program_image

ივენთ მენეჯმენტი დამწყებთათვის - Alice Q-ს კურსი

კურსის ლექტორიირინა ეგაძე
ხანგრძლივობა 32 საათი
ენაქართული
ფასი700

კურსის შესახებ

კურსი განკუთვნილია სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, და პირველ-მეორე კურსის სტუდენტებისთვის რომლებსაც სურთ პრაქტიკულად ისწავლონ როგორ იქმნება და იმართება ღონისძიებები იდეიდან განხორციელებამდე.

სწავლება დაფუძნებულია პროექტებზე მუშაობაზე. მონაწილეები ჩაერთვებიან რეალური ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი გამოცდილებით შეისწავლონ ორგანიზების, თანამშრომლობისა, შემოქმედებითი აზროვნების უნარები და ღონისძიებების მენეჯმენტის საბაზისო პრინციპები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოხალისეობის კულტურას - როგორ შეიძლება სასკოლო ასაკში მოხალისეობრივი საქმიანობა იქცეს სწავლისა და განვითარების გამოცდილებად, როგორ ვიპოვოთ შესაბამისი შესაძლებლობები და როგორ დავიწყოთ საკუთარი ინიციატივა.


კურსი Alice Q სააგენტოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, რომელიც 20 წელზე მეტია ქმნის და მართავს საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებს. მონაწილეები არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას მიიღებენ, არამედ იმუშავებენ ადამიანებთან, ვინც ყოველდღიურად ქმნიან ივენთებს, ფესტივალებს. გაეცნობიან, როგორ მუშაობს რეალური ინდუსტრია და მიიღებენ გამოცდილებას, რომელიც გამოადგებათ ნებისმიერი პროფესიული მიმართულებით, სადაც საჭიროა ორგანიზებულობა, კრეატიულობა და პასუხისმგებლობა.

program_image
კურსის ლექტორი

ირინა ეგაძე

20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება სარეკლამო და ივენთ მენეჯმენტის ინდუსტრიაში, ფესტივალების: კიკეთი ფესტი, სპორტ ფესტი, ვორქშოპ ფესტის აღმასრულებელი ლიდი, მათ შორის მარკეტინგული და საკომუნიკაციო კამპანიები, PR აქტივობები და ივენთები, მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებთან სხვადასხვა ქვეყნებში: ჩინეთი, დუბაი, იტალია, საბერძნეთი, გერმანია. განხორცელებული აქვს 800-ზე მეტი პროექტი და მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებივ არიან: თიბისი, თეგეტა, UNESCO, GIZ, იტალიის საელჩო საქართველოში, EVEX კლინიკები, Enterprise Georgia, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Avon, GPC აფთიაქები, The Body Shop Georgia, GRETA, PSP, რედბული, ტოიოტა და სხვა.

რას ისწავლით

კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

ივენთის დაგეგმვა და მართვა

    • ღონისძიების იდეის და მიზნის განსაზღვრა
    • დაგეგმვის სტადიები: კონცეფცია, ორგანიზება, განხორციელება
    • პროცესების, გუნდისა და რესურსების მართვა
    • დროის მართვა, პრიორიტეტების დადგენა და დელეგირება

კრეატიული და მარკეტინგული მიმართულება

    • ივენთის იდეის გადაქცევა კონცეფციად
    • ვიზუალური და ტექსტური კომუნიკაცია
    • ბაზრისა და აუდიტორიის ანალიზი
    • მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლები (რეკლამა, პარტნიორობა, სპონსორები)

კომუნიკაცია და თანამშრომლობა

    • გუნდური მუშაობა და როლების განაწილება
    • შიდა და გარე კომუნიკაციის მართვა
    • სტუმრებთან, სპონსორებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა

ფინანსური და ლოჯისტიკური მხარე

    • ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი
    • ლოჯისტიკა, სივრცის და მასალების მართვა
    • რისკების შეფასება და ალტერნატიული გეგმების შემუშავება

მოხალისეობა და სოციალური პასუხისმგებლობა

    • მოხალისეობის მნიშვნელობა პირად და პროფესიულ განვითარებაში
    • შესაძლებლობების ძიება და გამოყენება
    • საკუთარი ინიციატივის დაწყება და სოციალური პროექტების დაგეგმვა

დეტალები:

  • 16 ფიზიკური შეხვედრა (32 საათი)
  • 25 ნოემბრიდან - 29 იანვრის ჩათვლით
  • სამშაბათობით და ხუთშაბათობით, 17:00-19:00 პერიოდში
  • შეხვედრების უმეტესი ნაწილი ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში, ნაწილი კი ონლაინ
  • კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება


თანხის გადანაწილებისთვის მოგვწერეთ contact@di.ge