program_image

ინოვაციების დიზაინი

კურსის ლექტორითაკო სულაქველიძე
ხანგრძლივობა 10 საათი
ენაქართული
ფასი300

კურსის შესახებ

ინოვაციების კურსი დიზაინ ფიქრის მთლიან პროცესს შეგასწავლით. კურსის მიზანია სტარტაპერებს, პროდუქტის მფლობელებს, ანტერპრენერებს და ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს პრაქტიკული მოდელირებით გაატაროს ინოვაციის დიზაინის სრული ციკლი და დაანახოს ამ გზით მიღებული შედეგის ეფექტი პროდუქტის/სერვისის განვითარებასა და კომპანიის ბიზნეს მოდელთან.

ხუთ დღიანი პრაქტიკული სესიების განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ მათ მიერ არჩეული თემატიკის პროდუქტისა თუ სერვისის განვითარებაზე მომხმარებელზე მორგებული (user-centric) დიზაინის მეთოდების გზით.

program_image
კურსის ლექტორი

თაკო სულაქველიძე

დიზაინ სტრატეგი, ბრენდის და კრეატიული კომუნიკაციების სტრატეგი, ტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელი, Parsons School of Design-ის სტრატეგიული დიზაინისა და მენეჯმენტის პროგრამის მაგისტრი, ციფრული სააგენტო Redberry-ს ყოფილი სტრატეგიული დირექტორი, მისი ტექნოლოგიური პროექტები გამოფენილი იყო ნიუ იორკში, AD+AI (Art, Design, and AI) საინაუგურაციო გამოფენაზე, რომელიც The New School-სა და LG-ის პარტნიორობით ჩატარდა, და ასევე ჟეჯიანში, ჩინეთში, Design Intelligence Awards (DIA) ფესტივალის გამოფენაზე, სადაც დაჯილდოვდა ციფრული ეკონომიის კატეგორიაში, აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების პერიოდში იკვლევდა ხელოვნური ინტელექტს, ასევე გაიარა პრაქტიკა მეტავერს სტარტაპში, დიზაინ მკვლევარის როლში, 2024 წელს მოიპოვა "ჯიტას" დაფინანსება და დააფუძნა სტარტაპი, Research Ninja.

რას ისწავლით

დღე 1: დიზაინ ფიქრი, მომხმარებელი და პრობლემა

დღე 2: თვისობრივი კვლევის მეთოდები, ინსაიტები და პრობლემის ახლებურად დანახვის ხელოვნება

დღე 3: ღირებულების კანვასი და იდეაციის მეთოდები (სწრაფი და ნელი, ინდივიდუალური და გუნდური ბრეინშტორმინგი)

დღე 4: სწრაფი პროტოტიპირების მეთოდები

დღე 5: ტესტირება და უკუგების იმპლემენტაცია იდეაში

5 ფიზიკური შეხვედრა, 10 საათი. 10 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით. 19:00 საათიდან 21:00 საათამდე.

შეხვედრის თარიღები: 10, 11, 13, 14 და 17 მარტი


კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ ჭირდება წინასწარი მომზადება.

თანხის გადანაწილებისთვის მოგვწერეთ: contact@di.ge