კურსის შესახებ
მასტერკლასების მსვლელობისას, გიორგი ჯინჭარაძე გააცნობს მონაწილეებს, თუ როგორია ილუსტრაციის შექმნის პროცესი, რა გზას გადის ილუსტრატორი იდეის გაჩენიდან საბოლოო ნამუშევრამდე, რა ტექნიკებს და ხელსაწყოებს იყენებს ის ყოველდღიურობაში და როგორია დამკვეთთან ან თანაავტორთან მუშაობის პრინციპი და სპეციფიკა. რეალური მაგალითებით აღწერს, თუ რა სახის გამოწვევები აქვს ილუსტრატორს, ხელოვანს, ვიზუალურ არტისტს დღევანდელობაში. ლექტორი მოუყვება სტუმრებს, თუ რა უნარები უნდა დაისწავლოს მომავალმა ილუსტრატორმა რეალური გამოცდილებისთვის.
მასტერკლასების მიზანია შთააგონოს ილუსტრაციით დაინტერესებული ადამიანები და მისცეს მათ სწორი მიმართულება განვითარების გზაზე.

გიორგი ჯინჭარაძე
ვიზუალური არტისტი, გრაფიკული დიზაინერი, ქართული ზღაპრებისა და მითოლოგიის მიმართულებით გამოცდილი ფრილანს ილუსტრატორი. მონაწილეობა მიუღია თბილისის წიგნის დღეების ორგანიზებაში, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და წიგნების - „წიქარა“ (2019) და „მგლების დიდი წიგნი“ (2020) - ილუსტრირებაში. გამოფენა “ამირანის” ავტორი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული.
რას ისწავლით
თემები, რომელსაც მოისმენთ:
- ილუსტრატორი, როგორც პროფესია
- ილუსტრაციის პროცესი და ფაზები
- გუნდთან მუშაობა და დაგეგმვა
- რეალური მაგალითები პრაქტიკიდან
- პორტფოლიოს განხილვა და საუკეთესო მაგალითები
- კითხვა-პასუხის სესია
მასტერკლასი მოიცავს:
3 ფიზიკურ შეხვედრას (6 საათი)
18, 19, ივლისი 19:00-21:00
20 ივლისი 13:00-15:00
მასტერკლასს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.