კურსის შესახებ
ფოტოწიგნი წიგნის ფორმის მქონე დამოუკიდებელი ნაწარმოებია, რომელშიც ფოტომასალა ერთ მთლიანობად იქცევა და ვიზუალურ ნარატივს ქმნის — ამბავს მოგვითხრობს. სწორედ ეს განასხვავებს მას ფოტოალბომისგან, რომელიც ცალკეული ფოტოების ან ფოტოსერიების ჩვენებას ემსახურება.
ვორქშოპი გამიზნულია დამწყები ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც მუშაობენ ფოტოწიგნზე ან სურთ ფოტოწიგნის შექმნა.
ვორქშოპს გაუძღვება ოთარ ყარალაშვილი, რომელიც ჯგუფთან ერთად იმუშავებს ფოტომასალის განხილვაზე, კონცეფციის განვითარებაზე, ფოტოების შერჩევაზე, ვიზუალურ მიმდევრობებზე და ვიზუალურ თხრობაზე, რაც მონაწილეებს ფოტოწიგნის პროექტის შესახებ უფრო მკაფიო წარმოდგენის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.

ოთარ ყარალაშვილი
წიგნის ხელოვანი, ილუსტრატორი, დიზაინერი, კურატორი, სტუ დიზაინის საერთაშორისო სკოლის მოწვეული პროფესორი, თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ქართული გამომცემლობის, „დიოგენეს“ თანადამფუძნებელი, საბავშვო ლიტერატურისა და ილუსტრაციის პირველი ქართული კერძო კონკურსის თანაორგანიზატორი, საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და საქართვფელოს კოლექტიური სტენდის კურატორი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ვირტუალური გამომცემლობა „ვირგამის“ დაფუძნებელი, თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი - არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელი, ქართული საბავშვო ილუსტრაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი ორჯერ ზედიზედ იყო წარდგენილი ასტრიდ ლინდგრენის მემორიალურ პრემიაზე საქართველოს მხრიდან, ყოველთვიური სერია 1/16 - ქართველი ფოტოგრაფებისა და ხელოვანების არტ- და ფოტოწიგნების დამფუძნებელი.
რას ისწავლით
ვორქშოპის განმავლობაში ისწავლით, როგორ მუშაობს სხვადასხვა ფოტოწიგნში ისეთი ელემენტები, როგორიცაა ფოტოების შერჩევა და მიმდევრობა, განშლების კომპოზიცია და დრამატურგია, წიგნის ფორმატი, დიზაინი და ტიპოგრაფია, ქაღალდის ტიპი, ბეჭდვის და კინძვის ტექნოლოგია — და როგორ უზრუნველყოფენ ისინი ერთიანი ნამუშევრის შექმნას.
მონაწილეების ნაწილს ექნება შესაძლებლობა, ჯგუფთან ერთად იმუშაოს საკუთარ ფოტო მასალაზე. თუ გსურთ, რომ თქვენი ფოტოები იყოს განხილული, გთხოვთ მოამზადოთ მასალა შემდეგნაირად: ფოტოები ამობეჭდეთ ჩვეულებრივ ფერად ლაზერულ პრინტერზე, უბრალო ქაღალდზე — მაღალი ხარისხის პრინტები საჭირო არ არის. A4 ფორმატზე განალაგეთ 4-დან 8-მდე ფოტო და ცალკეული ფოტოები დაჭერით ზომის მიხედვით. მასალას ნუ გადაარჩევთ, მოიტანეთ ყველა ფოტო, რაც პროექტთან დაკავშირებით გაქვთ, რათა შერჩევის საშუალება გვქონდეს. შეგიძლიათ, მოიტანოთ პროექტთან დაკავშირებული დამატებითი მასალა.
ფოტოწიგნთან მუშაობის წინასწარი გამოცდილება აუცილებელი არ არის.
3 ფიზიკური შეხვედრა (6 საათი):
30 სექტემბერი, 1, 2, ოქტომბერი
სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი
19:00-21:00