კურსის შესახებ
სოციალური დიზაინის დღეების მეხუთე გამოცემა მიეძღვნება ურბანულ კულტურას და დიზაინისა და არქიტექტურის გავლენას სოციალურ გარემოზე, ტენდენციებსა და სუბკულტურებზე.
კონფერენცია შეისწავლის, თუ როგორ აყალიბებს ურბანული და სუბურბანული მოძრაობები სოციალურ ცხოვრებას, გარდაქმნის ქალაქებსა და საზოგადობას და გავლენას ახდენს არქიტექტურაზე, დიზაინზე, მუსიკასა და ურბანულ გარემოზე. ასევე, ისტორიული მოძრაობების, საკულტო სიმბოლოების, ადგილობრივი ისტორიებისა და თანამედროვე შემოქმედებითი გამოხატვის ფორმების მეშვეობით, კონფერენცია ურბანული კულტურის განვითარებას მიმოიხილავს.
სხვადასხვა ქვეყნის, სფეროსა და თემის წარმომადგენლები საკუთარ იდეებს ლექციების, დისკუსიების, ვორკშოპების, გამოფენების, ქალაქის ტურებისა და მულტიმედიური გამოცდილებების საშუალებით გააზიარებენ.
ჩვენი პარტნიორები: Polish Graphic Design, პოლონეთის ინსტიტუტი თბილისში, ჩეხეთის ცენტრი თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, თიბისი ბანკი, მაკდონალდს საქართველო, IED - Istituto Europeo di Design, Tegeta Green Planet, Georgian Sun, Red Bull, Kona Books, Wasteless.
ღონისძიება ორგანიზებულია ჩეხეთის ცენტრი თბილისის თანამშრომლობით. იგი CYCLE UP! პროექტის ნაწილია და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში.
მედია პარტნიორები: Marketer.ge და BMG - Business Media Georgia.
კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
ბილეთის ფასი სამივე დღეზე დასასწრებად 50 ლარია
რას ისწავლით
კონფერენციის განრიგი
დღე I - 08.10.2026 | მთავარი თემა: სოციალური შეკრებები და სივრცის ფორმირება
11:30-12:00 მონაწილეთა რეგისტრაცია, ყავა და ფრეშ ბარი.
12:00-15:00 ვორქშოპი: „არქიტექტურის პარადოქსული ისტორია“ - ალექსანდრა კენძიორეკი, ხელოვნების ისტორიკოსი და მკვლევარი. სესია მხარდაჭერილია Polish Graphic Design-ის მიერ.
12:00-15:00 პოსტრედის ხმის ვორქშოპი - ზვიად მღებრი, კომპოზიტორი და პოსტრედის კრეატიული პარტნიორი
15:00-16:00 წიგნის პრეზენტაცია: „როგორ მოვიგოთ არჩევნები საქართველოში“ - ელენე შენგელია, ხელოვანი და ფოტოგრაფი, ბასა მეტრეველი, ფოტოგრაფი და კრეატიული დირექტორი და გიორგი ავალიანი, ჰოლი მოტორსის და ჰოლი ბუქსის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.
16:00-16:30 სოციალური დიზაინის დღეების მეხუთე გამოცემის ოფიციალური გახსნის ცერემონია.
16:30-17:00 უბანი: თბილისი და ტიპოგრაფია - დავით ბროდსკი, ხელოვანი და არქიტექტორი, დანტე მარკანტონინი, ფოტოგრაფი და შემოქმედებითი პრაქტიკოსი, იური ოსტრომენცკი, შრიფტის და გრაფიკოსი დიზაინერი, არტ-დირექტორი, მანანა არაბული, ხელოვანი და წიგნის დიზაინერი.
17:00-18:00 ფაბრიკას ქეისის პრეზენტაცია, MUA Architecture & Placemaking, დევი ქიტუაშვილი, არქიტექტორი და MUA-ს დამფუძნებელი პარტნიორი
18:00-19:00 „ერთად მარტო“ - ლადო ლომიტაშვილი, არქიტექტორი და მულტიდისციპლინური ხელოვანი ლასლო სტრონგი, გრაფიკოსი დიზაინერი და მარი ლებანიძე, ვიზუალური ხელოვანი, რომელიც მუშაობს დიზაინის, კრეატიული მიმართულებისა და გამომცემლობის სფეროებში.
18:00-19:00 ქალაქი, ხმა და ამბოხი: უხეში ჟღერადობის, ბრუტალისტური არქიტექტურისა და ურბანული წინააღმდეგობის ტრიადა - კარლ შტოკერი, სოციალური დიზაინერი და არქიტექტორი.
19:00-20:00 კლუბი მტკვარზე, ყოფნასა და გარდაქმნას შორის - პრეზენტაცია, საუბარი და დისკუსია - ქეთევან გაბუნია, მტკვარზე დამფუძნებელი და ლაშა კაბანაშვილი, მულტიმედია არტისტი და მარკეტინგის დირექტორი, მტკვარზე.
19:00-20:00 პოსტრედის მოხსენება: „ხმის ფორმირება: პოსტსაბჭოთა გამოძახილები, გლობალური ისტორიები“ - ზვიად მღებრი, კომპოზიტორი და პოსტრედის კრეატიული პარტნიორი
20:00-21:00 ღვინისა და კოქტეილის ბარი - მასპინძლები Georgian Sun.
დღე II - 09.10.2026 | მთავარი თემა: საბჭოთა მემკვიდრეობა და კულტურის ცენტრები
11:30-12:00 მონაწილეთა რეგისტრაცია, ყავა და ფრეშ ბარი
12:00-15:00 ურბან სკეჩერსის ვორქშოპი და სახატავი ტური, ნიტა გოგრიჭიანი, გრაფიკოსი დიზაინერი, მარი ფანცულაია, გრაფიკოსი დიზაინერი და ვიზუალური არტისტი, ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე, კურატორი და მკვლევარი, ნაილი ვახანია, გრაფიკოსი დიზაინერი და ვიზუალური არტისტი.
12:00-16:00 ჩეხური ინსპირაციები: CYCLE UP! - ვორქშოპი და სასეირნო ტური ოსამუ ოკამორასთან, არქიტექტორთან და ურბანისტთან ერთად, ორგანიზებულია ჩეხეთის ცენტრი თბილისის თანამშრომლობით. იგი CYCLE UP! პროექტის ნაწილია და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში.
14:00-15:00 პოსტფუნქციური სიცრიელე, ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევის ჯგუფი, ნატალია ნებიერიძე, არქიტექტორი და ინტერდისციპლინარული არტისტი, თათა გაჩეჩილაძე, არქიტექტორი, რომელიც მუშაობს არქიტექტურისა და მემკვიდრეობის კვეთაზე და სალომე ტაბატაძე, კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციისა და მეხსიერების კვლევების სპეციალისტი.
15:00-16:00 ქართველი ფოტოგრაფის, ნიკო კალანდაძის წიგნის პრეზენტაცია - ანა ბარჯაძე, დოკუმენტური კინოს რეჟისორი და მარიამ თოფჩიშვილი, აქტივისტი და გორის ფოტოგრაფთა კლუბის თანადამფუძნებელი.
16:00-17:00 „რუსთავის პოსტსაბჭოთა ურბანული ტრანსფორმაცია: ქალაქი ახალი იდენტობის ძიებაში“ - თეა ქამუშაძე, ანთროპოლოგი და მკვლევარი.
16:00-17:00 „History of Becoming“ - ნინო ლომაძე, მწერალი, ინდიგოს მთავარი რედაქტორი და თამარ ბაბუაძე, ჟურნალისტი, მკვლევარი, მწერალი და ინდიგოს რედაქტორი.
17:00-18:00 „საქართველოში უფუნქციოდ დარჩენილი საბჭოთა პერიოდის კულტურის სახლების შენარჩუნების გამოწვევები“ - გვანცა (ტასო) ფოცხიშვილი და ნუცა პაპიაშვილი, კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები.
17:00-18:00 მთავარი მოხსენება: „მემკვიდრეობის კურატორობა“ - ალექსანდრა კენძიორეკი, ხელოვნების ისტორიკოსი და მკვლევარი. სესია მხარდაჭერილია Polish Graphic Design-ის მიერ.
18:00-19:00 გორის ხელოვნების სახლი: დინამიური კულტურული სივრცე და თანამედროვე ხელოვნების გალერეა - ანა ბარჯაძე, დოკუმენტური კინოს რეჟისორი და მარიამ თოფჩიშვილი, აქტივისტი და გორის ფოტოგრაფთა კლუბის თანადამფუძნებელი.
18:00-19:00 მაკდონალდსი ურბანულ კულტურაში - ელენე ბაღათურია, მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი და ეკატერინე ებრალიძე, იურიდიული მიმართულების და განვითარების ხელმძღვანელი.
19:00-20:00 „რუსული სამყაროს შექმნა: ომი, მოწამლული საჩუქარი და ბნელი რეკონსტრუქციის კომპლექსი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - მიხალ მურავსკი, არქიტექტურისა და ქალაქების ანთროპოლოგი. სესია მხარდაჭერილია Polish Graphic Design-ის მიერ.
19:00-20:00 „მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკა: საბჭოთა პერიოდის კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვე საქართველოში“ - ეკატერინე (კატო) ბახტაძე, ხელოვანი და მკვლევარი.
20:00-21:00 ღვინისა და კოქტეილის ბარი - მასპინძლები Georgian Sun და GD Alco.
დღე III - 10.10.2026 | მთავარი თემა: აღბეჭდილი ისტორია
11:30-12:00 ყავა და ფრეშ ბარი
12:00-15:00 - ვიზუალური ნიშნები საჯარო სივრცეში - ოთარ ყარალაშვილის ვორქშოპი, წიგნის ხელოვანი, ილუსტრატორი, დიზაინერი და კურატორი.
12:00-15:00 ვორქშოპი - მიხალ მურავსკი. სესია მხარდაჭერილია Polish Graphic Design-ის მიერ.
14:00-15:00 „დიაგონალები, მრუდები და აქტივიზმი: პროფესიული დაუმორჩილებლობის აქტები“, ფრანჩესკა პერანი - არქიტექტორი, ვიზუალური დიზაინერი და პედაგოგი. IED - Istituto Europeo di Design-ის მხარდაჭერით
15:00-16:00 ფრაგმენტები - ფოტო როგორც წყარო - დისკუსია და გამოფენის პრეზენტაცია გაბრიელ ჩუბინიძესთან ერთად. მოდერატორი - ოთარ ყარალაშვილი
16:00-17:00 გაზიარებული თბილისის არქიტექტურული არქივები, TAA - მარიამ გეგიძე, არქიტექტორი და კულტურის მკვლევარი და ნათია აბასაშვილი, არქიტექტორი, ნინო ჩაჩხიანი, არქიტექტორი და მკვლევარი
მუდმივი ექსპოზიციები, გამოფენები და საკითხავი სივრცეები
კონფერენციის სამი დღის განმავლობაში მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სივრცეები:
ფრაგმენტები: ფოტო როგორც წყარო
უბანი: თბილისი და ტიპოგრაფია
ინდიგოს საკითხავი სივრცე
TAA-ს დისპლეი - გაზიარებული თბილისის არქიტექტურული არქივები
მოედნის პროექტი - ზეინაბ ბარნოვი
პოსტფუნქციური სიცრიელე, ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევის ჯგუფი
isha
ring tbilisi’s architecture archive

