კურსის შესახებ
ვორქშოფის მონაწილეები შექმნიან საკუთარ არქიტექტურულ სკეჩს ბუნებრივი პიგმენტით - წითელი ღვინით, რომელიც ქართული შემოდგომის განწყობას გადმოსცემს.
პრაქტიკული პროცესის განმავლობაში მონაწილეები: აირჩევენ წინასწარ დაბეჭდილ არქიტექტურულ ელემენტებს, გადაიტანენ მათ კონტურებს აკვარელის ქაღალდზე კოპირების ფურცლით, და ფერად ფენებს შექმნიან ბუნებრივი პიგმენტებითა და რბილი ფუნჯებით.

მანანა მიქაშავიძე
არქიტექტორი, დიზაინერი, ინტერიერის არქიტექტორი. გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მეთოდისტი, კრაფთის და არტ თერაპიის მიწვეული ტრენერი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში. ,,გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო"- სტუდიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო წიგნების ავტორი.
რას ისწავლით
2.5 საათიანი შეხვედრის განმავლობაში:
-
გაეცნობით არქიტექტურული სკეჩის თეორიულ საფუძვლებს და თბილისის არქიტექტურულ მახასიათებლებს
-
შეარჩევთ არქიტექტურულ ელემენტს და გადაიტანთ მის კონტურს კოპირების ქაღალდით აკვარელის ფურცელზე
-
იმუშავებთ წითელი ღვინოთი და შექმნით საკუთარ სკეჩს
1 ფიზიკური შეხვედრა, 8 ნოემბერი, 13:00 საათი.
ხანგრძლივობა 2.5 საათი.
კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.