კურსის შესახებ
კონტენტის სტრატეგიის კურსი მათთვისაა, ვისაც სურს შეისწავლოს კონტენტის დაგეგმვა და წარმოების სტრატეგია ბრენდის მარკეტინგის გუნდში სამუშაოდ ან საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.
კურსი განკუთვნილია მარკეტერისთვის, დამფუძნებლისთვის, ბრენდ მენეჯერისთვის ან მომავალი კონტენტ მენეჯერისთვის.
კონტენტის სტრატეგიის კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს.
შეხვედრების განმავლობაში ლექტორები განიხილავენ წარმატებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ქეის-მაგალითებს.
კურსს გაუძღვება სფეროს პროფესიონალი 5 ლექტორი, რომლებიც თემების მიხედვით დაფარავენ კონტენტის შექმნის და გაშლის სრულ სპექტრს, გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და დაამუშავებენ პრაქტიკულ ქეისებს.
კურსის განრიგი ლექტორების მიხედვით:
ბეკი ფანცხავა
ნინო ეგაძე
მარიამ ლორთქიფანიძე
ტატო ნორაკიძე
კოკა ქამუშაძე

ნინო ეგაძე
სტრატეგიული და ვიზუალური კომუნიკაციების, ბრენდინგის და მარკეტინგის სპეციალისტი. ლიდერული პოზიციები კომპანიებში: TBC Bank Group, Red Bull, Philip Morris International. 1000-ზე მეტი სოციალური პროექტის და ღონისძიების ორგანიზატორი რამდენიმე ქვეყანაში. Harvard Business School კურსდამთავრებული. ექსპერტიზის სფეროები: კომუნიკაციები, ბიზნეს სტრატეგია, დიზაინის სტრატეგია, შემოქმედებითი უნარები, ლიდერობა, სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), რეპუტაციული რისკები, კონტენტი, მომხმარებლის გამოცდილება და UX/UI დიზაინი. IxDF-ის საქართველოს მენეჯერი და დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი

მარიამ ლორთქიფანიძე
Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კონტენტის მენეჯმენტის და კომუნიკაციების ლექტორი. 7 წლიანი გამოცდილება თიბისი ჯგუფში (საქართველო და უზბეკეთი), კონტენტის ლიდის პოზიციაზე.
მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში

ტატო ნორაკიძე
ციფრული ზრდის, გაყიდვების, მარკეტინგის ავტომატიზაციისა და ეკოსისტემის ექსპერტი თიბისი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს უფროსი ციფრული კონსულტანტი. პროგრამის ლიდერი, სასწავლო ცენტრის ქსელში.ციფრული სააგენტო Metric და ავეჯის სახლი Comforter თანადამფუძნებელი. უფროსი ციფრული კონსულტანტი მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობა, ციკოლია, კონსიერჟი.
დიზაინის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი

კოკა ქამუშაძე
Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, 15+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგის და ბიზნესის სფეროში. მიწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. Wharton Business School Leadership Program კურსდამთავრებული. ავტორი რომანების: „ბალანდა" და „სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის".

ბეკი ფანცხავა
ბრენდის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, მარკეტერი, კავკასიის უნივერსიტეტის და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ACAG (კრეატიული სააგენტოების ასოციაცია საქართველოში)-ის პრეზიდენტი, 15 წლიანი გამოცდილება ქართული და საერთაშორისო ბრენდების მართვაში FMCG, ტელეკომუნიკაციების, ფინანსური და სტუმარმასპინძლობის სექტორში - ჯეოსელი,ფილიპ მორისი, აიქოსი, თიბისი, აჭარა ჯგუფი.
მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში.
რას ისწავლით
კურსის განმავლობაში შეისწავლით შემდეგ მიმართულებებს:
- ბრენდის და კონტენტის კავშირი
- ბრიფის წერა და შემოქმედებით სფეროსთან ურთიერთობა
- ბრენდის ფილტრები და სტრატეგია
- კონტენტის სტრატეგიის დაგეგმვა
- კონტენტის ბიუჯეტის დაგეგმვა
- კონტენტის სახეები
- დაბალბიუჯეტიანი წარმოება
- ვიდეო წარმოება
- ფოტოწარმოება
- საუკეთესო მაგალითები
- ამბის თხრობა კონტენტით
- ციფრული არხების გამოყენება
- კონტენტ ტრენდები
- „ყველაფერი კონტენტია“ საშინაო დავალება
- სამუშაო სესია ქართული ბრენდისთვის
კურსის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.
კურსი არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას.
12 ფიზიკური შეხვედრა, 24 საათი.
15 ოქტომბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით.
სამშაბათი - ხუთშაბათი, 19:00-21:00
შეხვედრის თარიღები: 15, 17, 22, 24, 29, 31 ოქტომბერი და 5, 7, 12, 14, 19, 21 ნოემბერი
თანხის გადანაწილებისთვის მოგვწერეთ contact@di.ge

