კურსის შესახებ
ინოვაციების კურსი დიზაინ ფიქრის მთლიან პროცესს შეგასწავლით. კურსის მიზანია სტარტაპერებს, პროდუქტის მფლობელებს, ანტერპრენერებს და ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს პრაქტიკული მოდელირებით გაატაროს ინოვაციის დიზაინის სრული ციკლი და დაანახოს ამ გზით მიღებული შედეგის ეფექტი პროდუქტის/სერვისის განვითარებასა და კომპანიის ბიზნეს მოდელთან.
ოთხ დღიანი პრაქტიკული სესიების განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ მათ მიერ არჩეული თემატიკის პროდუქტისა თუ სერვისის განვითარებაზე მომხმარებელზე მორგებული (user-centric) დიზაინის მეთოდების გზით.

თაკო სულაქველიძე
დიზაინ სტრატეგი, ბრენდის და კრეატიული კომუნიკაციების სტრატეგი, ტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელი, Parsons School of Design-ის სტრატეგიული დიზაინისა და მენეჯმენტის პროგრამის მაგისტრი, ციფრული სააგენტო Redberry-ს ყოფილი სტრატეგიული დირექტორი, მისი ტექნოლოგიური პროექტები გამოფენილი იყო ნიუ იორკში, AD+AI (Art, Design, and AI) საინაუგურაციო გამოფენაზე, რომელიც The New School-სა და LG-ის პარტნიორობით ჩატარდა, და ასევე ჟეჯიანში, ჩინეთში, Design Intelligence Awards (DIA) ფესტივალის გამოფენაზე, სადაც დაჯილდოვდა ციფრული ეკონომიის კატეგორიაში, აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების პერიოდში იკვლევდა ხელოვნური ინტელექტს, ასევე გაიარა პრაქტიკა მეტავერს სტარტაპში, დიზაინ მკვლევარის როლში, 2024 წელს მოიპოვა "ჯიტას" დაფინანსება და დააფუძნა სტარტაპი, Research Ninja.
რას ისწავლით
- კვლევის მეთოდები: სამაგიდო, პირველადი კვლევა, სამეცნიერო სტატიები და რაოდენობრივი მონაცემები
- საველე დაკვირვება
- ფოკუს ჯგუფები
- ჯგუფური ინტერვიუები
- მომხმარებლის ინტერვიუ
- ექსპერტ ინტერვიუები
- კვლევის გეგმის, ინტერვიუს გაიდების და რეპორტის მომზადება - თეორიულად.
- დიზაინის მეთოდები: მიგნებების, პრობლემის ფორმულირება, შემუშავება და შესაძლებლობის იდენტიფიცირება პრობლემიდან გამომდინარე
- მომხმარებლის პერსონა
- ღირებულებების კანვა
- ბიზნეს მოდელის კანვა
- იდეაციის და ბრეინშტორმინგის თულები
- პროტოტიპის შექმნა სკეჩინგიდან ფიზიკურ
- დიზაინამდე
- ტესტირება და ფიდბექის იმპლემენტაცია
4 ფიზიკური შეხვედრა, 8 საათი. ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს,27 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით. 19:00 საათიდან 21:00 საათამდე.
შეხვედრის თარიღები: 27, 29, 30 იანვარი და 1 თებერვალი
კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ ჭირდება წინასწარი მომზადება.
თანხის გადანაწილებისთვის მოგვწერეთ: contact@di.ge