program_image

ფიგმა - საფუძვლები (Figma)

კურსის ლექტორინიკა გოგუაძე
ხანგრძლივობა 16 საათი
ენაქართული
ფასი600

კურსის შესახებ

Figma-ს საფუძვლების კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაიწყოს ციფრული დიზაინის სწავლა და მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება ინტერფეისებისა და პროტოტიპების შექმნაში.

Figma-ს პლატფორმა გამოიყენება ციფრული დიზაინისთვის — მაგ. ვებსაიტებისა და აპლიკაციების ინტერფეისების შესაქმნელად. გამოირჩევა კოლაბორაციის, სწრაფი პროტოტიპირების და მარტივად გაზიარების შესაძლებლობებით.

კურსის განმავლობაში, მონაწილეები გაიაზრებენ დიზაინისა და გამოყენებადობის ძირითად პრინციპებს, შეისწავლიან ფიგმას სხვადასხვა შესაძლებლობებს — ავტომატური განლაგება,ადაპტირებადი დიზაინი, კომპონენტირება, ვარიანტები, სტილების შექმნა, UI ელემენტების გამოყენება და პროტოტიპირება.

სასწავლო პროცესი პრაქტიკული სამუშაოების გარშემო იქნება აგებული.

program_image
კურსის ლექტორი

ნიკა გოგუაძე

UXUI დიზაინერი, პროდუქტის დიზაინერი, მოწვეული ლექტორი Geolab-ში, TNET-ის სენიორ UI/UX დიზაინერი, UI/UX Design კურსის ლექტორი თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში. აქვს 6 წლიანი გამოცდილება დიზაინის სფეროში. ამ პერიოდში უმუშავია როგორც ფრილანს პროექტებზე საერთაშორისო ბაზარზე, ასევე, არაერთ ქართულ ბრენდთან.

რას ისწავლით

კურსის მიზანია მონაწილეებმა შეძლონ Figma-ს გამოყენება ციფრული ინტერფეისის დიზაინის, პროტოტიპირებისა და პროფესიული საქმიანობისთვის.

თემები:

1: გაცნობა და საფუძვლები: რა არის UI/UX დიზაინი, Figma-ს ინტერფეისი, ფაილის სტრუქტურა და გაზიარების მეთოდები, ჩარჩოები, ფორმები, სურათების ჩასმა, დიზაინის პარამეტრები

2: სტრუქტურული ესკიზები/ბადეები და ადაპტირებადი დიზაინი: ფენების ორგანიზება, ფაილის მოწესრიგება

3: სტილები და ტიპოგრაფია: სტილის სახელმძღვანელო, ფერების ფსიქოლოგია და სტრუქტურა, გრაფიკული სიმბოლოები, ტიპოგრაფიის სტრუქტურა

4: ავტომატური განლაგების გამოყენება და ხელსაწყოები

5: ბულის ოპერაციები, ნიღბები, ეფექტები (ჩრდილები, ტექსტურა), მრავალფენიანი რედაქტირება

6: კომპონენტების და ვარიანტების შექმნა, კომპონენტების მახასიათებლები

7: პროტოტიპირება, ინტერაქციული კომპონენტები

8: ფინალური ნამუშევრის წარდგენა

კურსის განრიგი

8 ფიზიკური შეხვედრა (16 საათი)

18 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით (2025)

ოთხშაბათი: 19:00-21:00 & შაბათი: 13:00-15:00

თარიღები: ივნისი: 18, 21, 25, 28
ივლისი: 2, 5, 9, 12

მონაწილეებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი ისე ინსტიტუტის კომპიუტერული ტექნიკით.

Figma-ს პლატფორმაზე წვდომას უზრუნველყოფს ინსტიტუტი.

კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

თანხის გადანაწილებისთვის მოგვწერეთ contact@di.ge