program_image

სოციალური დიზაინის დღეები 16-17 ივნისი

კურსის ლექტორი
ხანგრძლივობა 10 საათი
ენაინგლისური
ფასი50

კურსის შესახებ

16-17 ივნისს Polish Graphic Design-თან თანამშრომლობით, დიზაინის ინსტიტუტში სოციალური დიზაინის დღეები გაიმართება.

დიზაინის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბებიან დიზაინის ინსტიტუტში, განიხილავენ სოციალური დიზაინის მნიშვნელობას, თანამონაწილეობითი დიზაინის, მდგრადობის, ხელმისაწვდომობის, საჯარო სერვისების, განათლებასა და წიგნიერებაზე წვდომის საკითხებს, ურბანულ და სამოქალაქო დიზაინს.

სოციალური დიზაინი მოიაზრებს პრობლემების სწორად და ერთობლივად გადაჭრას. საქართველოში, სადაც განათლების, ურბანული განვითარების და სოციალური უთანასწორობის გამოწვევები ძალიან აქტუალურია, დიზაინს შეუძლია გახდეს სისტემური ცვლილებების გადაწყვეტის საშუალება.

დეტალური პროგრამა იხილეთ ქვემოთ.
გაითვალისწინეთ, რომ სამუშაო სესიებზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაცია სამუშაო სესიებზე გაიხსნება 12 ივნისიდან.

რას ისწავლით

დღე 1 - 16 ივნისი

10:00-11:00 მონაწილეების რეგისტრაცია

10:00-11:00 ყავა & ფრეშ ბარი

11:00-13:00 დიზაინის ინსტრუმენტების ვორქშოპი სოციალური ინიციატივებისთვის, თამარ სულაქველიძე

11:00-13:00 ციანოტიპიის ვორქშოპი, მანანა მიქაშავიძე

11:00-15:00 წარსული წინ: იდენტობა ადგილიდან, სამუშაო სესია Otwarte Studio-სგან

14:00-15:00 ყავა & ფრეშ ბარი

14:00-17:00 საკომუნიკაციო სივრცე, ღვინის საათი, მასპინძელი ვისმინო

18:00-18:30 გახსნის ცერემონია

19:00-20:00 Traffic Design Studio, პროექტების პრეზენტაცია

19:00-20:00 დიზაინის ინსტრუმენტები სოციალური პროექტებისთვის - დისკუსია: გური სიჭინავა, თამარ სულაქველიძე

20:00-21:00 Otwarte Studio, პროექტების პრეზენტაცია

20:00-21:00 ბრენდები და სოციალური პროექტები - ბეკი ფანცხავა, ჯერემი გასკილი, ალექსანდრე მაყაშვილი

21:00 გახსნის წვეულება, მასპინძელი ჯიდი ალკო

დღე 2 - 17 ივნისი

10:00-11:00 რეგისტრაცია

10:00-11:00 ყავა & ფრეშ ბარი

10:00-14:00 Designing Shadows: სოციო-თერმული სტრატეგიები ურბანული საჯარო სივრცისთვის, ვორქშოპი Centrala Studio-სგან

10:00-14:00 Re:design - მანიშნებლების და გზამკვლევების შექმნა საჯარო სივრცისთვის, ვორქშოპი Traffic Design Studio-სგან

10:00-14:00 დიზაინის ინსტრუმენტების ვორქშოპი სოციალური ინიციატივებისთვის, თამარ სულაქველიძე

11:00-13:00 საუზმე სოციალური მეწარმეებისა და სტარტაპებისთვის - მასპინძელი თიბისი

14:00-15:00 ყავა & ფრეშ ბარი

14:00-17:00 საკომუნიკაციო სივრცე, ღვინის საათი, მასპინძელი ვისმინო

17:00-18:00 KonaBooks - ნინა ახვლედიანი, იანა ლიბე

17:00-18:00 ურბანული სივრცეების დიზაინი თანამშრომლობისთვის - გიგი შუკაკიძე, ელენე თოიძე, თათა გაჩეჩილაძე

18:00-19:00 სოციალური დიზაინი პრაქტიკაში | რენე ვავაჟკევიჩი (PGD), ტომას იურეცკი (Otwarte Studio), გიორგი ავალიანი (Holy Motors)

19:00-20:00 დარბაზული საუბრები - გიორგი მარგიშვილი, რამაზ კიკნაძე

19:00-20:00 Studio Centrala, პროექტების პრეზენტაცია

21:00 დახურვის ცერემონია, მასპინძელი ჯიდი ალკო

პროექტის პარტნიორები: Polish Graphic Design, TBC, Konabooks, GWS, GD Alco, Redbull, Mac Georgia

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის კულტურის, ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის ფონდიდან და თბილისის პოლონეთის კულტურის ინსტიტუტის მიერ.