კურსის შესახებ
სოციალური დიზაინის დღეების მე-4 გამოცემა ეძღვნება ცირკულარულ დიზაინს და მდგრად ინოვაციებს
სოციალური დიზაინის დღეების ივლისის გამოცემა სრულად იქნება ფოკუსირებული ცირკულარულ დიზაინზე.
ცირკულარული დიზაინი სცილდება მარტივი გადამუშავების ფარგლებს და საფუძვლიანად ცვლის მიდგომას, თუ როგორ იქმნება, გამოიყენება, რეინტეგრირდება და ნარჩუნდება პროდუქტები ჩვენს გარემოში. 20-ზე მეტ ქართველ, აგრეთვე ექვსი სხვადასხვა ქვეყნის სპიკერებთან, სტარტაპებთან, ურბანისტებთან და დიზაინერებთან ერთად, შევისწავლით მასალების ხელახალ გამოყენებას, პროდუქტის გამძლეობას და ცირკულარულ ბიზნეს მოდელებს. ჩვენი მიზანია სხვადასხვა სექტორის გაერთიანება ცოდნის გასაზიარებლად, ახალი თანამშრომლობის ხელშესაწყობად და პრაქტიკული, რეალური გადაწყვეტილებების დასანერგად.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო რესურსი, შემოქმედებითი ნიჭი, სამოქალაქო ენერგია და ინოვაციური პოტენციალი, რათა გახდეს მდგრადი და სოციალური დიზაინის რეგიონული ჰაბი.
კონფერენციის დეტალური განრიგი მოცემულია ქვემოთ.
პროგრამა პერიოდულად გაახლდება.
ჩვენი საპატიო პარტნიორები: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Polish Graphic Design, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრი თბილისში, ჩეხეთის საელჩო თბილისში, KOPOS, Circular Design Studio Hamburg, BFGF Design Studio, Mutter, UNIDCOM-IADE, თიბისი ბანკი, მაკდონალდსი საქართველო, Tegeta Green Planet, Georgian Sun, Red Bull, Kona Books, Wasteless.
მედია პარტნიორები: Marketer.ge, BMG (Business Media Georgia).
3-დღიან კონფერენციაზე დასწრების საფასურია 50 ლარი, რაშიც შედის დასწრება ყველა ძირითად გამოსვლასა და ვორქშოპზე.
ვორქშოპებზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაცია გაიხსნება 25 ივნისიდან.
კონფერენცია ტარდება ინგლისურ ენაზე
რას ისწავლით
კონფერენციის განრიგი
დღე I - 02.07.2026 | მთავარი თემა: ცირკულარული გარემოცვა
11:30-12:00 მონაწილეთა რეგისტრაცია, ყავა და ფრეშ ბარი
12:00-15:00 ინტერაქციული ვორქშოპი: Circular Design Hub Hamburg - ნაბიჯ-ნაბიჯ ეკონომიკურად მდგრადი ცირკულარული ბიზნესმოდელებისკენ - სებასტიან მენდს-კოლი & კარსტენ ბაკი, BFGF Design Studio, Mutter
12:00-15:00 ვორქშოპი: ცვლილებების გაკვეთილები - კარლ შტოკერი
15:00-16:00 ინსტალაციის პრეზენტაცია: Plasticwatcher - ეკატერინე ასათიანი
15:00-16:30 ვორქშოპი: ყოველდღიური ცირკულარულობა - თაკო სულაქველიძე
16:00-16:30 გახსნის ცერემონია პარტნიორებთან ერთად
16:30 ჩეხეთის ინსპირაციები: Plastenco, პოპ-აპ გამოფენის გახსნა, მხარდაჭერილია ჩეხეთის ცენტრის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს თბილისში და კოპოსის მიერ.
16:30 ალიზი - მანიფესტი თანამედროვე მშენებლობას. გამოფენის გახსნა და ტური. იდააფ არქიტექტორები, ნანა ზაალიშვილი
17:00-18:00 პრეზენტაცია: Circular Design Hub Hamburg - სებასტიან მენდს -კოლი & კარსტენ ბაკი
18:00-19:00 პრეზენტაცია: ცირკულარული დიზაინი და ქალაქები, მასალიდან, სოციალურ ტრანსფორმაციამდე - კარლ შტოკერი
18:00-19:00 ჩეხეთის ინსპირაციები: NAHAKU-ს პრეზენტაცია - ჯოზეფ როზენალი NAHAKU-ს კრეატიული დირექტორი. მხარდაჭერილია ჩეხეთის ცენტრის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს თბილისში და კოპოსის მიერ.
19:00-20:00 ვეისთლესი - არტ პროექტი - გადამუშავების ხელოვნებისთვის
19:00-20:00 პანელური დისკუსია: ცირკულარული ქალაქები = მომავლის ქალაქები - კარლ შტოკერი, ირაკლი ჟვანია, ოსამუ ოკამორა
20:00-21:00 ღვინის ბარი, მასპინძელი Georgian Sun
დღე II - 03.07.2026 | მთავარი თემა: ცირკულარობა ყოველდღიურ ნივთებში
11:30-12:00 მონაწილეთა რეგისტრაცია, ყავა და ფრეშ ბარი
12:00-15:00 ინტერაქტიული ვორქშოპი: Circular Design Hub Hamburg - ნაბიჯ-ნაბიჯ ეკონომიკურად მდგრადი ცირკულარული ბიზნესმოდელებისკენ - სებასტიან მენდს-კოლი & კარსტენ ბაკი, BFGF Design Studio / Mutter
12:00-15:00 ჩეხეთის ინსპირაციები, ვორქშოპი: NAHAKU - ჯოზეფ როზენალი NAHAKU-ს კრეატიული დირექტორი. მხარდაჭერილია ჩეხეთის ცენტრის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს თბილისში და კოპოსის მიერ.
12:00-15:00 ვორქშოპი: ერთი ობიექტი, ორი სიცოცხლე - პეტრო ვლადიმიროვი, არქიტექტორი, TBA-ს დამფუძნებელი და BRDA ფონდის საბჭოს წევრი. მხარდაჭერილია Polish Graphic Design-ის მიერ.
15:00-16:00 ღვინის საათი & დეგუსტაცია
16:00-17:00 პრეზენტაცია: რესტავრაცია და მასალის კვლევა, სოფელი ბუკისციხე, გურია - ნინა ახვლედიანი, გიორგი იაშაღაშვილი, ჯული დალსგაად ჰვასი
16:30-17:00 ტენეს პრეზენტაცია - სანდრო ლილუაშვილი, ტენეს დამფუძნებელი
17:00-19:00 ალიზი - მანიფესტი თანამედროვე მშენებლობას. ლექცია და გამოფენის ტური. ნანა ზაალიშვილი, იდააფ არქიტექტორების დამფუძნებელი
17:00-18:00 ცირკულარობა vs საქართველო - დისკუსია, ნანა თაკვარელია (CENN), გიორგი გულიაშვილი (Wasteless), სანდრო ლილუაშვილი (Tene), შალვა ახვლედიანი (Tegeta Green Planet)
18:00-19:00 პრეზენტაცია: დიდი ატლანტიკური კვლევების მარშრუტები - პროექტი AGREE, ალექსანდრ მონტეირო, UNIDCOM-IADE პორტუგალია
19:00-20:00 პრეზენტაცია არჯაკელის გამოცდილება და კოლაბორაცია ქასური სტუდიასთან - ლუკა აქიმიძე, ზურა ცოფურაშვილი, ბაქარ მიგრიაული, ნიაზ გაგოშიძე
19:00-20:00 ჩეხეთის ინსპირაციები: ცირკულარული დიზაინი რეალურ ცხოვრებაში, ექსპერიმენტული ეკოდიზაინი და ცირკულარული მიკრო წარმოება - ჯიტკა ჰვეზდოვა, Plastenco-ს დამფუძნებელი & გენერალური დირექტორი. მხარდაჭერილია ჩეხეთის ცენტრის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს თბილისში და კოპოსის მიერ.
20:00-21:00 ნახშირბადის კვალი პეტრო ვლადიმიროვი, არქიტექტორი, TBA-ს დამფუძნებელი და BRDA ფონდის საბჭოს წევრი. მხარდაჭერილია Polish Graphic Design-ის მიერ.
21:00-22:00 ღვინის ბარი, მასპინძელი Georgian Sun / კოქტეილ ბარი - მასპინძელი GD Alco
დღე III - 04.07.2026 | მთავარი თემა: მასალის ცირკულარულობა
11:30-12:00 მონაწილეთა რეგისტრაცია, ყავა და ფრეშ ბარი
12:00-15:00 ვორქშოპი: მდგრადი მოდის ტრანსფორმაცია - შოკო ჩაჩუა, ვინტილატორის დამფუძნებელი
12:00-15:00 ვორქშოპი და გამოფენა: არჯაკელი და ქასური - ლუკა აქიმიძე, ზურა ცოფურაშვილი, ბაქარ მიგრიაული, ნიაზ გაგოშიძე
12:00-15:00 ვორქშოპი და ტური გალერეაში: Common Land Project - ირინე ჯიბუტი, დამფუძნებელი
15:00-15:30 საუბარი: მზიურის სოციალური ინიციატივა - ანა გოგუაძე, მზიურის სოციალური კაფეს დამფუძნებელი
15:30-16:00 კულტურული, ეკოლოგიური და მასალის ცირკულარობა - აქთუშეთის არტ-რეზიდენცია, ნანა თაკვარელია, პროდიუსერი
16:00-17:00 ჩვენება: მოდა, რომელიც ცირკულაციას იმსახურებს - მეტე დალგაარდ ნილსენი, არქიტექტორი, დიზაინერი & პოსტდოქტორანტი. მასპინძელია დანიის კულტურის ინსტიტუტი
17:00-17:30 პანელური დისკუსია “მოდა, რომელიც ღირებულია ცირკულაციისთვის” - შოკო ჩაჩუა & მეტე დალგაარდ ნილსენი
მუდმივი ექსპოზიციები & გამოფენები
კონფერენციის 3 დღის განმავლობაში მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი კურირებული ინსტალაციები და გამოფენები:
ალიზი - მანიფესტი თანამედროვე მშენებლობას. იდააფ არქიტექტორები, ნანა ზაალიშვილი
არჯაკელი და ქასური სტუდიო- ტრადიციული ხელოსნობის შენარჩუნებისა და ცირკულარული დიზაინის დისპლეი.
პლასტენკო - პრემიუმ ეკო-დიზაინის პროდუქტები, დამზადებული გადამუშავებული ინდუსტრიული პლასტმასისგან.
პლასტიქვოჩერი - პლასტმასის ნარჩენების ტრანსფორმაციის ინტერაქტიული ინსტალაცია ეკატერინე ასათიანისგან.
ვეისთლესი - არტ პროექტი - გადამუშავების ხელოვნებისთვის

