program_image

შემოქმედებითი და ვიზუალური ფიქრის 3 თვიანი კურსი

კურსის ლექტორებინინო ეგაძეოთარ ყარალაშვილი ბეკი ფანცხავაკოკა ქამუშაძე
ხანგრძლივობა 48 საათი
ენაქართული
ფასი1200

კურსის შესახებ

შემოქმედებითი და ვიზუალური უნარების განვითარების 3 თვიანი საზაფხულო კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ახლა ირჩევს მომავალ პროფესიას და აპირებს მენეჯმენტის, შემოქმედებითი ინდუსტრიის ან ვიზუალურ სფეროში დასაქმებას. ეს კურსი მიზნად ისახავს სტუდენტების საბაზისო მომზადებას, რათა მათ შეძლონ წარმატების მიღწევა სასურველ სფეროში.

კურსი აგებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების და მენეჯმენტისთვის აუცილებელი თეორიულ მასალაზე და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.

3 თვის განმავლობაში მონაწილეები შეხვდებიან 20-ზე მეტ სფეროს წამყვან პროფესიონალს და მათთან ერთად განიხილავენ პრაქტიკულ ქეისებს.

program_image
კურსის ლექტორი

ნინო ეგაძე

სტრატეგიული და ვიზუალური კომუნიკაციების, ბრენდინგის და მარკეტინგის სპეციალისტი. ლიდერული პოზიციები კომპანიებში: TBC Bank Group, Red Bull, Philip Morris International. 1000-ზე მეტი სოციალური პროექტის და ღონისძიების ორგანიზატორი რამდენიმე ქვეყანაში. Harvard Business School კურსდამთავრებული. ექსპერტიზის სფეროები: კომუნიკაციები, ბიზნეს სტრატეგია, დიზაინის სტრატეგია, შემოქმედებითი უნარები, ლიდერობა, სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), რეპუტაციული რისკები, კონტენტი, მომხმარებლის გამოცდილება და UX/UI დიზაინი. IxDF-ის საქართველოს მენეჯერი და დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი

program_image
კურსის ლექტორი

ოთარ ყარალაშვილი

წიგნის ხელოვანი, ილუსტრატორი, დიზაინერი, კურატორი, სტუ დიზაინის საერთაშორისო სკოლის მოწვეული პროფესორი, თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ქართული გამომცემლობის, „დიოგენეს“ თანადამფუძნებელი, საბავშვო ლიტერატურისა და ილუსტრაციის პირველი ქართული კერძო კონკურსის თანაორგანიზატორი, საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და საქართვფელოს კოლექტიური სტენდის კურატორი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ვირტუალური გამომცემლობა „ვირგამის“ დაფუძნებელი, თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი - არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელი, ქართული საბავშვო ილუსტრაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი ორჯერ ზედიზედ იყო წარდგენილი ასტრიდ ლინდგრენის მემორიალურ პრემიაზე საქართველოს მხრიდან, ყოველთვიური სერია 1/16 - ქართველი ფოტოგრაფებისა და ხელოვანების არტ- და ფოტოწიგნების დამფუძნებელი.

program_image
კურსის ლექტორი

ბეკი ფანცხავა

ბრენდის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, მარკეტერი, კავკასიის უნივერსიტეტის და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ACAG (კრეატიული სააგენტოების ასოციაცია საქართველოში)-ის პრეზიდენტი, 15 წლიანი გამოცდილება ქართული და საერთაშორისო ბრენდების მართვაში FMCG, ტელეკომუნიკაციების, ფინანსური და სტუმარმასპინძლობის სექტორში - ჯეოსელი,ფილიპ მორისი, აიქოსი, თიბისი, აჭარა ჯგუფი.

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში.

program_image
კურსის ლექტორი

კოკა ქამუშაძე

Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, 15+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგის და ბიზნესის სფეროში. მიწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. Wharton Business School Leadership Program კურსდამთავრებული. ავტორი რომანების: „ბალანდა" და „სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის".

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში

რას ისწავლით

კურსის განმავლობაში სტუდენტები გაივლიან შემოქმედებითი ფიქრისა და ვიზუალური უნარების საბაზისო საკითხებს. Მათ შორის:

ვიზუალური ენა

  • კომპოზიცია – როგორ უნდა შექმნათ ვიზუალურად დახვეწილი და ორგანიზებული დიზაინი

  • ფერი – ფერის ფსიქოლოგია და მისი გამოყენება დიზაინში

  • სკეჩი – სკეჩების ტექნიკა და ვიზუალური კონცეფციების განვითარება

  • ისტორია – დიზაინის ისტორია და მისი გავლენა თანამედროვე პრაქტიკაზე

  • ესთეტიკა – ვიზუალური ესთეტიკის კვლევა და მისი დიზაინის გადაწყვეტილებებზე გავლენა

  • დიზაინის სპექტრი – დიზაინის სხვადასხვა მიმართულებების გაგება

  • დიზაინის პრინციპები – დიზაინის ძირითადი პრინციპები და მათი გამოყენება პრაქტიკაში

შემოქმედებითობა

  • შემოქმედებითი უნარები – როგორ განავითაროთ შემოქმედებითი უნარები და როგორ გამოიყენოთ ისინი ახალ იდეებზე მუშაობის დროს

  • სტრატეგია – როგორ შექმნათ შემოქმედებითი სტრატეგია, ბიზნეს მიზნების მისაღწევად

  • ფიქრის მეთოდები და ხელსაწყოები – ფიქრის ტექნიკები, რომლებიც ხელს უწყობს იდეების გენერაციას და პრობლემების გადაჭრას

  • დიზაინ ფიქრი – დიზაინის მიდგომა, რომელიც ავითარებს მომხმარებელზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიებს

  • ინოვაციების დიზაინი – როგორ შევქმნათ ახალი, ინოვაციური კონცეფციები

  • აიდეაცია – კრეატიული იდეების და კონცეფციების მოფიქრება და განვითარება

  • კრეატიული სესიები – სემინარები და ჯგუფური მუშაობის ფორმატები, რომლებიც ხელს უწყობს გუნდურ შემოქმედებას

  • არტ დაირექშენი – შემოქმედებითი პროექტების ხელმძღვანელობა და ვიზუალური მიმართულებების დანერგვა

  • ქოფი და ტექსტთან მუშაობა – როგორ უნდა მოამზადოთ ეფექტური ტექსტები და ქოფი, ვიზუალური კონცეფციებისთვის

კომუნიკაცია

  • კომუნიკაციის სტრატეგია – როგორ შექმნათ ძლიერი კომუნიკაციის სტრატეგია

  • ბრენდის სტრატეგია – ბრენდის შექმნა და სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს ბრენდის იმიჯის მშენებლობას

  • მარკეტინგის საფუძვლები – მარკეტინგის ძირითად პრინციპები და მათი გამოყენება შემოქმედებით სფეროებში

  • ციფრული კომუნიკაცია – როგორ გამოიყენოთ ციფრული პლატფორმები და საშუალებები, რათა მიწვდეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას

  • კონტენტის მარკეტინგი – როგორ შექმნათ და წარმოადგინოთ მაღალი ხარისხის კონტენტი,

Შეხვედრები ჩატარდება კვირაში 4-ჯერ, 2 საათი. კურსის ხანგრძლივობა 3 თვე, 60 საათი.