program_image

UX კვლევა

კურსის ლექტორისალომე მაზანაშვილი
ხანგრძლივობა 10 საათი
ენაქართული
ფასი300

კურსის შესახებ

კურსი, მონაწილეებს გააცნობს UX კვლევის ტექნიკებს რომლებიც გამოიყენება მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნის პროცესში.

კურსი განკუთვნილია როგორც დიზაინერებისთვის, ისე პროდუქტის მენეჯერებისთვის, ასევე მათთვის, ვინც უშუალოდ UX კვლევაში მუშაობას ან ამ მიმართულებით კარიერის განვითარებას გეგმავს.

program_image
კურსის ლექტორი

სალომე მაზანაშვილი

თიბისის UX კვლევების ლიდერი, მრავალწლიანი გამოცდილება კვლევისა და მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული პროდუქტების განვითარებაში, UX კვლევის მიმართულებით უმუშავია ისეთ კომპანიებში როგორებიცაა საქართველოს ბანკი და Betlive, Პარალელურად ჩართულია ფრილანსინგის მიმართულებით და კომპანიებს ეხმარება UX კვლევის სტრატეგიის შემუშავებასა და წარმართვაში.

რას ისწავლით

კურსის განმავლობაში, პრაქტიკული და თეორიული სამუშაობით შეისწავლით შემდეგ საკითხებს:

კვლევის როლი დიზაინის პროცესში
ვინ არის UX მკვლევარი, რატომ არის UX კვლევა მნიშვნელოვანი, კვლევის ძირითადი მეთოდების მიმოხილვა

თვისებრივი კვლევის მეთოდები
UX კვლევის ეტაპები, თვისებრივი კვლევის მეთოდები, შედეგების ანალიზი

რაოდენობრივი კვლევა
რაოდენობრივი კვლევის დაგეგმვა, მეთოდები, შედეგების ანალიზი

პროდუქტის ტესტირება/ვალიდაცია
გამოყენებადობის (Usability)
ტესტირების ტიპები, დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი

მონაცემთა ანალიზი
ანალიტიკური მონაცემების ინსტრუმენტების განხილვა მონაცემთა ანალიზის ტექნიკები UX კვლევაში

5 შეხვედრა, 10 საათი
ორშაბათი & ოთხშაბათი 19:00-21:00

15 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით.

შეხვედრების თარიღები: 15, 20, 22, 27, 29 ოქტომბერი.

კურს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.