program_image

სოციალური დიზაინის დღეები 25-27 სექტემბერი

კურსის ლექტორი
ხანგრძლივობა საათი
ენაინგლისური
ფასი50

კურსის შესახებ

სოციალური დიზაინი პრობლემების ერთობლივად და სწორად გადაჭრის გზაა. ქვეყანაში, რომელიც ისეთი რთული გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა განათლება, რეგულაციები, მემკვიდრეობის დაცვა და ურბანული განვითარება, დიზაინს აქვს ძალა შექმნას სისტემური, ადამიანზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც გააძლიერებს და წაახალისებს ყველა ჩართულ მხარეს და საზოგადოებას.

სოციალური დიზაინის დღეების სექტემბრის კონფერენცია, დაეთმობა ურბანულ სივრცეებსა და მემკვიდრეობას. 30-ზე მეტ მომხსენებელთან ერთად საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან, განვიხილავთ მიმდინარე პროექტებს და კვლევებს, პრობლემურ საკითხებს და ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეუძლია მცირე, ერთობლივ ძალისხმევას, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი, ადამიანზე ორიენტირებული ცვლილებები.

ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ სხვადასხვა თემის წარმომადგენლები. გვჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი - შემოქმედებითი ნიჭი, სამოქალაქო ენერგია, კულტურული სიღრმე იმისთვის, რომ გახდეს სოციალური დიზაინის რეგიონული ცენტრი.

კონფერენციის დეტალური განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. პროგრამა დამუშავების პროცესშია და პერიოდულად განახლდება.

კონფერენციაში მონაწილეობის ფასი, 50 ლარია. ფასში შედის ვორქშოპებზე დასწრება.

ვორქშოპებზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაცია გაიხსნება 15 სექტემბრის შემდეგ

კონფერენცია ტარდება ინგლისურ ენაზე

რას ისწავლით

დღე 1 - 25 სექტემბერი

10:00-11:00 მონაწილეების რეგისტრაცია

10:00-11:00 ყავა და ფრეშ ბარი

11:00-14:00 ტრადიციული სახლების ორნამენტიკა და არქიტექტურული რიტმები გამოყენებით ხელოვნებაში - ვორქშოპი, მანანა მიქაშავიძე

11:00-14:00 „კონფლიქტიდან თანაშემოქმედებამდე: დიზაინ-აზროვნების მეთოდები საკამათო მემკვიდრეობის პროექტებისთვის“ - ვორქშოპი ზოლტ პოლგარი და ზოლტან ჰავასი

14:00-15:00 ყავა და ფრეშ ბარი

14:00-17:00 საკომუნიკაციო სივრცე, ღვინის საათი, მასპინძელი ვისმინო

15:00-16:30 არქიტექტურული სკეჩი ანტოტოპიით ვორქშოპი, მანანა მიქაშავიძე, მასპინძელი ვისმინო

17:30 გახსნის ცერემონია

18:00-19:00 კონა ბუქსის სამკითხველო ოთახი „ქალაქების, არქივებისა და სოციალური დიზაინის კვლევა წიგნების მეშვეობით“ - კურატორი ნინა ახვლედიანი

18:00-21:00 ვახტანგ ბერიძის ფონდი - ფრაგმენტები არქივიდან - კურატორი ნინო ჩუბინიშვილი

19:00-20:00 თანამშრომლობა, როგორც სტრატეგია, სესია ელენე თოიძე და ჯონ ნიურბინგი

19:00-20:00 პროექტების პრეზენტაცია - ზოლტ პოლგარი და ზოლტან ჰავასი

20:00-21:00 „უბანის ციფრული კარტოგრაფია“ - პროექტი „რუკა“, ქალაქის ინტერაქციული არქივი, უბანი - ანა ჩორგოლაშვილი, ნატა ტატუნაშვილი

20:00-21:00 მათეუს პოტემპსკის ლექცია

21:00 გახსნის წვეულება, მასპინძელი ვისმინო

დღე 2 - 26 სექტემბერი

10:00-11:00 მონაწილეების რეგისტრაცია

10:00-11:00 ყავა და ფრეშ ბარი

11:00-14:00 „იმპულსი გორისთვის: მიტოვებული სივრცეების ხელახალი გამოყენება'' - ვორქშოპი, თათა გაჩეჩილაძე და ნატალია ნებიერიძე

11:00-14:00 [UN]COMMON THREADS: Reclaiming the Imagination of the City - wit[h]nessing-ის ვორქშოპი, რომელიც კვლევითი პროექტის Porous Body of Tbilisi ფარგლებში განხორციელდება. გიგა წიქარიშვილი, თათული ჯაფოშვილი (დღე 1)

11:00-14:00 „ორნამენტული სკულპტურა - დიზაინი და მოდელირება“ ვორქშოპი, გიო ჟორჟოლიანი და ხატია იათაშვილი

14:00-17:00 საკომუნიკაციო სივრცე, ღვინის საათი, მასპინძელი ვისმინო

15:00-16:30 არქიტექტურული სკეჩი ანტოტოპიით ვორქშოპი, მანანა მიქაშავიძე, მასპინძელი ვისმინო

17:00-18:00 კონა ბუქსის სამკითხველო ოთახი „ქალაქების, არქივებისა და სოციალური დიზაინის კვლევა წიგნების მეშვეობით“ - კურატორი ნინა ახვლედიანი

17:00-18:00 მიწას აქვს მნიშვნელობა: ქართული ველური თიხის კვლევა და პრაქტიკა - ირინე ჯიბუტი

18:00-21:00 ვახტანგ ბერიძის ფონდი - ფრაგმენტები არქივიდან - კურატორი ნინო ჩუბინიშვილი

18:00-19:00 მაია მანიას მოხსენება

18:00-19:00 „კომლი - გურული ოდას პროექტი“

19:00-20:00 „ნაპირზე“ - როგორ აღვადგინოთ ჭალის ტყე - კვლევის პრეზენტაცია - დათა ცინცაძე და დემე გორგაძე

19:00-20:00 „დარბაზული დიალოგები - ბოლო ექსპედიცია“ - გიორგი მარგიშვილი, რამაზ კიკნაძე, ტატა ქოიავა

20:00-21:00 პროექტების წარდგენა კერა - ბექა გუჯეჯიანი, კოტე გუნია, სანდრო ბახტაზე

20:00-21:00 „საველე პედაგოგიკა“ ჯესი ვოგლერი, VA[A]DS

21:00 წვეულება, მასპინძელი ვისმინო

დღე 3 - 27 სექტმებერი

10:00-11:00 მონაწილეების რეგისტრაცია

10:00-11:00 ყავა და ფრეშ ბარი

11:00-14:00 „ინდივიდუალური ინტერესებიდან საერთო ხედვამდე: ურბანული მომავლის თანადიზაინი ქცევითი პრიზმით“ - ვორქშოპი თინა სტამბოლიშვილი, ქეთევან გომელაური

11:00-14:00 [UN]COMMON THREADS: Reclaiming the Imagination of the City - wit[h]nessing-ის ვორქშოპი, რომელიც კვლევითი პროექტის Porous Body of Tbilisi ფარგლებში განხორციელდება, გიგა წიქარიშვილი, თათული ჯაფოშვილი (დღე 2)

11:00-14:00 მონაწილეობითი დიზაინი: ვორქშოპზე დაფუძნებული პრობლემების გადაჭრა და ძირითადი პროტოტიპების შემუშავება - ვორქშოპი მათეუს პოტემპსკი

13:00-16:00 საკომუნიკაციო სივრცე, ღვინის საათი, მასპინძელი ვისმინო

14:00-16:00 Urban Sketchers პროექტის პრეზენტაცია და სკეჩინგი

15:00-16:00 კონა ბუქსის სამკითხველო ოთახი „ქალაქების, არქივებისა და სოციალური დიზაინის კვლევა წიგნების მეშვეობით“ - კურატორი ნინა ახვლედიანი

16:00-17:00 „მომავლის მემკვიდრეობა“ - ლექცია, ვახტანგ ზესაშვილი

17:00-18:00 წაშლილი არქიტექტურული მემკვიდრეობა - ლექცია, დავით ბოსტანაშვილი

17:00-18:00 „ქცევითი ურბანიზმის პილოტირება საქართველოში“ პრეზენტაცია, თინა სტამბოლიშვილი და ქეთევან გომელაური

18:00-21:00 ვახტანგ ბერიძის ფონდი - ფრაგმენტები არქივიდან - კურატორი ნინო ჩუბინიშვილი

18:00-19:00 „ლადო ალექსი მესხიშვილის“ წიგნის პრეზენტაცია, კურატორი დიმიტრი ერისთავი, თიბისის მხარდაჭერით

18:00-19:00 რეგიონული სოციალური პროექტები - მასპინძელი შემოქმედებითი სივრცეების ალიანსი, ელენე თოიძე

19:00-20:00 შეცვლილი პარადიგმა - არქიტექტურა მიზნის გარეშე - ლექცია, ნატალია ნებიერიძე, თათა გაჩეჩილაძე

19:00-20:00 სპონსორობა და დაინტერესებულ მხარეთა მართვა, ურთიერთობა დონორებთან - მასპინძელი შემოქმედებითი სივრცეების ალიანსი, ელენე თოიძე, ალექსანდრე მაყაშვილი

20:00 დახურვის წვეულება მასპინძელი ჯიდი ალკო