program_image

UX/UI და ციფრული პროდუქტის დიზაინი

კურსის ლექტორებიბეკი ფანცხავაგიგი ჯანელიძენიკა გოგუაძექეთი დიასამიძე
ხანგრძლივობა 58 საათი
ენაქართული
ფასი1500

კურსის შესახებ

ციფრული პროდუქტის დიზაინის კურსი, სრულად მოიცავს პროდუქტის დიზაინის შექმნის ყველა ფაზას. კურსზე შეისწავლით როგორც პროდუქტის დიზაინის თეორიულ და მეთოდოლოგიურ მიდგომებს, ისე პროგრამა -Figma-ს გამოყენებას, ფერის, კომპოზიციის, ბრენდის საფუძვლებს, UXUI პრინციპებს, UX კვლევას, UX წერის პრაქტიკას, მენტორების დახმარებით იმუშავებთ ნამდვილ პროექტზე და მიიღებთ უკუკავშირს საკუთარ ნამუშევარზე. კურსის მსვლელობისას, იქნება ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებები და სავარჯიშოები. ციფრული პროდუქტის დიზაინის პროგრამა იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ნულიდან აპირებს ციფრული პროდუქტის დიზაინის შესწავლას ან საბაზისო დონეზე ფლობს დიზაინ უნარებს და მათი გაუმჯობესება და სტრუქტურირება სურს. კურსი დაყოფილია მოდულებად, რომელსაც სხვადასხვა ლექტორები კითხულობენ.

program_image
კურსის ლექტორი

ბეკი ფანცხავა

ბრენდის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, მარკეტერი, კავკასიის უნივერსიტეტის და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ACAG (კრეატიული სააგენტოების ასოციაცია საქართველოში)-ის პრეზიდენტი, 15 წლიანი გამოცდილება ქართული და საერთაშორისო ბრენდების მართვაში FMCG, ტელეკომუნიკაციების, ფინანსური და სტუმარმასპინძლობის სექტორში - ჯეოსელი,ფილიპ მორისი, აიქოსი, თიბისი, აჭარა ჯგუფი.

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში.

program_image
კურსის ლექტორი

გიგი ჯანელიძე

თიბისის დიზაინის და UX-ის მიმართულების ხელმძღვანელი, დიზაინ ტრანსფორმაციის ლიდერი. სერტიფიცირებული UX სპეციალისტი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით სხვადასხვა ქვეყნებში და ინდუსტრიებში. სპეციალიზაცია: დიზაინის სტრატერგია, პროდუქტის შექმნა, UX კვლევა, ბაზრის კვლევა, ბრენდის იდენტობის შექმნა.

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში.

program_image
კურსის ლექტორი

ნიკა გოგუაძე

UXUI დიზაინერი, პროდუქტის დიზაინერი, მოწვეული ლექტორი Geolab-ში, TNET-ის სენიორ UI/UX დიზაინერი, UI/UX Design კურსის ლექტორი თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში. აქვს 6 წლიანი გამოცდილება დიზაინის სფეროში. ამ პერიოდში უმუშავია როგორც ფრილანს პროექტებზე საერთაშორისო ბაზარზე, ასევე, არაერთ ქართულ ბრენდთან.

program_image
კურსის ლექტორი

ქეთი დიასამიძე

თიბისის უფროსი UX მწერალი, საკომუნიკაციო სააგენტო sci-fi-ის, adjarabet.com-ის ქოფირაითერი სინიორ ქოფირაითერი, მრავალწლიანი გამოცდილება UX/UI ქოფის, ბრენდინგის, ბლოგების, სტატიების, ციფრული მარკეტინგის, ვიდეოების, სცენარებისა და ვოისოვერების მიმართულებით, უმუშავია ისეთი ბრენდების ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა TBC Business, m², Eurocredit, adjarabet.com და სხვა.

რას ისწავლით

მოდული 1 - დიზაინის შესავალი - გიგი ჯანელიძე

  • რა არის დიზაინი?
  • როგორ ვიაზროვნოთ როგორც დიზაინერებმა?
  • ინოვაციები (როგორ გავხდეთ ინოვატორები?)
  • დიზაინის პრინციპები
  • ადამიანზე ორიენტირებული პროდუქტების შექმნადიზაინ პროცესი, მისი დანერგვა და მართვა

მოდული 2 - ბრენდის როლი დიზაინის მშენებლობაში - ბეკი ფანცხავა

  • ბრენდინგის საფუძველი
  • პროდუქტი და ბრენდი
  • როგორ ურთიერთქმედებს ბრენდის სტრატეგია და ვიზუალური თხრობა
  • ბრენდის გამოცდილება vs პროდუქტის დიზაინი
  • ბრენდის დაპირება

მოდული 3 - UX კვლევა და მეთოდოლოგიები - სალომე მაზანაშვილი

  • UX კვლევა და მეთოდოლოგიები ხარისხობრივ და რაოდენობრივ კვლევებში

მოდული 4 - ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი – გიგი ჯანელიძე

  • რა ტიპის ინტერფეისები არსებობს, რა განსხვავება არის მათ შორის
  • ადამიანისთვის შექმნილი დიზაინი
  • ადამიანზე ორიენტირებული პროდუქტების შექმნა
  • კომპოზიცია, ფერის თეორია, ფონტი, გრიდი
  • მიკროანიმაცია და მისი გავლენა UX’ზე
  • ინტერაქტიული პროტოტიპების შექმნა
  • ემოციური დიზაინის პრინციპები
  • დიზაინ სისტემა

მოდული 5 - ფიგმა (Figma) პროგრამის შესწავლა - ნიკა გოგუაძე

მოდული 6 - პროდუქტის ტესტირების მეთოდოლოგიები (Usability tests) - სალომე მაზანაშვილი

  • პროდუქტული მეტრიკები და პროდუქტის ანალიტიკა
  • მომხმარებლის გამოცდილების ტესტირება

მოდული 7 – UX წერა - ქეთი დიასამიძე

  • რა არის UX წერა?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი?
  • როგორ განოვიყენოთ ის მუშაობის დროს?

მოდული 8 - მენტორობა (თითოეულ მონაწილე გუნდზე გამოყოფილია შეხვედრა მენტორთან პროექტზე მუშაობის პროცესში)

მოდული 9 - პრეზენტაციების წარდგენა კურსის მენტორთან

დაჯილდოება და აღნიშვნა

ინტროს შემდეგ სტუდენტები ნაწილდებიან გუნდებში, და შემდეგ მოდულებში უკვე გუნდურად იმუშავებენ. ყოველი მოდულის შემდეგ გუნდებს ექნებათ კონკრეტული დავალებები.

კურსი ჩატარდება 17 თებერვლიდან 16 აპრილის ჩათვლით

შეხვედრის დღეებია: ორშაბათი და ოთხშაბათი, 19:30
შაბათი - 13:00 საათი

შეხვედრის თარიღები: 17, 19, 22, 24, 26 თებერვალი და 1, 3, 5, 8, 10, 12, 15, 17, 19, 22, 24, 26, 29, 31 მარტი და 2, 5, 7, 8, 12, 14, 16 აპრილი.


შეხვედრების ხანგრძლივობა: 2 საათი

კურს არ გააჩნია წინაპირობა და არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას.

თანხის გასაყოფად მოგვწერეთ: contact@di.ge