program_image

დიზაინი და მოდელირება: ორნამენტული ქანდაკების ვორქშოპი

კურსის ლექტორებიგიორგი ჟორჟოლიანიხატია იათაშვილი
ხანგრძლივობა 3 საათი
ენაქართული
ფასი100

კურსის შესახებ

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ საკუთარი ხელით გამოძერწონ კედლის ორნამენტები და შექმნან მათი ყალიბი პლასტიკური მასალისგან. მონაწილეებს ადგილზე დახვდებათ თბილისის ფასადებიდან აღებული ფორმები და ყალიბები, აივნის დეტალები, ორნამენტები, კონტურები, რომლებსაც მონაწილეები გამოიყენებენ საკუთარი, უნიკალური ნამუშევრის შესაქმნელად.

program_image
კურსის ლექტორი

გიორგი ჟორჟოლიანი

ვიზუალური არტისტი და ფრილანს მოქანდაკე მრავალწლიანი გამოცლებით, როგორც ფაბრიკატორი და ტექნიკოსი. პირად ნამუშევრებში იკვლევს ყალიბების ტექნოლოგიას და მაკეტების დიზაინს. თანამშრომლობდა ისეთ გალერეებთთან და ორგანიზაციებთან, როგორებიცაა, "Lc Queisser", "E.A. Shared Space", "Pocket Studio", "Obscura", "Tbilisi Architecture Biennial" და "Tbilisi Art Fair".

program_image
კურსის ლექტორი

ხატია იათაშვილი

ილუსტრატორი და ვიზუალური არტისტი. 2019-2022 წლებში მუშაობდა ანიმაციურ სტუდიაში - ,,Pocket Studio”, სადაც თოჯინური ანიმაციებისთვის ქმნიდა დეკორაციებსა და რეკვიზიტებს. ამავე სტუდიაში სისტემატურად ატარებდა ვორქშოპებს ბავშვებისთვის. აქვს ჩატარებული ზინების ვორქშოპი გამომცემლობა ,,ხარახურაშიც”. პარალელურად მუშაობდა რამდენიმე ანიმაციურ მუსიკალურ კლიპზე ბენდისთვის ,,კოლექტივი”. პირად, დამოუკიდებელ პროექტებში ხშირად იყენებს ხელოვნების სხვადასხვა მედიუმს - კერამიკას, ტექსტილს, გრაფიკულ დიზაინს და სხვა.

რას ისწავლით

სამსაათიანი ვორქშოპის განმავლობაში:

  • მონაწილეები გაეცნობიან თბილისური ორნამენტების ისტორიისა და მათ უნიკალურ მახასიათებლებს, რის მიხედვითაც შეარჩევენ იდეას საკუთარი ორნამენტისთვის

  • იმუშავებენ თიხის მასალაში და შექმნან საკუთარ, ავთენტური დიზაინის ორნამენტს, ან ისარგებლონ უკვე მომზადებული ყალიბებით

  • გამოიყენებენ თიხისგან შექმნილ ორნამენტს პლასტმასის ყალიბების დასამზადებლად

  • მოხატავენ ყალიბებს, რითაც მათ განსაკუთრებულ ხასიათს შესძენენ.

1 ფიზიკური შეხვედრა, 1 ნოემბერი, შაბათი 13:00 საათი.

ხანგრძლივობა 3 საათი.

კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ ჭირდება წინასწარი მომზადება.