კურსის შესახებ
UX კვლევა | 23 მარტი - 6 აპრილი
კურსი მონაწილეებს გააცნობს UX კვლევის ტექნიკებს, რომლებიც მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნის პროცესში გამოიყენება. თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების, ტესტირებისა და მონაცემთა ანალიზის მეშვეობით, მონაწილეები შეისწავლიან, როგორ უჭერს კვლევა მხარს პროდუქტის განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის შექმნას.
კურსი განკუთვნილია დიზაინერებისთვის, პროდუქტის მენეჯერებისთვის და მათთვის, ვინც უშუალოდ UX კვლევაში მუშაობას ან ამ მიმართულებით კარიერის განვითარებას გეგმავს.

სალომე მაზანაშვილი
თიბისის UX კვლევების ლიდერი, მრავალწლიანი გამოცდილება კვლევისა და მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული პროდუქტების განვითარებაში, UX კვლევის მიმართულებით უმუშავია ისეთ კომპანიებში როგორებიცაა საქართველოს ბანკი და Betlive, Პარალელურად ჩართულია ფრილანსინგის მიმართულებით და კომპანიებს ეხმარება UX კვლევის სტრატეგიის შემუშავებასა და წარმართვაში.
რას ისწავლით
UX კვლევის კურსის განმავლობაში, მონაწილეები პრაქტიკული და თეორიული სამუშაობით შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:
კვლევის როლი დიზაინის პროცესში
ვინ არის UX მკვლევარი, რატომ არის UX კვლევა მნიშვნელოვანი, კვლევის ძირითადი მეთოდების მიმოხილვა.
თვისებრივი კვლევის მეთოდები
UX კვლევის ეტაპები, თვისებრივი კვლევის მეთოდები, შედეგების ანალიზი.
რაოდენობრივი კვლევა
რაოდენობრივი კვლევის დაგეგმვა, მეთოდები, შედეგების ანალიზი.
პროდუქტის ტესტირება/ვალიდაცია
გამოყენებადობის (Usability)
ტესტირების ტიპები, დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი.
მონაცემთა ანალიზი
ანალიტიკური მონაცემების ინსტრუმენტების განხილვა მონაცემთა ანალიზის ტექნიკები UX კვლევაში.
კურსის დეტალები:
- კურსის ხანგრძლივობა: 23 მარტი - 6 აპრილი, 2026
- ორშაბათი და ოთხშაბათი | 19:00-21:00
- 5 ლექცია (10 საათი)
- კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge

