program_image

ფოტოგრაფიისა და ფოტოწიგნის კემპი მოსწავლეებისთვის

კურსის ლექტორებიოთარ ყარალაშვილი გურამ წიბახაშვილი
ხანგრძლივობა 30 საათი
ენაქართული
ფასი500

კურსის შესახებ

ფოტოგრაფიისა და ფოტოწიგნის კემპი | 6 ივლისი - 17 ივლისი

ეს კემპი არის სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ფოტოგრაფია, ვიზუალური ამბების თხრობა და წიგნის ხელოვნება აინტერესებთ.

მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, ზაფხულის ათი დღე გაატარონ დიზაინის ინსტიტუტში, სადაც სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად იმუშავებენ: ფოტოგრაფიის ისტორიას, კადრის აღქმასა და გადაღების ხელოვნებას მათ ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი გაუზიარებს, ხოლო მიღებული კადრების ერთიან კონცეფციად ქცევას მათთან ერთად წიგნის დიზაინერი ოთარ ყარალაშვილი შეეცდება.

კემპის განმავლობაში, სტუდენტები ვიზუალური ენის საფუძვლებს ეცნობიან, თავადვე იღებენ ფოტოებს, მუშაობენ წიგნის დიზაინსა და სტრუქტურაზე და ქმნიან საკუთარ ფოტოწიგნს.

ყოველდღიური 3-საათიანი სესიები დატვირთულია როგორც თეორიული და შემოქმედებითი მუშაობით, ისე გუნდური აქტივობებით, რადგან დასვენება და სოციალიზაცია კრეატიული პროცესის განუყოფელი ნაწილია.

program_image
კურსის ლექტორი

ოთარ ყარალაშვილი

წიგნის ხელოვანი, ილუსტრატორი, დიზაინერი, კურატორი, სტუ დიზაინის საერთაშორისო სკოლის მოწვეული პროფესორი, თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ქართული გამომცემლობის, „დიოგენეს“ თანადამფუძნებელი, საბავშვო ლიტერატურისა და ილუსტრაციის პირველი ქართული კერძო კონკურსის თანაორგანიზატორი, საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და საქართვფელოს კოლექტიური სტენდის კურატორი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ვირტუალური გამომცემლობა „ვირგამის“ დაფუძნებელი, თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი - არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელი, ქართული საბავშვო ილუსტრაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი ორჯერ ზედიზედ იყო წარდგენილი ასტრიდ ლინდგრენის მემორიალურ პრემიაზე საქართველოს მხრიდან, ყოველთვიური სერია 1/16 - ქართველი ფოტოგრაფებისა და ხელოვანების არტ- და ფოტოწიგნების დამფუძნებელი.

program_image
კურსის ლექტორი

გურამ წიბახაშვილი

ფოტოგრაფი, ქუჩის, რეპორტაჟული, დოკუმენტური და კონცეპტუალური ფოტოს მიმართულებებით, პროექტ ''ვიზუალური ბანკის'' თანადამფუძნებელი, ფოტოგალერეა ''კონტეინერის'' თანადამფუძნებელი, ჟურნალ ''ფოოტოგრაფიის'' თანარედაქტორი, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის წევრი, საქართველოს მხატვართა კავშირისა და ფოტოხელოვანთა კავშირების წევრი, არის 200-მდე ჯგუფური გამოფენის მონაწილე, ამას გარდა, გაკეთებული აქვს 40 პერსონალური გამოფენა და გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიასა და თანამედროვე ხელოვნებაზე, სხვა დროს გაკეთებული აქვს სერიები: „ულისე“ (1988) „ნერგები“ (1994), „განმარტებები“ (2002), „საღეჭი გოგოები“ (2002) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში, ასევე კერძო კოლექციებში გერმანიაში, აშშ-ში, ჰოლანდიასა და საქართველოში.

რას ისწავლით

საზაფხულო პროგრამის განმავლობაში:

  • სტუდენტები ყოველდღიურად იმუშავებენ საკუთარ შემოქმედებით პროექტებზე: ფოტოგადაღების, კადრების სელექციისა და ფოტოწიგნის კონცეფციის მიმართულებით.
  • შეექმნებათ წარმოდგენა ფოტოგრაფიის ისტორიის, ვიზუალური ნარატივისა და წიგნის დიზაინის იმ სფეროების შესახებ, რომლებიც თანამედროვე ვიზუალურ კულტურას ქმნიან.
  • პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ მრავალწლიან გამოცდილებას, ასწავლიან ამბის ვიზუალურად თხრობის მეთოდებს.

  • სესიები მოიცავს გუნდურ აქტივობებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, იდეების გაცვლისა და ერთობლივი განხილვების პროცესში დრო საერთო ინტერესების მქონე ადამიანების გარემოცვაში გაატარონ.

პროგრამის დეტალები:

  • 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით
  • 10 ფიზიკური შეხვედრა (30 საათი)
  • ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი 12:00-15:00
  • შესვენებებზე სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ხილით
  • კურსი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის
  • კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge