program_image

ინტერიერის დიზაინის შესავლები

კურსის ლექტორიმანანა მიქაშავიძე
ხანგრძლივობა 20 საათი
ენაქართული
ფასი550

კურსის შესახებ

ინტერიერის დიზაინის შესავლები | 18 მაისი - 18 ივნისი

10-შეხვედრიანი შემეცნებითი კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურვილი აქვს, წარმოდგენა შეიქმნას ინტერიერის სტილისტიკაში, მის მიდგომებში, ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტებში. კურსი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც განიხილავს ამ სფეროსთან პროფესიულ შეხებას, თუმცა შესაბამისი გამოცდილება ჯერ არ გააჩნია.

მოკლე კურსი წარმოადგენს არა ინტერიერის დიზაინის აკადემიურ სწავლებას, არამედ შემეცნებით პროგრამას, რომელიც მონაწილეებს სივრცის აღქმის, ზონირებისა და ვიზუალური ესთეტიკის უკეთ გაგებაში დაეხმარება. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს, სახალისო ვორქშოფებს, რომლებიც გამიზნულია მიღებული ცოდნის რეალურ სივრცეში ტრანსფორმირებისთვის.

შეხვედრები შეეხება ინტერიერის ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ფერების, განათებისა და ტექსტურების მნიშვნელობას გარემოს ფორმირებისას. მონაწილეები იმსჯელებენ პროპორციების როლზე, ე.წ. „უხილავ ინტერიერსა“ და იმ კავშირებზე, რომლებიც ადამიანის განწყობასა და მის გარემომცველ დიზაინს შორის არსებობს. კურსის ფარგლებში მიღებული ვიზუალური და თეორიული ინფორმაცია დაეხმარება მათ კომპლექსური ხედვის ჩამოყალიბებაში, რაც აუცილებელია ჰარმონიული და ფუნქციური გარემოს შესაქმნელად.

program_image
კურსის ლექტორი

მანანა მიქაშავიძე

არქიტექტორი, დიზაინერი, ინტერიერის არქიტექტორი. გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მეთოდისტი, კრაფთის და არტ თერაპიის მიწვეული ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. ,,გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო"- სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო წიგნების ავტორი.

რას ისწავლით

ინტერიერის დიზაინის გაცნობითი კურსის განმავლობაში, მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

  1. ინტერიერის ზოგადი ფილოსოფია - სივრცის აღქმის საწყისები.
  2. ინტერიერის ზონირება - სივრცის ფუნქციური განაწილება.
  3. ამბავი ტექსტურებზე - მასალების მნიშვნელობა და მათი ურთიერთქმედება.
  4. განათების ფილოსოფია - სინათლე, როგორც დიზაინის მთავარი ინსტრუმენტი.
  5. განწყობის ფილოსოფია - ატმოსფეროს შექმნა სივრცეში.
  6. ფერის ფილოსოფია - ფერთა გამის გავლენა და მათი შეხამების პრინციპები.
  7. პროპორციები და მათი მნიშვნელობა - მასშტაბების ბალანსი ინტერიერში.
  8. ინტერიერი და ფსიქოლოგია - გარემოს გავლენა ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე.
  9. უხილავი ინტერიერი - დეტალები, რომლებიც ქმნიან მთლიანობას.
  10. საკუთარი მცირე პროექტი - მიღებული ცოდნის შეჯამება და პრაქტიკული რეალიზაცია.

კურსის დეტალები:

  • კურსის ხანგრძლივობა: 18 მაისი - 18 ივნისი, 2026
  • ორშაბათს და ხუთშაბათს | 19:00-21:00
  • 10 ფიზიკური შეხვედრა (20 საათი)
  • მოდელირებისთვის საჭირო მასალა მონაწილეებს დახვდებათ სახელოსნოში.
  • კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

თანხის გადანაწილებისთვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ contact@di.ge