კურსის შესახებ
კონტენტის მენეჯმენტი | 8 მაისი - 1 ივლისი
კონტენტის მენეჯმენტის სამთვიანი კურსი არის მათთვის, ვისაც სურს, შეისწავლოს კონტენტის წარმოების სტრატეგია და დაგეგმვა საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ან ბრენდის მარკეტინგის გუნდში სამუშაოდ - იქნება ეს მარკეტერი, დამფუძნებელი, ბრენდ მენეჯერი თუ მომავალი კონტენტ მენეჯერი.
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს. მსვლელობისას ბევრ ადგილობრივ და საერთაშორისო მაგალითს გაეცნობით. კურსს ჰყავს 6 ლექტორი და 4 სტუმარი ლექტორი, რომლებიც მოიცავენ კონტენტის შექმნისა და დაფარვის სრულ სპექტრს, განიხილავენ ქეისებს საკუთარი პრაქტიკიდან.

ნინო ეგაძე
სტრატეგიული და ვიზუალური კომუნიკაციების, ბრენდინგის და მარკეტინგის სპეციალისტი. ლიდერული პოზიციები კომპანიებში: TBC Bank Group, Red Bull, Philip Morris International. 1000-ზე მეტი სოციალური პროექტის და ღონისძიების ორგანიზატორი რამდენიმე ქვეყანაში. Harvard Business School კურსდამთავრებული. ექსპერტიზის სფეროები: კომუნიკაციები, ბიზნეს სტრატეგია, დიზაინის სტრატეგია, შემოქმედებითი უნარები, ლიდერობა, სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), რეპუტაციული რისკები, კონტენტი, მომხმარებლის გამოცდილება და UX/UI დიზაინი. IxDF-ის საქართველოს მენეჯერი და დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი

კოკა ქამუშაძე
Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, 15+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგის და ბიზნესის სფეროში. მიწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. Wharton Business School Leadership Program კურსდამთავრებული. ავტორი რომანების: „ბალანდა" და „სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის".

ბეკი ფანცხავა
ბრენდის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, მარკეტერი, კავკასიის უნივერსიტეტის და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ACAG (კრეატიული სააგენტოების ასოციაცია საქართველოში)-ის პრეზიდენტი, 15 წლიანი გამოცდილება ქართული და საერთაშორისო ბრენდების მართვაში FMCG, ტელეკომუნიკაციების, ფინანსური და სტუმარმასპინძლობის სექტორში - ჯეოსელი,ფილიპ მორისი, აიქოსი, თიბისი, აჭარა ჯგუფი.
მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში.

ირინა საყვარელიძე
სააგენტო ADHD-ის დამფუძნებელი, Playmakers-ის კრეატიული ლიდერი. 10+ გამოცდილება შემოქმედებით ინდუსტრიაში, არტ დირექტორის, სინიორ ქოფირაითერის და შემოქმედებითი ლიდერის როლში Windfor's-ში და Playmakers-ში. Cannes Lions International Festival of Creativity-ის, Golden Epica-ს, ADC*E-ს, Eurobest-ის და Ad Black Sea Festival-ის ჯილდოს მფლობელი.Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული.
მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში.

ნათია ამირიძე
18 წლიანი გამოცდილება კომუნიკაციებში და კონტენტის მენეჯმენტში ქართული და საერთაშორისო ბრენდებისთვის/ორგანიზაციებისთვის, 7 წლიანი გამოცდილება Red Bull-ში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე, აპლიკაცია Bulbuli-ის, Celeb.ge-ის და მიუზიკლი Welcome To Georgia-ს თანადამფუძნებელი და კრეატიული ლიდერი, ივენთ მენეჯმენტის და ივენთ კომუნიკაციების ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში.

მარიამ ლორთქიფანიძე
Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კონტენტის მენეჯმენტის და კომუნიკაციების ლექტორი. 7 წლიანი გამოცდილება თიბისი ჯგუფში (საქართველო და უზბეკეთი), კონტენტის ლიდის პოზიციაზე.
მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში
რას ისწავლით
კონტენტის მენეჯმენტის კურსის განმავლობაში, მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:
- რა არის კონტენტი?
- როგორ მუშაობს კონტენტის სტრატეგია?
- როგორ მუშაობს კომუნიკაცია?
- ბრენდის და კონტენტის კავშირი
- ბრენდის ფილტრები და სტრატეგია
- ბიზნესის საჭიროების გარდაქმნა იდეაში
- ბრიფის წერა/დავალების მიცემა
- შემოქმედებით სფეროსთან ურთიერთობა
- კონტენტის სახეობები/ფორმატები
- რელევანტური კონტენტის წარმოება
- კონტენტის სტრატეგიის დაგეგმვა
- კონტენტის ბიუჯეტის დაგეგმვა
- კომუნიკაცია
- კოლაბორაცია
- არხების სტრატეგია
- შედეგების გაზომვა
- კონტენტის შექმნა - ვიზუალური წესები
- კომპოზიცია
- „ყველაფერი კონტენტია“ საშინაო დავალება
- სამუშაო სესია ქართული ბრენდისთვის
- დაბალბიუჯეტიანი წარმოება
- ვიდეო წარმოება
- ფოტოწარმოება
- საუკეთესო მაგალითები
- ამბის თხრობა კონტენტით
- ციფრული არხების გამოყენება
- კონტენტ ტრენდები
კურსის დეტალები:
- კურსის ხანგრძლივობა: 8 მაისი - 1 ივლისი, 2026
- ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი | 19:00-21:00
- 24 ფიზიკური შეხვედრა (48 საათი)
- კურსის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.
- კურსი არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას.
თანხის გადანაწილებისთვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge

