როგორ მუშაობს კონტენტის სტრატეგია?

როგორ მუშაობს კომუნიკაცია?

ბრენდის და კონტენტის კავშირი

ბრენდის ფილტრები და სტრატეგია

ბიზნესის საჭიროების გარდაქმნა იდეაში

ბრიფის წერა/დავალების მიცემა

შემოქმედებით სფეროსთან ურთიერთობა

კონტენტის სახეობები/ფორმატები

რელევანტური კონტენტის წარმოება

კონტენტის სტრატეგიის დაგეგმვა

კონტენტის ბიუჯეტის დაგეგმვა

კომუნიკაცია

კოლაბორაცია

არხების სტრატეგია

შედეგების გაზომვა

კონტენტის შექმნა - ვიზუალური წესები

კომპოზიცია

„ყველაფერი კონტენტია“ საშინაო დავალება

სამუშაო სესია ქართული ბრენდისთვის

დაბალბიუჯეტიანი წარმოება

ვიდეო წარმოება

ფოტოწარმოება

საუკეთესო მაგალითები

ამბის თხრობა კონტენტით

ციფრული არხების გამოყენება

შედეგის გაზომვა

კონტენტ ტრენდები

24 ფიზიკური შეხვედრა, 48 საათი, აპრილსა და მაისში კვირაში 2-ჯერ, მაისის ბოლო კვირიდან კვირაში 3 ჯერ. შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი.

8 აპრილიდან 14 ივნისის ჩათვლით (2025)

სამშაბათი - ხუთშაბათი19:00-21:00, შაბათი 13:00 - 15:00 (ივნისიდან)

შეხვედრის თარიღები: 8, 10, 15, 17, 22, 24, 29 აპრილი, 1, 6, 8, 13, 15, 20, 22, 24, 27, 29, 31 მაისი და 3, 5, 7, 10, 12, 14 ივნისი (2025)

კურსის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.

კურსი არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას.

თანხის გადანაწილებისთვის მოგვწერეთ contact@di.ge