კურსის შესახებ
Figma-ს საფუძვლები | 16 აპრილი - 14 მაისი
Figma-ს საფუძვლების კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, დაიწყოს ციფრული დიზაინის სწავლა და მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება ინტერფეისებისა და პროტოტიპების შექმნაში.
Figma გამოიყენება ციფრული დიზაინისთვის, მაგალითად, ვებსაიტებისა და აპლიკაციების ინტერფეისების შესაქმნელად. ეს პლატფორმა გამოირჩევა კოლაბორაციის, სწრაფი პროტოტიპირებისა და მარტივად გაზიარების შესაძლებლობებით.
კურსის განმავლობაში, მონაწილეები გაიაზრებენ დიზაინისა და გამოყენებადობის ძირითად პრინციპებს, შეისწავლიან Figma-ს სხვადასხვა შესაძლებლობას: ავტომატური განლაგება, ადაპტირებადი დიზაინი, კომპონენტირება, ვარიანტები, სტილების შექმნა, UI ელემენტების გამოყენება და პროტოტიპირება. სასწავლო პროცესი პრაქტიკული სამუშაოების გარშემო იქნება აგებული.

ნიკა გოგუაძე
UXUI დიზაინერი, პროდუქტის დიზაინერი, მოწვეული ლექტორი Geolab-ში, TNET-ის სენიორ UI/UX დიზაინერი, UI/UX Design კურსის ლექტორი თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში. აქვს 6 წლიანი გამოცდილება დიზაინის სფეროში. ამ პერიოდში უმუშავია როგორც ფრილანს პროექტებზე საერთაშორისო ბაზარზე, ასევე, არაერთ ქართულ ბრენდთან.
რას ისწავლით
Figma-ს საფუძვლების კურსის განმავლობაში, მონაწილეები შეისწავლიან Figma-ს გამოყენებას ციფრული ინტერფეისის დიზაინის, პროტოტიპირებისა და პროფესიული საქმიანობისთვის და გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
- UI/UX დიზაინი, Figma-ს ინტერფეისი, ფაილის სტრუქტურა და გაზიარების მეთოდები, ჩარჩოები, ფორმები, სურათების ჩასმა, დიზაინის პარამეტრები.
- სტრუქტურული ესკიზები/ბადეები და ადაპტირებადი დიზაინი: ფენების ორგანიზება, ფაილის მოწესრიგება.
- სტილები და ტიპოგრაფია: სტილის სახელმძღვანელო, ფერების ფსიქოლოგია და სტრუქტურა, გრაფიკული სიმბოლოები, ტიპოგრაფიის სტრუქტურა.
- ავტომატური განლაგების გამოყენება და ხელსაწყოები.
- ბულის ოპერაციები, ნიღბები, ეფექტები (ჩრდილები, ტექსტურა), მრავალფენიანი რედაქტირება.
- კომპონენტების და ვარიანტების შექმნა, კომპონენტების მახასიათებლები.
- პროტოტიპირება, ინტერაქციული კომპონენტები
- ფინალური ნამუშევრის წარდგენა
კურსის დეტალები:
- კურსის ხანგრძლივობა: 16 აპრილი - 14 მაისი, 2026
- სამშაბათი და ხუთშაბათი | 19:00-21:00
- 8 ფიზიკური შეხვედრა (16 საათი)
- მონაწილეებს შეუძლიათ, ისარგებლონ როგორც პირადი, ისე ინსტიტუტის კომპიუტერული ტექნიკით.
- Figma-ს პლატფორმაზე წვდომას ინსტიტუტი უზრუნველყოფს.
- კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.
თანხის გადანაწილებისთვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge