program_image

UX წერა

კურსის ლექტორიქეთი დიასამიძე
ხანგრძლივობა 10 საათი
ენაქართული
ფასი300

კურსის შესახებ

ერთკვირიანი ინტენსიური კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ შეიმუშაონ ეფექტური ტექსტები ციფრული პროდუქტებისთვის. გაეცნობიან, თუ როგორ განსაზღვრონ ბრენდის საუბრის ტონი, როგორ შექმნან მკაფიო მიკროტექსტები, გაამარტივონ მომხმარებლის გზა და გააუმჯობესონ საერთო ინტერფეისი.

კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც წერს ან ქმნის მომხმარებლის გამოცდილებას.

program_image
კურსის ლექტორი

ქეთი დიასამიძე

თიბისის UX წერის მიმართულების ხელმძღვანელი. იკვლევს მომხმარებლის გამოცდილებასა და ქცევას ინტერფეისებთან გადაკვეთისას. ატარებს კომპიუტერული ლინგვისტიკის ტესტირებას და ქმნის სახელმძღვანელოებს UX წერის შესახებ, რომლებიც ციფრული პროდუქტების განვითარებას ედება საფუძვლად.

უმუშავია 200-ზე მეტი პროდუქტის ინტერფეისის ტექსტებზე, დიზაინსა და ნავიგაციაზე.

რას ისწავლით

კურსის განმავლობაში, პრაქტიკული და თეორიული სამუშაოებით შეისწავლით შემდეგ საკითხებს:

  • ტექსტის როლის გააზრება მომხმარებლის გამოცდილებაში
  • ბრენდის საუბრის ტონისა და სტილის განსაზღვრა
  • პროდუქტის რაობის მიხედვით მკაფიო და მარტივი მიკროტექსტების შექმნა (ღილაკები, შეტყობინებები, ინსტრუქციები)
  • ნეირომარკეტინგი და მომხმარებლის ქცევა
  • ინტერფეისებთან ურთიერთქმედებისას ტექსტის ტესტირება და გაუმჯობესება
  • რეალურ მაგალითებზე დაფუძნებით UX წერის ინტეგრაცია დიზაინის შემუშავების პროცესში

5 შეხვედრა, 10 საათი

ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი ხუთშაბათი და პარასკევი

19:00-21:00

27, 28, 29, 30, 31 ოქტომბერი

კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.