program_image

კრეატიულობის ხელსაწყოები ბიზნესისთვის - 3 დღიანი ვორქშოპი

კურსის ლექტორინინო ეგაძე
ხანგრძლივობა 9 საათი
ენაქართული
ფასი250

კურსის შესახებ

თუ გსურთ თქვენი ბიზნესისთვის ან სტარტაპირთვის მეტი შემოქმედებითი და ინოვაციური ხელსაწყო გამოიყენოთ და თქვენი გუნდისთვის თუ პარტნიორებისთვის უფრო შემოქმედებითი გარემო შექმნათ, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა.

სამდღიანი სამუშაო სესიის მიზანია, ბიზნესის და სტარტაპის მფლობელებს ბიზნეს ამოცანის შემოქმედებით დავალებაში გარდაქმნა და იდეის შექმნის მეთოდოლოგიები შეასწავლოს.

program_image
კურსის ლექტორი

ნინო ეგაძე

სტრატეგიული და ვიზუალური კომუნიკაციების, ბრენდინგის და მარკეტინგის სპეციალისტი. ლიდერული პოზიციები კომპანიებში: TBC Bank Group, Red Bull, Philip Morris International. 1000-ზე მეტი სოციალური პროექტის და ღონისძიების ორგანიზატორი რამდენიმე ქვეყანაში. Harvard Business School კურსდამთავრებული. ექსპერტიზის სფეროები: კომუნიკაციები, ბიზნეს სტრატეგია, დიზაინის სტრატეგია, შემოქმედებითი უნარები, ლიდერობა, სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), რეპუტაციული რისკები, კონტენტი, მომხმარებლის გამოცდილება და UX/UI დიზაინი. IxDF-ის საქართველოს მენეჯერი და დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი

რას ისწავლით

თემები რომელსაც სამუშაო სესია დაფარავს:

  • ბიზნესი და შემოქმედებითობა
  • შემოქმედებითი გარემო გუნდისთვის/ინდივიდისთვის
  • შემოქმედებითი ხელსაწყოების გამოყენება
  • შემოქმედებითი ბრიფი
  • მოკლე სამუშაო სავარჯიშოები
  • მარკეტინგული შედეგის გაზომვა ბიზნესისთვის
  • ინოვაციის და შემოქმედებითი ღიაობის კულტურის შექმნა

კურსის დეტალები:

3 ფიზიკური შეხვედრა (9 საათი)
1, 2, 3 დეკემბერს
10:30 -14:00

სესიები გაიმართება დიზაინის ინსტიტუტში და ითვალისწინებს ყავის შესვენებას.

სესიების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი და მასალა სესიებიდან.

კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.