კურსის შესახებ
მეტრო ფროდაქშენის კურსი მოგცემს საშუალებას სრულად გაეცნო და შეისწავლო ვიდეო წარმოების სამუშაო გარემო, საერთაშორისო სტანდარტების მუშაობის პრინციპები და გაეცნო ყველა მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ვიდეო წარმოების შემადგენელი ნაწილია. გაეცნობი პროექტის დაბადებიდან მის საბოლოო დასრულებამდე ყველა ნაბიჯს. მოგეცემა შესაძლებლობა ისწავლო, როგორ მართო პროცესები, როგორ შეძლო დროის მენეჯმენტი, ბიუჯეტის სწორი გადანაწილება, ისწავლო გუნდური და სტრუქტურული მუშაობა. გაეცნობი მეტრო ფროდაქშენის მიერ შესრულებული ქართული და საერთაშორისო პროექტების ქეისებს. სასწავლო პროცესის განმავლობაში, საშუალება გექნება მიიღო მონაწილეობა მიმდინარე პროექტების გადასაღებ პროცესებში. გაითავისებ, თუ რა ეტაპების გავლა არის საჭირო ფილმისა თუ რეკლამის გადასაღებად - დაწყებული სცენარის წაკითხვიდან, გადაღების ბოლო დღემდე. გაიგებ, ვინ შეადგენს გადამღებ ჯგუფს, ისწავლი როგორ უნდა გაუძღვე გადაღებას და რაც მთავარია, როგორ უნდა დაგეგმო გადაღება.
კურსის ფარგლებში გამოყენებულია შემდეგი მეთოდები:
ახსნა–განმარტებითი მეთოდი, რომელიც გულისხმობს საწარმოო პროექტის დაგეგმვის და მართვის პრინციპების დაწვრილებით განხილვას, პროცესში მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებს და ინტერაქციას. სამუშაო პროცესის კონტროლს და მენტორებთან შესრულებას.
კეთებით სწავლების მეთოდი, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, როდესაც სტუდენტი დამოუკიდებლად ან გუნდური წესით მუშაობს გადაღების საწარმოო პროცესის დაგეგმვაზე, ასრულებს ყველა ეტაპს დასახული მიზნის მისაღწევად, ამზადებს პროექტს საპრეზენტაციოდ. რაც თავის მხრივ, არის მიღებული ცოდნის გაცნობიერება და პრაქტიკულად შესრულება.

სოფო ფარჯიანი
სარეკლამო და კინო ინდუსტრიაში 15 წლიანი გამოცდილებით, რეჟისორის პირველი ასისტენტის (1st AD) და რეკლამისა და კინო პროდიუსერის პოზიციაზე, ფროდაქშენ ლაბორატორიის სალექციო კურსის თანაავტორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)-ს ლექტორი.

მაია გურაბანიძე
მეტრო ფილმ ფროდაქშენის თანადამფუძნებელი. ამავე კომპანიის ფროდაქშენის ხელმძღვანელი. 15 წლიანი გამოცდილება სარეკლამო და კინო ინდუსტრიაში. ფროდაქშენ ლაბორატორიის სალექციო კურსის თანა ავტორი. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი.

ალექსანდრე გაბილაია
მეტრო ფილმ ფროდაქშენის დამფუძნებელი და აღმასრულებელი პროდუსერი, 15 წლიანი გამოცდილება სარეკლამო და კინო ინდუსტრიაში, ფროდაქშენ ლაბორატორიის სალექციო კურსის თანაავტორი, 1000 მეტი განხორციელებული პროექტის ხელმძღვანელი.

მაშო თევდორაშვილი
მეტრო ფილმ ფროდაქშენის ბიდინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 10 წლიანი გამოცდილებით სარეკლამო სფეროში, დაამთავრა ESM-ის ბიზნესის სკოლა ფინანსური განხრით და ისწავლა MEXT-ის სტიპენდიით იაპონიაში 2012-2013 წლებში კიუშიუს უნივერსიტეტში, JLCC-ის პროგრამაზე (Japanese Language & Culture Course), კარიერა დაიწყო ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე ისეთ სააგენტოებში მუშაობით როგორებიცაა, HOLMES&WATSON, SAATCHI&SAATCHI TBILISI & PUBLICIS GROUPE, შემდგომ უკვე შეუერთდა METRO FILM PRODUCTION-ის გუნდს ბიდინგის დეპარტამენტში, სადაც უკვე 7 წლიან გამოცდილებას ითვლის, ასევე არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი.
რას ისწავლით
-
რა არის ვიდეო წარმოება და როგორ მუშაობს ის საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე
-
ბიუჯეტის განხილვა, კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით
-
ვიდეო წარმოების და სააგენტოს სამუშაო ფორმების სტრუქტურა
-
ვიდეო წარმოების და დამკვეთის სამუშაო სტრუქტურა
-
ვიდეო წარმოების თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების განხილვა
-
ადამიანური რესურსის მენეჯმენტი
-
დროის რესურსის მენეჯმენტი
-
ვიდეო წარმოების ტექნიკური ნაწილის ყველა დეპარტამენტის, მათი ფუნქციების და გუნდური მუშაობის სტრუქტურის განხილვა
-
ვინ არის რეჟისორის პირველი ასისტენტი - 1St AD და რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს მას მომზადებისას და გადაღების წარმოების დროს
-
როგორ წაიკითხო სცენარი და როგორ შექმნა სარეჟისორო ბრეიქდაუნი
-
კომუნიკაცია რეჟისორთან - სთორიბორდი (შორთლისთი) და მისი აბრივიატურა, კადრი - კამერის მოძრაობა
-
პირველადი გეგმის შექმნა და გადასაღები დროის გათვლა სცენარის მიხედვით, გადამღები ჯგუფი/დეპარტამენტები და მათთან კომუნიკაცია
-
მუშაობა ქასთინგზე და ქასთინგთან - შესაბამისი “paper work” - უკანა ფონის მსახიობები
-
მუშაობა ლოკაციებზე გუნდთან ერთად - სკაუტი და ტექ სკაუტი - შესაბამისი “paper work”
-
ვიდეო წარმოების შეხვედრები - მათი მნიშვნელობა და ფუნქცია გადასაღები გეგმის ჩაკეტვა - მზადება გადაღებისთვის / პრე-ფროდაქშენი
-
გადასაღები მოედნის პოლიტიკა
-
რას მოიცავს ვიდეო წარმოების პოსტ ფაზა
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს: 19:00 - 21:00 საათზე, Შაბათს - 13:00-15:00 საათზე
კურსის ხანგრძლივობა: 24 - 2 საათიანი შეხვედრა.
შეხვედრის თარიღები: 25, 28 სექტემბერი, 2, 5, 9, 12, 16, 19, 23, 26, 30 ოქტომბერი, 2, 6, 9, 13, 16, 20, 23, 27, 30 ნოემბერი და 4, 7, 11, 14 დეკემბერი.
კურს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.
კურსზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. თანხის გადანაწილებისთვის მოგვწერეთ contact@di.ge