კურსის შესახებ
კრეატიულობის ხელსაწყოები | 23, 24, 25 თებერვალი
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, მეტად შემოქმედებითად მიუდგეს საკუთარ ბიზნესსა თუ სტარტაპს და შექმნას უფრო კრეატიული გარემო ინოვაციური ხელსაწყოების გამოყენებით.
სამდღიანი სამუშაო სესიის მიზანია, ბიზნესისა და სტარტაპის მფლობელებს იდეის შექმნის მეთოდოლოგიები შეასწავლოს და მათ ბიზნეს ამოცანის შემოქმედებით დავალებაში გარდაქმნაში დაეხმაროს.

ნინო ეგაძე
სტრატეგიული და ვიზუალური კომუნიკაციების, ბრენდინგის და მარკეტინგის სპეციალისტი. ლიდერული პოზიციები კომპანიებში: TBC Bank Group, Red Bull, Philip Morris International. 1000-ზე მეტი სოციალური პროექტის და ღონისძიების ორგანიზატორი რამდენიმე ქვეყანაში. Harvard Business School კურსდამთავრებული. ექსპერტიზის სფეროები: კომუნიკაციები, ბიზნეს სტრატეგია, დიზაინის სტრატეგია, შემოქმედებითი უნარები, ლიდერობა, სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), რეპუტაციული რისკები, კონტენტი, მომხმარებლის გამოცდილება და UX/UI დიზაინი. IxDF-ის საქართველოს მენეჯერი და დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი
რას ისწავლით
კრეატიულობის ხელსაწყოების ვორქშოპის განმავლობაში, მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
- ბიზნესი და შემოქმედებითობა
- შემოქმედებითი გარემო გუნდისთვის/ინდივიდისთვის
- შემოქმედებითი ხელსაწყოების გამოყენება
- შემოქმედებითი ბრიფი
- მოკლე სამუშაო სავარჯიშოები
- მარკეტინგული შედეგის გაზომვა ბიზნესისთვის
- ინოვაციის და შემოქმედებითი ღიაობის კულტურის შექმნა
კურსის დეტალები:
- კურსის ხანგრძლივობა: 23, 24, 25 თებერვალი | 11:00 - 14:00
- 3 ფიზიკური შეხვედრა (9 საათი)
- სესიები გაიმართება დიზაინის ინსტიტუტში და ითვალისწინებს ყავის შესვენებას.
- სესიების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი და მასალა სესიებიდან.
- კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge

