program_image

ღვინის ეტიკეტი ესთეტიკის მიღმა - იაკოპო სალერის კურსი

კურსის ლექტორიიაკოპო სალერი
ხანგრძლივობა 18 საათი
ენაინგლისური
ფასი900

კურსის შესახებ

კურსზე განხილული იქნება ღვინის ეტიკეტის დიზაინის პროცესი, დაწყებული დიზაინის ძირითადი პრინციპებით, დიზაინის ისტორით და შეფუთვაზე ზრუნვით.

კურსი ასევე შეეხება სტრატეგიულ აზროვნებას, რათა განისაზღვროს დიზაინის არსი, რომელიც ზუსტად ასახავს პროექტის საჭიროებებსა და მიზნებს.

შეხვედრებზე გავეცნობით მასალებს, ბეჭდვის ტექნიკას და უახლეს ინოვაციებს, რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგებს ხარჯებისა და წარმოების მართვისას.

კურსის განმავლობაში, ინდუსტრიის ექსპერტები ჩაატარებენ ვებ სემინარებს, მონაწილეებს გაუზიარებენ ცოდნას, გამოცდილებასა და შეხედულებებს.

კურსის ფარგლებში სამი საერთაშორისო პარტნიორი კომპანია გვეყოლება:

UPM Raflatac

წამყვანი მდგრადი მარკირების სექტორშიhttps://www.upmraflatac.com/

Luxoroსაერთაშორისო ლიდერი ეტიკეტების დეკორაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, KURZ-ის იტალიური ექსკლუზიური პარტნიორიhttps://www.luxoro.it/https://www.leonhard-kurz.com/

SANFAUSTINOიტალიური სტამბაhttps://www.sanfaustinolabel.it/index.html

program_image
კურსის ლექტორი

იაკოპო სალერი

ბრენდის და შეფუთვის დიზაინერი, სივრცის დიზაინერი, ღვინის ინდუსტრიის და ეტიკეტის დიზაინის გამოცდილებით. დიზაინის ლექტორი და ინტერიერის დიზაინის ხელმძღვანელი VAADS ფაკულტეტზე, თავისუფალ უნივერსიტეტში. Milan Politecnico-ს კურსდამთავრებული, ბრენდის მენეჯმენტის და WSET Level 2 სერტიფიკატი. აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება ევროპულ, ჩინურ და ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ზომის პროექტებში.

უფრო მეტი: jacoposaleri.design

რას ისწავლით

  • მონაწილეებს გამოუმუშავდებათ უნარი სწორად შეაფასონ პროდუქტის შეფუთვა, განსაკუთრებით ღვინის ბოთლის და ეტიკეტის დიზაინი.
  • ისინი შეიძენენ ცოდნას და უნარებს წარმატებით გამოიყენონ ბრიფი მიზნების მისაღწევად.
  • და ბოლოს, კურსი მათ საშუალებას მისცემს ეფექტური კონტაქტი დაამყარონ ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მეღვინეებთან, დიზაინერებსა და სტამბებთან.

6 ფიზიკური შეხვედრა და 3 ვებინარი - ფიზიკური შეხვედრა კურსის ავტორის მოდერატორობით საერთაშორისო პარტნიორებთან ონლაინ ჩართვისას.

18 საათი, 16 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით,
ოთხშაბათი 19:00-21:00, შაბათი 15:00-17:00
(3 აპრილის საერთაშორისო პარტნიორებთან ონლაინ ჩართვის დრო მოგვიანებით განთავსდება).