კურსის ლექტორიკოკა ქამუშაძე
ხანგრძლივობა 12 საათი
ენაქართული
ფასი400₾
კურსის შესახებ
კოკა ქამუშაძის ახალი კურსი - ამბების დიზაინი, იმ ადამიანებისთვისაა, ვინც თავის ყოველდღიურ საქმიანობაში კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით ჰყვება ამბებს, ბრენდის მენეჯერები, კონტენტ კრეატორები, ქოფირაითერები, ჟურნალისტები და სხვა.
ექვსი შეხვედრის განმავლობაში გაივლი და ისწავლი როგორ წაიკითხო, გაიაზრო და იპოვო ამბის ძირითადი არსი, როგორ შექმნა ამბის კონსტრუქცია თავად და როგორ გაუზიარო ის სხვებს. კურსის ფარგლებში გაეცნობი საუკუნებიის მანძილზე ჩამოყალიბებულ ამბის თხრობის წესებს და ამბის შექმნის სტრუქტურას.
ექვსი შეხვედრის განმავლობაში გაივლი და ისწავლი როგორ წაიკითხო, გაიაზრო და იპოვო ამბის ძირითადი არსი, როგორ შექმნა ამბის კონსტრუქცია თავად და როგორ გაუზიარო ის სხვებს. კურსის ფარგლებში გაეცნობი საუკუნებიის მანძილზე ჩამოყალიბებულ ამბის თხრობის წესებს და ამბის შექმნის სტრუქტურას.

კურსის ლექტორი
კოკა ქამუშაძე
Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, 15+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგის და ბიზნესის სფეროში. მიწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. Wharton Business School Leadership Program კურსდამთავრებული. ავტორი რომანების: „ბალანდა" და „სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის".
მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში
რას ისწავლით
- როგორ წავიკითხოთ ამბები და ვიპოვოთ მათი ძირითადი არსი
- როგორ განვსაზღვროთ ამბის ძირითადი მიზანი
- როგორ ავაგოთ დრამატურგიული კონსტრუქცია
- როგორ შევქმნათ ამბის გმირი
- როგორ ავაწყოთ ამბის კონსტრუქცია
- როგორ გავხადოთ ამბავი საინტერესო მოსასმენად, წასაკითხად და სანახავად
6 ფიზიკური შეხვედრა, 12 საათი.
18 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით
ორშაბათი- ხუთშაბათი, 19:00-21:00.
შეხვედრის თარიღები:
18, 22, 24*, 29 სექტემბერი და
2, 6, 9 ოქტომბერი
*გამონაკლისის სახით მესამე ლექცია ხუთშაბათის ნაცვლად ჩატარდება ოთხშაბათს, 24 სექტემბერს
კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.
თანხის გადანაწილებისთვის მოგვწერეთ contact@di.ge